26 октября 2009

როლი ბლოგროლისა



პაუზის შემდეგ გადავწყვიტე მაქსიმალურად სწრაფად ამეთვისებინა ქართულ ბლოგოსფეროში მომხდარი სიახლეები.

ერთ-ერთი ასეთი სასიამოვნო სიახლე გახლდათ

აღნიშნული საიტი საუკეთესო საშუალებაა ბლოგის რეკლამირებისთვის, განსაკუთრებით ეს ახალ ბლოგებს ეხება.


შევედი საიტზე და რაც პირველად მეცა თვალში და ნაკლებად მომხიბლა ეს იყო ინფორმაციის საშინელი სიუხვე - უამრავი ბლოგი, უამრავი ბლოგერი, უამრავი პოსტი.

თავიდან ცოტა გამიჭირდა ამ ინფორმაციის ზღვაში ნაცნობი ბლოგების მოძებნა მითუმეტეს რომ ბლოგროლის ლინკის ჩასმისას ბლოგლისტი წამეშალა და ახალი პოსტების მოლოდინში თითქმის მთლიანად მივები ამ საიტს.
ოდნავი შიშის მომენტიც არის.....

როდესაც ხარ შენთვის შენი საიტი მაქსიმუმ 50 ადამიანმა იცის.

გყავს შენი მუდმივად ერთგული მაქსიმუმ 15 მკითხველი და ამ ერთგული, საყვარელ, უპრეტენზიო, ყველაფრის მიმღებ და არაფრის გამკითხავ 15 მკითხველთან ერთად მშვიდად გადადიხარ დღიდან დღეზე უცებ გადიხარ ასეთ ფართო საზოგადოების წინაშე რომლებიც არ გიცნობენ, და არც არიან ვალდებულნი თუნდაც ერთი სიტყვა წაიკითხონ მითუმეტეს ასეთი არჩევნის არსებობის დროს.


თითქოს ზედმეტად ბევრი შრომა გჭირდება რომ ამდენ პოსტში არ დაიკარგო.

რაღაცით გამორჩეული იყო საიტზე სადაც წუთში ათობით პოსტი იწერება და უკვე აღარავის ახსოვს შენი ნახევარი საათის წინ ნაფიქრალ - დაწერილი.


მაგრამ მე მაინც დავრეგისტრირდი.


ახლა შევამოწმე მეილი და წერილები ვნახე რომ მკითხველებმა ჩემი ბლოგი ფავორტებში დაამატეს ავტომატურად გადავედი გვერდზე და პირველ ადგილას ჩემი ალქაჯი დავინახე წამოჭიმული. გამიკვირდა იმიტომ რომ პოსტი გუშინ დავწერე და ნუთუ ამის შემდეგ არავის არაფერი დაუწერია მეთქი? თურმე როდესაც მკითხველი აფასებს პოსტს აღნიშნული პოსტი ზემოთ იწევს.+)

ასე რომ ის ფაქტი რომ ჩემი ალქაჯი ასე ამაყად არის წამოჭიმული დამსახურებაა იმ 9 ადამიანის რომლებმაც ჩემი პოსტი დადებითად შეაფასა
როგორ მომწონს =)

სტიმულს გაძლევს კიდევ უფრო კარგად წერო


დიდი მადლობა ორგანიზატორებს...

დიდი მადლობა ყველას ვინც ჩემს ბლოგზე შემოვიდა...

დიდი მადლობა ყველას ვისაც ჩემი პოსტი მოეწონა...


დიდი მადლობა წინა პოსტის კომენტატორებს... =)

3 комментария:

  1. "თითქოს ზედმეტად ბევრი შრომა გჭირდება რომ ამდენ პოსტში არ დაიკარგო.

    რაღაცით გამორჩეული იყო საიტზე სადაც წუთში ათობით პოსტი იწერება და უკვე აღარავის ახსოვს შენი ნახევარი საათის წინ ნაფიქრალ - დაწერილი."
    არსებობენ ადამიანები, რომლებიც მაინც შემოვლენ და შემოდიან შენს ბლოგზე, რაც არ უნდა ცუდი პოსტი დაწერო. მაგალითად მე. ადამიანი, რომელსაც ყველანაირი პლუსი და მინუსი ფეხებზე ჰკიდია. :) :კისს:

    ОтветитьУдалить
  2. kate

    არსებობენ ადამიანები, რომლებიც მაინც შემოვლენ და შემოდიან შენს ბლოგზე, რაც არ უნდა ცუდი პოსტი დაწერო. მაგალითად მე. ადამიანი, რომელსაც ყველანაირი პლუსი და მინუსი ფეხებზე ჰკიდია. :) :კისს:


    vici
    da shen zustad im 15 kacshi moiazrebi
    romelebzec zemot mqonda laparaki
    :2kiss:

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)