28 ноября 2009

ფრაზების წარმოშობის ისტორია 2, ანუ როცა მთა არ მიდის მუჰამედთან

დღეს შაბათია
ასე რომ ტრადიციულად :-.)
Image and video hosting by TinyPic

1."როცა მთა არ მიდის მუჰამედთან, მუჰამედი მიდის მთასთან!"

რეალური ისტორია: ისლამის დამაარსებელმა წინასწარმეტყველმა მუჰამედმა განიზრახა თავისი ღვთიური ძალის დემონსტრირება და მთას უბრძანა მასთან მისულიყო. როდესაც მთამ მისი ბრძანება არ შეასრულა მაშინ მუჰამედი თავად მივიდა მასთან და თქვა:"როდესაც მთა არ მიდის წინასწარმეტყველთან, ის თავად უნდა მივიდეს მასთან!"

აღნიშნული ფრაზით გამოიხატება რომ როდესაც ადამიანს რაიმეს მიღწევა სურს უნდა იმოქმედოს და არ უნდა დაელოდოს რომ ყველაფერი ასე თავისით მოვა

დამახინჯებული ისტორია: უფრო ხშირად გამიგია პირიქით "როდესაც მუჰამედი არ მიდის მთასთან, მთა თვითიონ მიდის მუჰამედთან" რაც გულისხმობს რომ როდესაც რამის მიღწევა გვინდა შეგვიძლია არ გავინძრეთ და ყველაფერი თავისით მოვა ჩვენამდე.

ახლოსაა ქართულ აზროვნებასთან

ასე რომ შესაძლებელია აღნიშნული ფრაზა ჩვენს მიერაც იყოს დამახინჯებული:P


2. "ჩაილურის წყალი დალია-ო"

იგივე ლეთას წყალი დალია, ლეთაში იბანავა - ყველამ დაივიწყა, წარსულს ჩაბარდა, დავიწყებას მიეცა.

მდ. ლეთა ქვესკნელის მდინარე

ჰომეროსის მიხედვით ლეთა იყო ჰადესის მდინარე, სადაც ბანაობდნენ მიცვალებულთა სულები სააქაო ცხოვრება რომ დავიწყებოდათ


Image and video hosting by TinyPic

მდ. ლეთა /river styx



3."მე მსოფლიოს მოქალაქე ვარ!" -ერთგვარი გათავისუფლება ყოველგვარი ვიწრო სახელმწიფოებრივი ინტერესებისგან და ამავე დროს ასევე დიდი ვალდებულებების აღება მთელი მსოფლიოს წინაშე.გვხვდება მისი მრავალი ვარიაციები

მაგ:მე დედამიწელი ვარ / დედამიწის მოქალაქე ვარ

ჩემი მისამართი საბჭოთა კავშირია :D u.a.

წარმოშობის ისტორია კი საკმაოდ მარტივია

ძველი ბერძენი ფილოსოფოსი დიოგენე დასმულ კითხვებზე მოულოდნელად და უცნაურად პასუხობდა ხოლმე

კითხვაზე რომელი ქვეყნის მოქალაქე იყო მან უპასუხა: "მე მსოფლიოს მოქალაქე ვარ"

მიიჩნევენ რომ დიოგენეს სულაც არ სურდა ესოდენ კოსმოპოლიტი ყოფილიყო. უბრალოდ მას სურდა თავი აერიდებინა მომაბეზრებელი კითხვისთვის ბუნდოვანი და გაურკვეველი პასუხით

თუმცა მოხდა ისე რომ მისი პასუხი შემდგომში ბევრმა ცნობილმა ადამიანმა გამოიყენა იმაზე ხაზგასასმელად რომ მისთვის ზოგადად კაცობრიობა უფრო მაღლა იდგა ვიდრე რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქეები.

4. "მარიონეტები "- ირონიულად ადამიანები რომლებიც საკუთარი ნებით ბრმად ასრულებენ სხვის დავალებებს

შუა საუკუნეებში მარიონეტებს უწოდებდნენ პატარა ფიგურებს წმ. მარიამის გამოსახულებით რომელთაც იყენებდნენ დასავლეთ ევროპაში გავრცელებულ რელიგიურ წარმოდგენებში, სწორედ აქედან წარმოიშვა მათი სახელწოდება მარიონეტი.

შემდგომში კი მარიონეტები დაერქვათ თეატრალურ თოჯინებს რომლებიც ძაფებით ან სხვა მექანიკური საშუალებებით იმართებოდნენ ფარდის უკან დამალული მსახიობებისგან.

Image and video hosting by TinyPic

23 комментария:

  1. მე მსოფლიოს მოქალაქე ვარ არ გამიგია :უსერ:

    ОтветитьУдалить
  2. კარგი პოსტი იყო ნამდივლად.
    სხვათაშორის მუჰამედის ისტორიის მაგვარი ბიბლიაშიც მახსოვს რომ არის. კერძოდ კი იწამდე და მთას გადადგავო თუ რაღაც ამდაგვარი.
    ისე რატომ იყვნენ აგდაკიდებულნი მთებს ნეტა?

    ОтветитьУдалить
  3. მხოლოდ ბოლო ვიცოდი, ანუ ძალიან კარგი პოსტი იყო და ბევრი რამ (ნუ 3) გავიგე.
    მადლობა ამისთვის ;)

    ОтветитьУдалить
  4. ჩვენ რაც გვინდა იმას რომ ველოდოთ იმის იმედით თითქოსდა ”მთა” მოვა ჩვენამდე, მაშინ სურვილები ჩაილურის წყალს დალევენ და მერე იძახე რამდენიც გინდა მსოფლიოს მოქალაქე ვარო, სინამდვილეში კი ”მარიონეტებად” ვიქცევით”. :)

    ОтветитьУдалить
  5. "ჩაილურის წყალი დალია-ო"

    ამას სხვა ისტორია აქვს :) ლეკიანობის დროს,ლეკები საქონელს რომ მოიტაცებდნენ, თუ მოასწრებდნენ საქონლის მდინარე ჩაილურზე გადაყვანას, იქით უკვე მაგათი ტერიტორია იყო და საქონელი უკვე დაკარგული გამოდიოდა. :)

    გლეხები ამბობდნენ "ჩვენმა საქონელმა უკვე ჩაილურის წყალი დალიაო" და მაქედან დამკვიდრდა :)

    ОтветитьУдалить
  6. რა "საქონლური" ტავტოლოგია გამომივიდა, ვსწრაფობდი და მომიტევეთ :)

    ОтветитьУдалить
  7. ჰო, ჩაილურზე მეც იგივე გამიგია. :)

    კარგი პოსტი იყო. :)

    ОтветитьУдалить
  8. ჯორჯ პაიკი
    :D
    :)))

    მჩხაპნელი
    domen
    საინტერესო ისტორიაა
    თან შეიძლება ითქვას უფრო რეალურიც
    თუმცა ზემოაღნიშნული ისტორია ლეთაზე მითოლოგიურ ლერქსიკონში ამოვიკითხე და საწრმუბნოდ მივიჩნიე
    მადლობთ :)

    ОтветитьУдалить
  9. მუჰამედზე მომეწონა ძალიან, არ ვიცოდი სხვათა შორის.....

    ОтветитьУдалить
  10. muhamedze mec piriqit vicodi anu roca muhemedi ar midis mtastan mta midis muhamedtan rac ra tqma unda uazrobaa

    ОтветитьУдалить
  11. chailuris wyalze mec egre gamigia
    tumca sheizleba orive versia swori iyos.
    frazebi xom zepirsityvierebis nawilia
    da zepirsityvierebis sawyisis povna cota rtulia

    ОтветитьУдалить
  12. ragac rtulad gadmoveci chemi azri
    imedia gaiget
    :D

    ОтветитьУдалить
  13. ragac rtulad gadmoveci chemi azri da
    imedia gaiget

    ОтветитьУдалить
  14. I enjoyed reading your blog. Keep it that way. efohcgpbzwgsvxvy

    ОтветитьУдалить
  15. replica ysl bags australia this contact form e3q65g9p52 replica bags philippines replica bags joy gucci replica handbags x4d70z1w52 replica bags china replica chanel bags ebay here q6p65m2g20 replica bags in dubai

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)