10 июля 2009

მაგისტრანტის დღიურები - დღე 2


10 ივლისი, 15:00

სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი


  • ლოგიკური მსჯელობა;

  • მათემატიკური ნაწილი.


პატივს ვცემ ადამიანებს, რომელთაც ზუსტად იციან საკუთარი სუსტი წერტილები და საკუთარ თავსაც რომ ვცემდე პატივს გეტყვით რომ ასეთი წერტილი ჩემთვის მათემატიკური ნაწილია. მიუხედავად იმისა რომ სკოლაში მათემატიკას კარგად ვუგებდი და ნიშნებიც კარგი მყავდა საკუთარი თავის მინუსად მაინც მათემატიკუტრი აზროვნების არქონას მივიჩნევდი, რაც დიდად არც მანაღვლებდა რადგან ყოველთვის ჰუმანიტარი ვიყავი სულით, ხორცით, სისხლით და რაც მთავარია გაგებით.


ასე რომ ვიცოდი 10 ივლისზე ცოტა უფრო მეტი რომ უნდა მენერვიულა ვიდრე 8-ზე. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა დილით მაინც შემაძრწუნებლად ბედნიერმა გავიღვიძე, მხოლოდ იმიტომ რომ გავიღვიძე. საქმე ის გახლდათ რომ საშინლად ბუნებრივი სიზმარი ვნახე - ხილვასავით: => სახლიდან გამოვედი, ტაქსში ჩავჯექი და სასოფლოსკენ წავედი. თეგეტა მოტორსის აბრას რომ მივუახლოვდი მოულოდნელად აბრა მოწყდა და ტაქსს დაეცა. მოკლედ თვალი რომ გავახილე და გავაცნობიერე რომ სახლში ვიყავი სრულიად ჯანმრთელი, მივხვდი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდი თუნდაც მარტო იმიტომ რომ ცოცხალი ვიყავი.


სახლში კაბალური პირობები დამხვდა ჯერ შუქი წავიდა, მერე წყალი :D გამოცდამდე ერთი საათით ადრე კი საშინელი გულის რევის შეგრძნება დამეწყო. პლაცებოს ეფექტისთვის წამალი დავლიე და სამის 15 წუთზე აუდიტორიაში ვიჯექი.


***
დამკვირვებელი შეგხვდა ე.ი. მე რომ მეძახიან ანანოს ეგ იმასთან მიმართებაში აშკარად უსამართლობაა. მთელი 45 წუთი ვისმენდით საუბარს პეპელებზე, მერცხლებზე, ნაკადულებზე...


საბედნიეროდ ზარი დაირეკა თორე კიდე დიდხანს მოგვიწევდა სევდიანი ზღაპრების მოსმენა აყვავებულ ნუშის რტოებზე და მობიბინე მინდვრებზე :D



  • ნაწილი I - ლოგიკა
    16 ამოცანა დრო 1 საათი.


საშუალო სირთულის ამოცანები იყო, არც ზედმეტად რთული არც ზემდეტად ადვილი, თუმცა ნიმუშებისგან განსხვავებით ოდნავ გართულებული, მაგრამ სრულებით არ გამჭირვებია. ზუსტად 40 წუთში მოვრჩი და რადგან მეორე ნაწილზე გადასვლა არ შეიძლებოდა ჯერ დერეფანში ვსეირნობდი, მერე კი ჟოლოს ბუჩქის აგებულებას ვსწავლობდი კედელზე ჩამოკიდებული ტაბულიდან.



  • ნაწილი II - მათემატიკური ნაწილი

20 ამოცანა დრო 1 საათი.



იყო ამოცანები, რომელზეც ზედმეტად გავჭედე. საბოლოოდ კი მარტივად მივედი ამოხსნის გზამდე.მაგრამ რაც მთავარია ოცივე ამოვხსენი და დროშიც ზუსტად ჩავეტიე. მოკლედ ყველაფერი იდეალურად მიდიოდა სანამ გარეთ გამოვიდოდი და ყველა შემხვედრი მეტყოდა რომ არასწორედ მიწერია. :D

წინასწარ არაფერზე არ ღირს ნერვიულობა. შეცდომები თუ დავუშვი მათემატიკაში დავუშვებდი. მაგაზეც არ ვიდარდებდი არასწორი პასუხი -0.2 რომ არ იყოს რაც ძალიან უსამართლოა ჩემი აზრით.


ჯერჯერობით კი მხოლოდ 3 რამ ვიცი:



  • გამოცდებით კმაყოფილი ვარ! იმის გათვალსიწინებით რომ ზედმეტად არ მიფიქრია მასზე მაინც საკმაოდ კარგად დავწერე

  • გრანტი ყველა იქ მყოფ სტუდენტზე მეტად მჭირდება ალბათ.

  • ბედნიერი ვარ რომ შემიძლია ქალაქიდან გავიდე და დავისვენო თუნდაც მხოლოდ 2 დღით სამსახურამდე.


ასეთი იყო მაგისტრანტის დღიური დღე 2


დარჩით ამ ტალღაზე.


მე კიდე ბევრს დავწერ გამოცდებზე. :)

8 комментариев:

  1. მეც მგონია,რომ ჩააბარებ :))

    ОтветитьУдалить
  2. წარმატებას გისურვებ მთელი სულით და გულით!

    ОтветитьУдалить
  3. ჩააბარებ აბა რა:))) მეც ჩავაბარე და რომ გამოვედი გარშემო ყველა იგრუზებოდა აუ რა ძნელი იყო, ბლაბლაბლა, არადა საერთოდ არ იყო ძნელი, უფრო რთულს ველოდებოდი:) მათემატიკასთან მეც მწყრალად ვარ, თუმცა ვიყოჩაღე და კმაყოფილი ვარ:) გოოდ ლუცკ, იმედია დასწერ რას იზამ;)

    ОтветитьУдалить
  4. ჰაჰა მაგარი იყო.
    ეს ნახე მერე http://k84u.blogspot.com/2009/07/blog-post_10.html

    შენც უეჭველი 20გ საღებავი დაწერე ხო??? :D

    მე–16 :P

    ОтветитьУдалить
  5. და ისა.
    დაფინანსება ჩემთვის და შენთვის არ იქნება.
    რადგან იურიდიულს და ეკონომიურს სახელმწიფო არ მიიჩნევს პრიორიტეტულ სპეციალობად.
    ჩააბარე გეოლოგიაზე, საინჟინროზე და ა.შ.
    და მიშა შენთანაა. :ბის:

    ОтветитьУдалить
  6. au mec mase megona magrad davwere matematikuritko sanam gamovidodi :|

    ОтветитьУдалить
  7. პატივს ვცემ ადამიანებს, რომელთაც ზუსტად იციან საკუთარი სუსტი წერტილები და საკუთარ თავსაც რომ ვცემდე პატივს გეტყვით რომ ასეთი წერტილი ჩემთვის მათემატიკური ნაწილია. მიუხედავად იმისა რომ სკოლაში მათემატიკას კარგად ვუგებდი და ნიშნებიც კარგი მყავდა საკუთარი თავის მინუსად მაინც მათემატიკუტრი აზროვნების არქონას მივიჩნევდი, რაც დიდად არც მანაღვლებდა რადგან ყოველთვის ჰუმანიტარი ვიყავი სულით, ხორცით, სისხლით და რაც მთავარია გაგებით. bridal bed sheet design ideas , vicky razai price in pakistan 2021

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)