16 сентября 2009

არ გაიქცე! - იქნებ პრობლემა შენზე სუსტია?!



რეესტრში მუშაობის გამოცდილებიდან:


ერთი შეხედვით ყველაზე უპრობლემო საბუთშიც კი შეიძლება მოულოდნელად ამოვარდეს საშინელი პრობლემა!



ამიტომ ყველა საქმის მოწესრიგება თავიდანვე ჯობია

ამიტომაც გადავწყვიტე რომ უნივერსიტეტში საბუთები რეგისტრაციის დაწყების დღესვე - 1 სექტემბერს შემეტანა.

თუმცა 1 სექტემბერი ობიექტური ფაქტორების გამო 3-ში გადაიდო

3-ში მისულს კი დეკანატთან საშინელი რიგები და არც თუ ისე სასიამოვნო ცნობა დამხვდა: სპეციალიზაციის გარდა ვაბარებთ უცხო ენასაც რომელიც 3 წელი არ გვისწავლია და რომელიც პრაქტიკულად აღარ მახსოვს.

წამის ერთ მეასედში გავიფიქრე:
იქნებ არ მინდა ჩაბარება?
ღირს კი ასეთ საშინელ რიგებში დგომა?
ნერვების წყვეტა?
ამხელა სტრესი?
რა დაშავდება ეხლა სახლში წასვლით?

სახლში გაქცევა კი რამდენი წამით კურსელმა გადამადებინა, რომელმაც საგამოცდო საკითხები მთხოვა. )
მეც უკმაყოფილომ იმით, რომ ხელი შემიშალეს სახლში გაქცევაში ზანტად ამოვიღე ჩემი ფერადი ბლოკნოტი
გადავშალე და

"ოპტიმისტი ყველა სიძნელეში შესაძლებლობას ხედავს,
პესიმისტი კი ყველა შესაძლებლობაში სიძნელეს"



შენ კი უბრალოდ უნდა აირჩიო . . .


ეს ფრაზა მაშინ დავწერე როცა მეოთხე კურსზე გადასულმა ეს ფერადი ბლოკნოტი ვიყიდე /მაშინ ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვები იყო და რა თქმა უნდა არ ვიცოდი რომ იგი ოდესმე უკან გასაქცევ გზას მთლიანად მომიჭრიდა/

და იმ წამს ყველაზ მეტად შემრცხვა საკუთარი თავის ... ასე უცებ რომ ვაპირებდი ყველაფერზე ხელის ჩაქნევას, მივხვიდ რომ პირველივე სიძნელის წარმოშობისთანავე თუ სახლში გავიქცეოდი... შემდეგ ყოველთვის ასე მოხდებოდა

დროის სიმცირის გამო იმ ჯოჯოხეთურ რიგში არ ჩავდექი და უკან წამოვედი, მაგრამ უფრო იმიტომ რომ უკეთ მომეფიქრებინა შემდეგი გეგმა, რომელშიც აუცილებლად შედიოდა უკან დაბრუნება.
საბუთების შეტანა მომავალ კვირისთვის გადავდე

მომავალ კვირას კი გაირკვა რომ მფარველი ანგელოზი მყოლია :)

to be continued...

3 комментария:

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)