
პატარაობაში ალბათ ისევე როგორც ყველას სულ მაწუხებდა კითხვა: როდის ვიქნებოდი უკვე დიდი?
და რატომღაც მეგონა რომ 20 წლის ადმიანი ძალიან დიდი იყო შემდეგ ვინ ითავა ჩემი ამ სფეროში გათვითცნობიერება აღარ მახსოვს, მაგრამ აი ასეთი სიტყვები რომ მითხრეს მახსოვს
"არა ოცი ეს ძალიან ცოტაა, სიტყვაც რა მოკლეა ხომ ხედავ ო -ც -ი აი ოცდა-ს რომ იტყვი მაშინ უკვე დიდი იქნებიო " :D
და დადგა დღე იგი სექტემბრისა (თბილი და მოსიყვარულე) როცა მე ვთქვი ოცდა....
ხოდა...
პარლამენტი ნდობას რომ გამოგიცხადებს და ომბუცმენად დაგნიშნავს. დანიშვნის მომენტიდან გინდა თუ არა უკვე ვალდებული ხარ წელიწადში 2-ჯერ იმავე პარლამენტის ტრიბუნასთან მიხვიდე და საქმინაობის ანგარიში ჩააბარო
ოღონდ ეს ანგარიში არც იმდენად ცუდი უნდა იყოს რომ თქვან ეს ამ ადგილზე არაფრის გამკეთებელი არ არის გაუუქმეთ მანდატიო და არც იმდენად კარგი რომ თქვნა ამან თავისი შესაძლებლობები ამოწურა მეტს უკვე ვეღარაფერს გააკეთებსო...
-------->
შესაბამისად საუკუნის მეხუთედს რომ იცხოვრებ უკვე ვალდებული ხდები ანგარიში ჩააბარო რა გააკეთ და როგორ ( და ეს ანგარიშიც არც ძალიან კარგი უნდა იყოს და არც ძალიან ცუდი -> ასე ვთქვათ მიზანი არ უნდა ამოწურო )
მაპატიეთ პატარა გადახვევა ---> ყველასთვის საყვარელი საბავშვო ფილმი "კასპერი" - სადაც ბოლოს ნახსნებია ასეთი ფრაზა - "მოჩვენება ხდები მხოლოდ მაშინ თუ სიკვდილის შემდეგ დაუმთავრებელი საქმეები დაგრჩა, სხვა შემთხვევაში სულთა სამეფოში გადაინაცვლებო "
ამ ფილმს პირველად რომ ვუყურე 8 წლის ვიქნებოდი ალბათ. ზაფხული იყო არადადეგები უკვე დაწყებული მქონდა და ძალიან დამწყდა გული ვიფიქრე ეხლა სკოლაში რომ დავდიოდე ერთი დაუმთავრებელი საქმე მაინც მექნებოდა ეხლა კიდე რომ მოვკვდე მოჩვენებად ვეღარ ვიქცევი მეთქი )
კხმ განვაგრძოთ
დილით მოულოდნელი სიზმრისგან შეშფოთებულს რომ გამეღვიძა მივხდი რომ დადგა დრო როდესაც უნდა მეთქვა ოცდა და მაშასადამე უნდა გამევლო გრძელი გზა ტრიბუნისკენ საიდანაც ჩემი საუკუნის მეხუთედი ცხოვრების ანგარიშს წავიკითხავდი. მაგრამ სანამ წავიკითხავდი უნდა დამეწერა და დავიწყე წერა..
მერე მივხვდი რომ ზედმეტად ბევრი გამომდიოდა ამიტომ გადავწყვიტე მხოლოდ ისეთი ფაქტები აღმენიშნა რომლემბმაც დიდი კვალი დატოვეს ჩემში და რომელშიც წვლილი მხოლოდ და მხოლოდ მე მიმიძღვის.
მოკლედ 88-დან 09-მდე
1. დავამთავრე სკოლა- საკმაოდ წარმატებულად
2. ვიყავი თავდაუზოგავი აბიტურიენტი - სულ რაღაც ერთ წელში ჩემთვის ყველაზე საზიზღარი საგანი 96 ქულამდე შევისწავლე
3. ჩავაბარე იქ სადაც სულ მინდოდა ჩაბარება
4. მივიღე გრანტი
5. III კურსზე მოვხვდი უზენაეს სასამართლოში სადაც გატარებულმა წელმაც ძალიან დიდი პრაქტიკული გამოცდილება შემძინა - შეიძლება ითქვას რომ ჩემი იურისტობის მექა იყო
6. უზენაესისი შემდგე სამოქალაქო რეესტრი :) სადაც მართლაც არაჩვეულებრივ კოლექტივში მოვხვდი , შევიძინე ბევრი მეგობარი და მოკლედ თუ ოდესმე მკითხავენ სად ისწავლე ცხოვებაო ჩემი პაუსხი სრს იქნება.
7. დავამთავრე უნივერსიტეტი
8. მიყვარდა - ყველაზე დიდი მიღწევა ცხოვრებაში როდესაც აღარ მახსოვს როდის მაგრამ აღმოვაჩინე რომ თურმე სიყვარული შემძლებია. ნუ შეიძლება თქვენ თქვათ რომ ეს ბოლო მიღწევა არ იმსახურებს ამ სიაში ყოფნას იმიტომ რომ ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის. მაგრამ მე ბოლომდე დარწმუნებული ვარ იმაში რომ როდესაც ადამიანი საკუთარ თავში აღმოაჩენს იმ ნიჭს რომელსაც უანგაროდ და უანგარიშოდ შეყვარება ეწიოდება ეს მხოლოდ მისი დამსახურებაა. მოკლედ მიყვარდა- მიყვარდენ და სიყვარულიდან სიყვარულამდე ნელ-ნელა ვსწავლობდი შეცდომების აღიარებას, პატიებას, ბედნიერებას.
პ.ს. ჩემი ახალი წელი რეალურად 4 სექტემბრიდან იწყება ამ დღეს როგორც წესი წინა წლებს ვადარებ ხოლმე ერთმანეთს და ეხლაც ისევ ის შემაძრწუნებელი მოლოდინი ბედნიერების...
დღეს გადავრიე ყველა ზედმეტად ბევრს ვწერ... მაგრამ ალბათ მეპატიება .... ხომ იცით ოცდა-ს ამბავი...
ჰექსუუუს გილოცავ დღაბადღების დღეეეეეს :)))
ОтветитьУдалитьდიდი გოგო გაიზარდე,ნუ კიდე დიდი იურისტი :)))
უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ გისურვებ ტავბრუდამხვევ სიყვარულს და წარმატებებს :):*
გილოცააავ :) :დანსე: :დრინკ:
ОтветитьУдалитьgilocav, hex :*
ОтветитьУдалитьHappy birthday!:*
ОтветитьУдалитьheeh,magari ra ari ici,20 daragacis ro xdebi da aranairi nishvneloba ro aqvs da isev ragacas,,dids´´ elodebi...ase ro molodini kaia...sanam molodinia,ar moicyen...
ОтветитьУдалитьda kide,egre tvalgadalebuli clebi miyvars...