თან ერთი კი არა 240 ერთად.....
კრედიტები წიწილებივით არის - დათვლა შემოდგომით ჯობია, მაგრამ რა მოიცდის შემოდგომამდე თან სასწავლო ბარათში დაგროვებული კრედიტების რაოდენობამ უკვე 240-ს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამთავრდა. :ბის:

მთელი 4 წლიდან ერთი უმნიშვნელოვანესი რჩევის მოცემა შემიძლია: კრედიტები ფულივით არის, არასდროსაა ზედმეტი. ასე რომ თუ შეგიძლიათ აიღოთ 40 და გჭირდებათ მხოლოდ 4, აიღეთ 40-ვე. დრო გავა და დაგჭირდებათ.
დამიჯერეთ ამას გამოცდილებიდან გეუბნებით (!)
აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა ჩემი უნივერსიტეტული ამბები მაისში.
დიდი მადლობა თქვენ.(!)
ბოდიშს არ მოგიხდით ისტრიკებისთვის, რადგან ეს ხომ ჩემი ჩვეული სტილია? ამასთან მე ხომ არასდროს მრცხვენია ემოციების ?

დიპლომს როდის მომცემენ? როცა დაბეჭდავენ.
მარტივია არა?




ესეიგიიი ჩააბარე კარგად? :)
ОтветитьУдалитьგილოცავ :)
გილოცავ!
ОтветитьУдалитьფუ, დასრულდა ეს კრედიტობანა, როგორც იქნა. ჰო, მალე მოგვცენ დიპლომი, რომ კენწეროში გატკბილება შევიგრძნო, სულ ასე მჯეროდა, რომ უნი-ს დამთავრებაა სწორედ სწავლის კენწერო, რომ ტკბილდების და რამე =))