25 октября 2009

ოთარ ჭილაძე






"ცაში ავფრინდე და იქაც დამაბან?! "


ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ამა წლის 1 ოქტომბერს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ადამიანები ეგოისტები ვართ რასაც ჩვენ თავად აღმოვაჩენთ, რასაც თვითონ ამოვთხრით ის ყველაზე მეტად გვიყვარდება
ან უფრო მე ვარ ასეთი..
საყოველთაო ბესცელერები მძაგს, ნახევარი მსოფლიო რომ ირევა მათზე და გაუგებარია რატომ..
ჭილაძის გენია თავად აღმოვაჩინე აი ასე არავის უთქვამს როგორი გენიალურიც იყო... შეიძლება მაშინ ამისთვის ჯერ პატარა ვიყავი... მისი ტომეულები სულ ბოლო თაროზე იყო ჩალაგებული "დათა თუთაშხიას" გვერდით.
მაშინ მე-8 კლასში ვიყავი როცა "ვიპოვე" აქამდე უცნობი წიგნი, ჯერ არავის რომ არ ეთქვა წაიკითხეო

ჰოდა მეც წავიკითხე " ყოველმან ჩემმან მპოვნელმან " ერქვა და მიუხედავად იმისა რომ დიდი ვერაფერი ვერ გავიგე ასაკის სიმცირის გამო... მაინც იმხელა ემოცია იყო რომ რამდენიმე თვე ვფიქრობდი , ვწუხდი და ვღელავდი რომანის გმირებზე, როგორც ყველაზე ახლობელ ადამიანებზე ჩემი ცხოვრების...

მერე
მე-10 კლასში ვიყავი

სოფელში ვნახე ლექსების კრებული ... წიგნი ყდაში იყო ჩასმული ასე რომ ავტორის გაუგებლად დავიწყე მისი პოეზიის კითხვა...

რამდენიმე დღის მერე კი ყდა მოვხსენი და წავიკითხე ოქროსფერი ასოები " ოთარ ჭილაძე"
გამახსენდა და თავიდან დავიწყე ორი წლის წინ წაკითხული რომანის კითხვა...
მერე იყო "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" მერე "რკინის თეატრი" ბოლოს" გოდორი" შიგადაშიგ კრიტიკული წერილები და პუბლიკაციები...

მის პოეზიას რაც შეეხება აბსოლუტურად სულ სხვა კატეგორიაა... მახსოვს ყველაზე მძიმე გამოცდების წინ თავზესაყრელად რომ მქონდა მასალა წასაკითხი ყველაზე კრიტიკულ მომენტში ყველაფერს გვერდზე ვდებდი და მისი ლექსების კითხვას ვიწყებდი... რამდენიმე აუდიო ჩანაწერიც გავაკეთე მისი ლექსების კოლაჟის
მისი ლექსები სულ თან დამქონდა
ერთხელ ერთი კვირით ვათხოვე მეგობარს და ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს შვილი მიმებარებინოს სხვისთვის...
ის არ იყო ქართველი მწერალი, ის უბრალოდ მწერალი იყო საზღვრების გარეშე
მის ნაწერებს შეეძლოთ ბევრი წარმოდგენა, ხედვა შეეცვალათ. რეალობა დაენახებინათ და ამავე დროს უსაზღვრო ოპტიმიზმით აევსოთ..
მიკვირდნენ ადამიანები, რომელთაც არაფერი სმენოდათ მასზე- მეგონა ისინი აბსოლუტურად მოკლებულნი იყვნენ უნარს - ეგრძნოთ, ეგრძნოთ ისევე მძაფრად, ფერადად და თავბრუდამხვევად...
ამავე დროს კი საშინლად მშურდა მათი. მათ ხომ ამდენი ბედნიერება ჯერ კიდევ წინ ჰქონდათ.....
როგორ მიყვარდა მისი ყველა რომანი, ყველა ლექსი და უფრო მეტად იმიტომ რომ ცოცხალი იყო
ეს კი იმას ნიშნავდა რომ კიდევ უამრავი რამის დაწერა შეეძლო უამრავის.....
ოთარ ჭილაძე გახლდათ უკანასკნელი მწერალი, რომელიც მთაწმინდაზე დაიკრძალა.
ქართულ ინტერნეტ- სივრცეში მასზე საკმაოდ მწირი ინფორმაციაა სამაგიეროდ ასეთი ინფორმაცია უხვად მოიპოვება რუსულ ვებ-გვერდებზე ... shade :(

9 комментариев:

  1. ყველაზე კარგი პოსტი იყო, იმათ შორის, რაც მასზე წამიკითხავს :(

    ОтветитьУдалить
  2. ”მოდაში” შემოდის გარდაცვალების შემდეგ და ნერვები მეშლება :(

    ОтветитьУдалить
  3. ჭილაძის პროზის წაკითხვის შემდეგ ჩემს ხასიათში სერიოზული გადატრიალება მოხდა, ბევრ რამეზე დამაფიქრა. უდიდესი საჩუქარია მისი ნაწერები კაციობრიობისთვის.
    ვინც აღფრთოვანებული საუბრობს გამოჩენილ მწერლებზე და მათ გვერდით (თუ წინ არა)ჭილაძეს არ ყენებს, ჯობია გაჩუმდეს, რადგან ბევრი არაფერი ცოდნია. და სანამ უცხო ტომის მწერლებში დაიწყებენ ქექვას და სულიერი საზრდოს ძებნას, იქნებ არანაკლებ გენიის ადამიანი აქვე გვყავს და თვალების გახელა და ჭკუის დატანებაა საჭირო რომ აღიქვა და აღმოაჩინო

    ОтветитьУдалить
  4. ვგიჟდები! პირველივე სტრიქონებიდან შემიყვარდა ბეევრი წლის წინ და ყოველთვის ასე მეყვარება,ვიცი! და რაღაცნაირად ველოდები დროს, იმ მომენტს, როცა მივხდები, რომ მზად ვარ, ახლიდან გადავიკითხო მისი რომანები.
    ლექსები - გეთანხმები - ეს სხვა სამყაროა. მუდმივად თავში მიტრიალებს და პერიოდულად თითქმის "მაწუხებს" რაღაც სტრიქონები. ავიჩემებ რომელიმე ლექსიდან ნაწყვეტს და ტრიალებ, ტრიალებს თავში მთელი დღე, ხან მთელი დღეები.. და სწორედ გუშინ, ღამის 4 საათზე გადმოვიღე სამ ტომეულიდან ერთ-ერთი და ლექსებს ვკითხულობდი. კარგად ნაცნობს და ზოგს ისეთს, ღამე გაღვიძებულს რომ გახსოვს ზეპირად. რაღაცნაირად მომინდა, შევხებოდი წიგნს და თვალით კიდევ ერთხელ, წამეკითხა...

    ОтветитьУдалить
  5. ნან
    დიდი მადლობა
    კომპლიმენტისთვის
    :)))

    lalena

    ხო ეს " მოკვდა თუ არა ყველამ აცხონა" მეც ძალიან არ მომწონს
    მაგრამ იმედია სიკვდილის მერე მაინც წაიკითხავენ და დააფასებენ
    :)


    zvigena
    კარგი კომენტარი იყო
    ორივე ხელით გეთანხმები

    ally
    +1 შენს განცდებს...
    მეც ზუსტად ეგრე ვიცი მისი ფრაზების აკვიატება თვეებით...
    +)

    ОтветитьУдалить
  6. ,,gsase erti kaci midiodam'' da ,,rkinis teatrma'' tvini gadamibruna,mere isev gadmomibruna da mere ragac periodi sxva agaravis cakitxva agar mindoda,imdenad gavivse. . .

    miyvars :)
    da martla zalian kargi posti iyo :)

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)