27 августа 2009

ბავშვობაში მეგონა რომ...



როგორც ვთქვი დამთაგეს და ამიტომ უნდა დავწერო პოსტი იმის შესახებ თუ რა მეგონა ბავშვობაში
და გამახსენდა რომ რაღაც მსგავსი უკვე დაწერილი მაქვს აი ეს


თუმცა ეს არის პოსტი იმის შესახებ თუ რა მეგონა 12 წლისას





აი რა მეგონა 12 წლამდე 2 დღეა ვიხსენებ, ვიხსენებ და ....





და მაინც ბავობაში მეგონა, რომ:


1. მთვარე ჩემი პირადი თანამგზავრი იყო - ანუ მხოლოდ მე დამყვებოდა და გარშემომყოფები მხოლოდ იმიტომ ხედავდნენ მას რომ მე მათ გვერდით ვიყავი. საიდან ამხელა ამპარტავნება ვერ გეტყვით მაგრამ მახსოვს თავი საშინლად შეირაცყოფილად ვიგრძენი როცა შევიტყე რომ მთვარე მხოლოდ ჩემი კი არა მთელი დედამიწის თანამგზავრი ყოფილა.


2. ჩემს სარკეში ვიღაც ჩემხელა გოგო ცხოვრობდა რომელიც რატომღაც მგავდა, ამიტომაც ძალიან მომწონდა და საათობით ვუყვებოდი ათას სისულელეს. ყოველი მცდელობა იმის ახსნისა რომ ის ჩემი ანარეკლი იყო კრახით სრულდებოდა.


3. სულ მიკვირდა სად ქრებოდნენ ტელევიზორში მცხოვრები ხალხი მისი გამორთვის შემდეგ.

=)






5 комментариев:

  1. shen ro ara armstrongi mtvareze cxvirsac ki ver sheyofda :D me sami wlidan vicodi ragdi faqti televizortan dakavshirebit! :D venacvale mamachems!

    ОтветитьУдалить
  2. ნომერ პირველმა პუნქტმა დაგლიჯაააა :)))

    მომწონს შენი ბლოგი, გონებამახვილო ;)

    ОтветитьУдалить
  3. zurrius

    მომწონს შენი ბლოგი, გონებამახვილო ;)


    didi madloba
    :)
    mec vnaxav shens blogs
    :)

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)