01 июля 2009

ყვითელი, ყვითელი, ყვითელი სამყარო part 2

  • რესპოდენტი
ჟურნალისტებზე უფრო მეტად ყვითელი პრესის რესპოდენტები მაღიზიანებენ და აი რატომ:

პუნქტი 1 - "სხვა ვუთხარი, სხვა დაწერეს... არაპროფესიონალები ეგენი !"
ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ყველაზე ხშირი რესპოდენტები ძალიან გაბრაზებულნი არიან ჟურნალისტებზე " მე ასე არ მითქვამს, საერთოდ არ მიმიცია ინტერვიუ, დიქტოფონს მიღმა ვთქვი, სულ სხვა კონტექსტში ვთქვი, და ა.შ. " მაგრამ შემდგომ სწორედ ამ რესპოდენტების ინტერვიუ ტრიალებს პრესაში 24/7-ზე და ძალიან გასაკვირია მაშ რაღატო აძლევს ეს ესოდენ პროფესიონალი ხალხი ინტერვიუებს ესოდენ არაპროფესიონალ დილეტანტებს, თუ უკვე დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ ისინი მაინც არასწორედ გაიგებენ და დაწერენ მათ სიტყვებს.
=> ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში არსებობს ასეთი სისტემა: ჟურნალისტი ჯერ ინტერვიუს ართმევს რესპოდენტს, შემდეგ ამ სტატიას ამზადებს და დაბეჭდვამდე ათანხმებს რესპოდენტთან როგორც სათაურს, ასევე ტექსტს. ასეთ შემთხვევაში არ იქნება აღარანაირი გაუგებრობა.
და თუ ასე არ იქცევით ე.ი. თავადაც გხიბლავთ თქვენს მიერ ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია და ამის შედეგად აგორებული მარაზმული სათაურები, ასე რომ ზედმეტად ნუ გვღლით იმაზე წუწუნით თუ როგორ არღვევენ თქვენს უფლებებს არაპროფესიონალები....
თუ თავად არ გსურთ ამ უფლებების დაცვა და ყველაფერზე ხართ წამსვლელი ჟურნალის ფურცლებნზე აღმოსაჩენად - მაშინ რა არის ამასთან შედარებით თუნდაც ფუნდამენტური უფლებების დარღვევა?!







პუნქტი 2 - " შევვარდი რედაქციასა შინა და ქვა ქვაზე არ დავტოვე!"

გულწრფელად მიკვირს რატომ არის საჭირო რომ ცეცხლითა და მახვილით შევვარდეთ რედაქციაში, იქ ყველას თავზე დავახუროთ ყველაფერი, ჟურნალის ფურცლები ვაჭამოთ რედაქტორს, შემდეგ ჩვენი გმირობის შესახებ მოვყვეთ ყველა ტელეგადაცემაში იმის შესაგრძნობად რომ ჟურნალისტის მიერ შელახული ჩვენი ღირსება აღდგენილია.
როდესაც არსებობს ცივილიზებული გზა - სასამართლო - ასეთ შემთხვევაში უფრო მეტადაც გაპიარდებით და ცივილიზებული ადამიანის შთაბეჭდილებასაც დატოვებთ. პლიუს ამას არავინ იფიქრებს რომ რეალურად არაფერი შეგიძლიათ და ეს "შევვარდი რედაქციასა შინაც" ჩვეულებრივი უნიჭო ბაქი-ბუქია.

და ბოლოს ფოტო განწყობისათვის

სურათის სახელია:

"რესპოდენტის ადვოკატი"


3 комментария:

  1. გასაგებია, რომ ჟურნალისტები ცოდავენ ხშირად, მაგრამ სწორად აღნიშნე - სხვა რას ელოდებიან ყვითელი პრესისგან? სარკეს რომ "ეინტერვიუები", რას დაგიწერს? ეცდება, რაც შეიძლება სკანდალური ფრაზა ამოჭრას და სულ სხვა კონტექსტში განიხილოს. პლუს კიდევ, როცა ცნობილი ხარ, მზად უნდა იყო ყველაფრისთვის, მაშინ დაჯექი და ბუღალტერი გამოდი. მაღიზიანებენ ეს ძალით სელებრითები, ღრრრ! თემას გადავუხვიე მგონი, მაგრამ მაღიზიანებენ და რა ვქნა :ლოლ:

    ОтветитьУдалить
  2. თემისთვის არ გადაგიხვევია
    მეც მაღიზიანებენ
    ძალით სელებრითები
    და ზოგადად ადამიანები, რომლებიც აბსოლიტურად ყველაფერს პიარისთვის აკეთებენ .

    ОтветитьУдалить
  3. Этот комментарий был удален администратором блога.

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)