"დამირეკე რაღაც ძალიან მაგარი
ამბავი უნდა გითხრა"
ვინც მიცნობს წამის მეასედში შეუძლია იმის წარმოდგენა რა სისწრაფით ვეცი ტელეფონს
როგორ ავკრიფე ნომერი
რა სახით ველოდი როდის მიპასუხებდნენ ქალაქის მეორე ბოლოდან საიდანაც უნდა ეთქვათ რაღაც ისეთი რაც დედამიწას ბრუნვის მიმართულებას შეაცვლევინებდა
:-.)

კელერი ამბობდა: "როდესაც ბედნიერების ერთი კარი იკეტება, მეორე აუცილებლად იღება, მაგრამ ჩვენ იმდენ ხანს ვუყურებთ დახურულ კარს, რომ ვეღარ ვამჩნევთ იმ ერთს რომელიც გაიღო ჩვენთვის."-ო
მე კი ვფიქრობ რომ როდესაც კარი იკეტება, ის შემდეგ მეორედ აუცილებლად იღება, თუმცა ჩვენ იმდენად სწრაფად ვაქცევთ ზურგს დახურულ კარს რომ ვეღარ ვამჩნევთ მის მეორედ გაღებას....
ამიტომ საჭიროა რომ იმ კარში ვიღაც გელოდეს
ვიღაც, ვისაც შენი იქ ყოფნა გაახარებს....ვიღაც ვინც გაგაფრთხილებს რომ კარი გაიღო....
მეორედ გაიღო...
მეორედ კარი კი ყოველთვის იღება თუ შენ ნამდვილად იცი რომ სწორედ ამ კარში გინდა შესვლა.
ვერ ვწერ
:-.)