
ბლოგი წაკითხვადი რომ იყოს საჭიროა საინტერესო თემები,
ან ჩვეულებრივი თემები დანახული არაჩვეულებრივად.
თუმცა ამ ყველაფერთან ერთად ასევე საჭიროა გრამატიკულად სწორი წინადადებები...
მართალია ერთ პოსტში მე აქტიურად ვამტკიცებ იმას რომ მთავარია პროდუქტი და არა შეფუთვა, მაგრამ შეფუთვაში გრამატიკა ნამდვილად არ მიგულისხმია
თანაც ყველას გვსიამოვნებს გრამატიკულად გამართული, სწორი და დალაგებული წინადადებების კითხვა ასეთი პოსტები როგორც წესი უფრო ადვილად და ლამაზად იკითხება...
მე პირადად ძალიან სწრაფად ვბეჭდავ და ასე ნაჩქარევად დაბეჭდილ ტექსტში რა თქმა უნდა ზედმეტად ბევრ შეცდომას ვუშვებ, - ზოგან ასოა გამორჩენილი, ზოგან სიტყვა, ზოგან წინადადება, ზოგან ტ წერია თ-ს მაგივრად ს შ-ს მაგივრად და ასე შემდეგ ანუ ძირითადად ისეთ შეცდომებს ვუშვებ რომელსაც მეორედ გადაკითხვის დროს ვერ ვამჩნევ და დიდად კირკიტიც მეზარება..
მოკლედ ბოდიში მინდა მოგიხადოთ ჩემი გაუმართავი ტექსტებისთვის და გაუწყოთ რომ ამიერიდან ეს ასე აღარ იქნება
რადგან ჩემს მიერ აღმოჩენილი იქნა გენიალური საიტი, რომელიც თქვენთვის შესაძლოა დიდი ხნის წინ იყო ცნობილი - ტექსტის გრამატიკულად გამსწორებელი საიტი
ანუ
- შედიხართ
- კრეფთ ტექსტს ქართულად, ან აკოპირებთ
- აჭერთ ღილაკს "შემოწმება"
- ქვედა ფანჯარაში წითლად გიჩვენებთ თქვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს...
ასევე თუ საქმე ეხება გრამატიკულ შეცდომას საიტი სიტყვაზე დაკლიკებით გიჩვენებთ ასევე მის სწორ ფორმას
მაგ: მე სულ ვწერ სიტყვას "ხოდა" და რაღა თქმა უნდა სწორი ფორმაა "ჰოდა"
მოკლედ ყველას გირჩევთ ამ საიტის გამოყენებას, განსაკუთრებით ბლოგერებს.
ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ ქართული ენის გადასარჩენად ქართული ჟურნალიზმის გადამკიდე ზედმეტად ცუდ გზას ადგას...
P.s. ერთადერთი მინუსი საიტის რომ დიალექტებს აღიქვამს სწორ ფორმად :D

მართლმწერის შექმნაში მონაწილეობდნენ
ОтветитьУдалитьმართლმწერის ლინგვისტური კონცეფცია ― ...
მართლმწერის ინფორმაციული არქიტექტურა
ამას რა ვუყოთ, საიტზევე რომ არის შეცდომა? მართლმწერა კი არა მართლწერა
ვაიმეეე,რა აკრგი საიტის მისამართი დადე.
ОтветитьУдалитьწერისას იმდენ შეცდომას ვუშვებ რომ ვკითხულობ გული მისკდება ხოლმე.