05 ноября 2009

ვაჩვენოთ ეს ფილმი მსოფლიოს

"არა აქვს მნიშვნელობა იცინის თუ ბრაზობს
ფილმის ყურებისას მაყურებელი,
მაგრამ თუ მან ერთხელ მაინც დახედა საათს
ე.ი. შენ წააგე."

(c)პედრო ალმადოვარი
...........................................................
...........................................
ერთხელ მაინც?
წამებს ითვლიდა ხალხი
მე კი სრულიად ბუნებრივად მქონდა იმის მოლოდინი, რომ დასასრულს ტაშს დაგვიკრავდნენ, მადლობას გადაგვიხდიდნენ და გასასვლელში სამახსოვრო მაისურებს დაგვირიგებდნენ წარწერით:
"თბილისური love story - მე ამას გავუძელი"
..................................................
.........................................
ჟანრი - თითქოს მხატვრული, მაგრამ შეიძლება დოკუმენტურიც, რადგან სცენებსა და სცენებს შორის უდიდესად დახვეწილი უნიჭოებით იყვნენ "ჩატენილი" ფილმის შემოქმედი 12 რეჟისორი, პროდუსერი, ფინანსისტი, ფსიქოლოგი, ოპერატორი, მძღოლი ... და სხვა რიგითი გამვლელები, რომლებიც იმდენად დეტალურად გვიხსნიდნენ ფილმის თითოეული სცენის შინაარს, რომ ან ჩვენ ვეგონეთ უაღრესად დებილები, ან თავიანთი შედევრი ეგონათ იმდენად ზეგენიალური, რომ დეტალური ახსნის გარეშე ჩვეულებრივი მოკვდავნი ვერ ჩავწვდებოდით.
რაც ყველაზე მთავარია ამ დეტალური ახსნების მერე მიდიოდა იგივე სიუჟეტი რაზეც უკვე 20 კაცმა ილაპარაკა, ასე რომ დარბაზში სრულიად სამართლიანად მუსირებდა აზრი:

"ან ფილმი გაუშვით, ან ეს ხალხი მაინც გააჩუმეთ!"

ჩაფიქრებული კომედიად, იდეაში ფანტასტიკაც, რეალურად კი გამოუვიდათ სრულიად ახალი სიტყვა კინემატოგრაფიაში. ამ ფილმით პრაქტიკულად საფუძველი ჩაუყარეს სრულიად ახალ ჟანრს- მარაზმული.

რეჟისორი - ყველა, ვინც ზედმეტი 100 $ იშოვა და განაცხადა: "მომბეზრდა უსაქმურობა, მოდი ფილმს გადავიღებ!"

მსახიობები- სრული სპექტრი. ყველაზე მეტად ამ ფილმში კავსაძის, ბერიკაშვილის, ყიფშიძის გამოჩენა არ მომეწონა. ასეთ ხალხს ელემენტრალურად არც უნდა აკადრო და არ უნდა შესთავაზო ამ უნიჭობაში მონაწილეობის მიღება.

სცენარი- თავისუფლად დაეტეოდა 1 თაბახის ფურცელზე.
დამრჩა შთაბეჭდილება რომ სცენარი piczo-ს საიტიდან იყო აღებული, არც შევმცდარვარ აი ნახეთ

მგრძნობიარე თინეიჯერის მიერ დანახული თბილისური რეალობა.

შინაარსი- შემთხვევითი ორსულობა, ბიჭის აფექტში ჩავარდნა, მარნეული, ჯადო, ნარკოტიკები

თემა- ყელში ამოსული- ნარკოტიკები, კაი ბიჭები, დებილი გოგოები.

იდეა- აბა გამოიცანით ...
......................................................................................................
მიზანი- ფილმის საერთაშორისო ფესტივალებზე გატანა.

ჩემი გადაწყვეტილება- ზემო პუნქტიდან გამომდინარე გადავწყვიტე ჩემი ნოკიათი გადაღებული ვიდეოები დავამონტაჟო და საერთაშორისო ფესტივალი თუ არა ამის მერე "რუსთაველს" უკვე მორალური უფლება აღარ აქვს რამე დაიწუნოს.

პრობლემა- ერთი პერიოდი საქართველოში ყველა მღეროდა ვისაც პირის გაღება არ ეზარებოდა დღეს კი ყველა ფილმს იღებს ვინც კამერა იშოვა.-> იმ მომღერლებმაც ძირითადად ფილმში დაიწყეს გადანაცვლება
...........................................................
........................................................................
რჩევა: მე რომ ხელოვანი ვყოფილიყავი და საქართველოში მეცხოვრა, ვერც გავბედავდი რაიმე ნაკლებად ხარისხიანის გაკეთებას, საქართველოში ხომ ყველა ექსპერტია თანაც ყველაფრის
................................................
P.S. და ბოლოს,

ვაჩვენოთ ეს ფილმი მსოფლიოს - იქნებ დაგვეხმარონ.

9 комментариев:

  1. საერთოდ გამიქრა (ისედაც არ მქონდა) სურვილი ამ ფილმის ნახვის :)))))))

    ОтветитьУдалить
  2. არ შეიძლება ყველას ვისაც მოუნდება ასე ფილმების გადაღება დაიწყოს, მითუმეტეს რომ აშკარად იგრძნობა ფილმში არა კვალიფიციურობა.

    ОтветитьУдалить
  3. მარაზმული - ახალი მიმდინარეობა არ უნდა იყოს. "ყველაფერი კარგად იქნება" ამ ჟანრის საუკეთესო მაგალითია.

    ერთუჯრედიანი ფილმია. თუ საერთოდ, ამას ფილმი შეიძლება ეწოდოს.

    არ დაგვეხმარებიან. დაგვცინებენ. თან მწარედ.

    ОтветитьУдалить
  4. ფილმს რომ თბილისური ლავ სთორი რომ ერქმევა და 12 რეჟისორი რომ ეყოლება და მიდიხარ :D სხვას რას უნდა ელოდებოდე?



    თქვენი გამკვირვებია :D

    ОтветитьУдалить
  5. ლალენა

    ნამდვილად არ უნდა წახვიდე თუ სანიძლეო არ წააგე რამე

    Анонимный

    პირიქით 12 რეჟისორის მიერ გადაღებული ფილმი
    ანუ 12 სხვადასხვა ხედვა ზოგადად საინტერესოა
    თან PR კარგი ჰქონდა

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)