
ანუ ამბავი იმის შესახებ რომ გადადებული საქმე ყოველთვის არ არის ეშმაკის :D
" ნაწილი პირველი"
საერთოდ ყოველთვის როცა გადავწყვეტდი რომ მაგ: 15 ივნისს წავიდოდი უნიში საგამოცდო მასალების გადასაღებად , 7 ივნისს შეიძლება მოულოდნელად დაერტყა თავში რომ სწორედ დღეს უნდა წავსულიყავი უნიში ისე უბრალოდ და რამდენჯერაც ამ ხმისთვის დამიჯერებია აღმოჩენილა რომ ან გამოცდა დაუნიშნიათ 12-ში ან ბიბლიოთეკა არ იმუშავებდა 15-ში ან სწორედ 7-ში მომხდარა ისეთი რამ რასაც მნიშვნელოვნად გაუმარტივებია ჩემი ცხოვრებ თუ არა საერთოდ შეუცვლია.
ასეთ რამეებს რომ ვყვები ყველა მეუბნება რომ ძლიერი მფარველი ანგელოზი გყავს და უსმინეო
მოკლედ განვაგრძოთ იქიდან რომ 3-ში უკან წამოვედი უნიევრისტეტიდან
4, 5, 6 -ში ამ საკითხზე რა თქმა უნდა არ მიფიქრია
7-ში დილით სამსახურში ვიჯექი და თვალწინ დეკანატის წინ მდგარი საშინელი რიგები მედგა თან იმას ვფიქრობდი რომ სრულიად შესაძლებელი იყო რიგში დგომის შემდეგ უცებ ამომხტარიყო რაიმე ისეთი პრობლემა რომელიც საბუთების შეტანის ბოლო ვადამდე ვერ გამოსწორებულიყო, აღმოვჩენილიყავი საშინელ ცაიტნოტში და ტყუილად მეწვალა
მოკლედ ასე ვზივარ სასოწარკვეთილი და ღმერთს სრულიად სერიოზულად ვთხოვ რაიმე ისეთი დღის მინიშნებას როცა უნიში მივალ მშვიდად, ჩემს საბუთებს უპრობლემოდ, რიგში ჭყლეტვისა და წივლ-კივილ-გალანძღვის გარეშე მიიღებენ და ეს დღე იქნება რაღაც წარმატების საწინდარი ჩემთვის
და ამ დროს შემოდის საკმაოდ სოლიდური, ზედმეტად სერიოზული მამაკაცი და ჩემს უკან მჯდარ თანამშრომელს უხსნის, რომ უნდა პასპორტის აღება 9 სექტემბრისთვის, დაჩქარების ქვითარს გადაიხდის, მიუხედვაად იმისა რომ 9-ში პასპორტი სრულიად არ ჭირდება მოკლედ ამდენს მხოლოდ იმიტომ წვალობს რომ უნდა მისი პირველი პასპორტი 9 სექტემბერს დაიბეჭდოს...
დუმილის შემდეგ კი უფრო გასაგებად ხსნის
იცით უბრალოდ მინდა
რომ გაცემის თარიღად 09.09.09 დაფიქსირდეს. ასეთ დღეს დაბეჭდილი პასპორტი ხომ უთუოდ წარმატების საწინდარია.
და მე მივხვდი რომ ეს ბოლო სამი სიტყვა იყო სწორედ ის ურო რომლის ჩარტყმასაც ასე მონდომებით ვეხვეწებოდი ღმერთს
09.09.09
იყო სწორედ ის თარიღი რომლითაც უნდა დაფიქსირებულიყო ჩემი უნივერსიტეტში საბუთების შეტანა.
ამიტომ 8-ში მოვაგვარე აბსოლიტურად ყველა საქმე რაც კი უნივერსიტეტში მიმავალ გზაზე მეღობებოდა და 9-ში უნიში წასასვლელად მოვემზადე
სადაც გაირკვა რომ ის კაცი ან მფარველი ანგელოზის გამოგზავნილი იყო, ან თავად იყო მფარველი ანგელოზი....
to be continued... :)
Комментариев нет:
Отправить комментарий
ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)