08 июля 2009

"მაგისტრანტის დღიურები"


4 წლის წინ ბლოგი რომ მქონოდა ალბათ მხოლოდ გამოცდებზე დავწერდი. გუშინ კი როცა აქ შემოვედი და ფრაზა - "ხვალ საერთო სამაგისტრიო გამოცდა მაქვს " დავწერე განსაკუთრებული არაფერი მიგვრძნია. მაშინ როცა 4 წლის წინ მართლა მეგონა რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებით მართლაც რაღაც ეროვნულ საქმეს ვემსახურებოდი. :D
წინა კვირას სამსახურიდან დავეთხოვე- შაბათ-კვირას მეძინა, ორშაბაბათს გავიღვიძე და პირველად გადავშალე ხუთშაბათს ნაყიდი ტესტების კრებული. მაგრამ მალევე მივხვდი რომ მომზადებას აზრი არ ჰქონდა. პირველი- წაკითხულის გააზრება და ანალიტიკური წერა მქონდა.

და მართლაც როგორ უნდა მოემზადო ამ დღისთვის თუ 20 წლის განმავლობაში წაკითხულის გააზრების უნარი არ ჩამოგიყალიბდა 2 დღე რას შეცლიდა. წერას კი სჭირდებოდა გარკვეული სფეციფიკის ცოდნა, მაგრამ იმდენმა მითხრა წერა შენთვის რა პრობლემააო რომ მართლა ვირწმუნე რომ მაგისტრატურის გამოცდების პირველი დღე ნამდვილად არ წარმოადგენდა დაბრკოლებას.


გუშინ ფორუმზე საშინელი ნეგატიური განწყობა სუფევდა. ყველანაირად ვცდილობდი თავი ამერიდებინა ამ "ვაი ვერ დავწერთ და ვუი რა გვეშველებას" გამოცდებზე დადებითი განწყობით უნდა მიხვიდე. ერთ სტუდენტურ ფორუმზე კი საერთოდ ფანტასტიური რამ ამოვიკითხე - გამოცდებზე ისე უნდა წახვიდე თითქოს პაემანზე მიდიხარო და მიუხედავად იმისა რომ არც სასოფლოს მიმდებარე ტერიტორია გამოიყურებოდა რომანტიულად და არც ცენტრის თანამშრომლები გავდნენ იდეალურ სატრფოს მე მაინც ბოლომდე ისეთი განწყობა მქონდა რომ მართლაც პაემანზე მივდიოდი და სახლიდან გასვლის წინაც ზუსტად ისე დამიწყო გულმა ძგერა.



ზოგადად, არ არსებობს გამოცდა, საიდანაც პირველი არ გამოვვარდე. სულ ვჩქარობ. დიდხანს ვერ ვჩრდები საგამოცდო ატმოსფეროში. მერე კი ვნანობ, მეფიქრა კიდე 15 წუთი მეთქი. დღეს კი გამოცდაზე იმ პირობით შევედი, რომ ბოლო წამამდე იქ ვიჯდებოდი რადაც არ უნდა დამჯდომოდა ეს.



დავალება I - წაკითხულის გააზრება


პირველი ტექსტი მე პირადად ძალიან მარტივად მომეჩვენა- ბორცვებზე, მელიებზე და ციყვებზე :D


მეორე ტექსტში ბუნებითი სამართლის თეორია რომ დავინახე, ისე ამიძგერდა გული უცხო მხარეში მშობლიური ენის გაგონებისას რომ იცის ხოლმე. თუმაც პარადოქსი მაინც ის იყო, რომ ამდენი იურისტ, სამართლის ფილოსოფია ნასწავლ, მაგისტრანტობის მაძიებელს სწორედ ლოკმა და ჯეფერსონმა აგვირია თავგზა. ალბათ იმიტომ რომ კითხვებზე პასუხები ტექსტის მიხედვით უნდა გაგეცა და არა ისე როგორც შენ ოდესღაც გასწავლეს.


მესამე ტექსტი- მეცნიერებაზე, მის ინტეგრაციაზე განათლებაში, მეცნიერების ვიწრო სპეციალიზაციად დაყოფის დადებით და უარყოფით მხარეებზე, მოკლედ მარტივად ჩახლართული იყო. :)


დრო 70 წუთი იყო


სადღაც 50 წუთში მოვრჩი და დარჩენილი 20 წუთი უაზროდ ვფურცვლავდი ტესტს ერთი ტექსტიდან მეორეზე. :D




დავალება II- ანალიტიკური წერა.


ანალიტიკური წერა 2 ნაწილისგან შედგებოდა


I თემაში უნდა დაგეფიქსირებინა შენი პირადი აზრი.


II თემაში კი მოცემული იყო მსჯელობა და უნდა მოგეხდინა მისი კრიტიკული ანალიზი.



წერა რომ დავიწყე ფორუმზე დაწერილი ერთი პოსტი გამახსენდა - "ანალიტიკურ წერაში წავიდა სიტყვების ბრახა ბრუხი: კონსტრუქციული, ფუნდამენტალური, რელევანტურიი, ემპირული, რუტინული, აბსურდული..."


გამეღიმა, მაგრამ ბოლომდე არ ვუღალატე სტილს და ტექსტში ისეთი სიტყვების რახა-რუხს არ მოვყოლილვარ მნიშვნელობა არც მე რომ არ მესმოდა და შესაძლოა ვერც გამსწორებელს ვერ გაეგო.


ორივე თემა ტრადიციულად შავ ფურცელზე დავწერე, რატომღაც მეგონა რომ თითოს გადასაწერად 10 წუთი სრულიად საკმარისი იქნებოდა და გამოცდის დასრულებამდე 20 წუთით ადრე დავიწყე გადათეთრება. მოვასწარი, მაგრამ ძალიან სწრაფად მომიხდა წერა, ამიტომ კალიგრაფიისთვის ბოდიშის მოხდა მინდოდა ბოლოს. :D თანაც გადაწერისას მექანიკურად "სუხიშვილების" მაგივრად "ერისიონი" დავწერე - რასაც დღევანდღელი დღის ერთადერთ ლაფსუსად ვთვლი, მაგრამ ეგ არ არის სანერვიულო, რადგან ტექსტში "ერისიონიც" ჯდებოდა თანაც ყველას "სუხიშვილები" უწერია და მათ ფონზე "ერისიონი" უჟე პრაგრეს.



თქვენ კითხულობდით პირველი დღის მიმოხილვას


ხოლო 10 -ში წაიკითხეთ "მაგისტრანტის დღიურები დღე 2"



2 комментария:

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)