18 сентября 2009

09.09.09


დავასრულოთ ეს საქმე :chest:

ნაწილი პირველი
ნაწილი მეორე

მოკლედ ყველა საქმე გადავდე და 9-ში უნივერსიტეტისკენ გავეშურე.
დეკანატს როგორც კი მივუახლოვდი ოდნავ გამიკვირდა კიდეც სხვა უნივერისტეტში ხომ არ შემოვედი მეთქი
საერთოდ არავინ არ იყო
არანაირი რიგი
ერთი კაციც კი არ იცდიდა.

ჯერ წავედი ცნობის ასაღებად 118-ე ოთახში სადაც სულ რიგებია, სულ შესვენებაა, და არასდროს არაფერი არ იციან...

იქაც კაციშვილის ჭაჭანებაა არ არის, მარტო ტუტორები სხედან და მშვიდად შესცქერიან მონიტორს
ერთი შეხედვით ისეთი სიმშვიდე და იდილია სუფევს აი მოულოდნელი ქუხილის წინ რომ ჩამოწვება ხოლმე.

მოკლედ ცნობა უპრობლემოდ ავიღე სულ 3 წუთში
(მაშინ როცა 3-ში მითხრეს რომ ამ ცნობის ასარებად 1 დე იყო საჭირო)
მერე გამოვედი დეკანატში და საბუთები ჩავაბარე უპრობლემოდ


ყველა ისეთ კარგ ხასიათზე იყო,,,,

თქვენ წარმოიდგინეთ ის ადამიანიც კი სულ რომ ბუზღუნებს და უკმაყოფილო სახე აქვს - იღიმოდა.

მდივანი რომელმაც საბუთები ჩაიბარა ახლობელი აღმოჩნდა ჩემი, რომელმაც მითხრა რომ ეს დღეები ისეთი საშინელი რიგები იყო შეუსვენებლად ვიღებდით საბუთებს და დღეს დილიდან რატომღაც არავინ ჩანსო...


მოკლედ ყველაფერი ზუსტად 7 წუთში მოგვარდა --> (ვისაც კი უნიოვერსიტეტთან რაიმე შეხება ქონია, მიხვდება თუ რამდენად რეკორდული დროა ეს)
და შემიძლია თამამად ვთქვა რომ ეს იყო ყველაზე უპრობლემო საბუთების შეტანა ჩემს ცხოვებაში ყოველგვარი რიგების, და ნერვების წყვეტის გარეშე.
მადლობა.. :)

1 комментарий:

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)