31 октября 2009

მირზა შაფი



ასე არასდროს არ მომწონებია არც ერთი პროექტი საქართველოში
ყველა შეამჩნევდით ამ ათასობით ბილბორდს მოხეტიალე ბოშებივით რომ არის მიბნეული ქალაქში რესტავრირებული და ჯერ დაუმთავრებელი პროექტებით.

თანაც ყველას დამთავრება რატომღაც 2013 წელს უკავშირდება :D

წარმოიდგინეთ რაოდენ პესიმისტი უნდა იყო ამ დროს 2012 წელს მსოფლიოს აღსასრულის რომ გჯეროდეს

ვიცი ბევრს არ მოსწონს ეს ახლად წამოწყებული პროექტები.

გეთანხმებით კიდეც, ბევრი უნიჭოდ დაგეგმილი და განუხორციელებელი რამ არის ბილბორდზე გაკრული.

შესაძლოა თბილისმა მართლაც ვერ მოიხდინოს ამდენი შუშის ცამდე აზიდული ბიზნეს ცენტრები.

მაგრამ ეს "ათას ერთი ღამის" ზღაპრიდან ამოხეულ ფურცელს უფრო ჰგავს, ვიდრე 2012 წლის თბილისს.....

მშვენიერია =)
არა...
უფრო ზუსტი ზედსართავი იქნებოდა


ზღაპრულია



არა ...
ქვეცნობიერად
ყოველთვის
ასეთ ქალაქში მინდოდა ცხოვრება.....

13 комментариев:

  1. ძალიან საინტერესო პროექტია და ძალიან კარგი გამოდის, თან რაც მთავარია ძველი იერსახე არ ეკარგება და თანამედროვესთან მშვენივრად მოდის ალიანსშ. ძაან საინტერესო სამუშაო ობიექტებია :)

    ОтветитьУдалить
  2. მაგარი უნიჭჴ ფოტოები აქვთ გამოკრული, მაგრამ მე ვგიჟდები ვიწრო თბილისურ ქუჩებზე დაბალ შენობებზე გადმოკიდულ აივნებზე, ასე, რომ ...

    ОтветитьУдалить
  3. კაპუჩინო6 ноября 2009 г., 16:08

    ვან გოგის Café Terrace at Night ჰგავს

    პატარა ქალაქებშია ასეთი ქუჩები. პატარა, მშციდ, წყნარ და ჩუმ ქალაქებში. დაუფიქრებლად გადავსახლდებოდი თბილისიდან.

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)