07 ноября 2009

ჯადოქრის ოცნება?!



იმ პერიოდში რაც მე საეჭვოდ გახლდით გაუჩინარებული
ბევრი რამ მოხდა ბლოგოსფეროში.
მაგ: ცნობილი ოცნებობის მარათონი რომელიც საოცარი სისწრაფით მოედო ბლოგებს და ყველაზე ანტიმეოცნებე ბლოგერებიც კი აიყოლია...

ბევრი ოცნება წავიკითხე ... აი ასე თავხედურად, მოურიდებლად და უხეშად ყველას სულში მოვახერხე თითქოს შეღწევა, თუმცა ისევ და ისვე მათი სურვილით და ერთი რამ დავასკვენი უფრო სწორედ კი ორი:

1. ყველას თითქმის ერთი და იმავე რამ სურს და ეს ერთი და იმავე რამ ყოველთვის რატომღაც სახლით იწყება... თუმცა რაღა რატომღაც? ალბათ ლოგიკურიც არის ჯერ უნდა გქონდეს სახლი, სადაც მერე ყველაფერი იქნება ალბათ

2.რატომღაც თითქმის ყველა წაკითხული ოცნება ჩემთვის სურვილებად იქნა აღქმული.

ჩემი მოკრძალებული აზრით ოცნება რომლის ახდენაც შესაძლებელია არ არის ოცნება.
ჩემთვის ოცნება ეს უფრო არარეალური ფანატიზმის სფეროში გადადის
ანუ იმჰო შეცდომაა - "მე ვოცნებობ სახლზე"
სწორია - "მე მინდა მქონდეს სახლი"
სახლი ამ შემთხვევაში მხოლოდ მიზანია... რომლის მიღწევაც შესაძლებელია თუ ეს სახლი მაინცდამაინც სხვა პლანეტაზე არ გინდა რომ გქონდეს.
ჰუჰ





რაც მე შემეხება, მე მხოლოდ ერთი რამ მსურს, უფრო სწორედ კი მე მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს, რომლის ახდენაც ყველა სუბიექტური და ობიექტური ფაქტორით გამორიცხულია და ექვემდებარება კატეგორიას გრიფით "შეუძლებელია".

რაც სხვა სურვილებს, გნებავთ ოცნებებს შეეხება მაგ: სახლი , მანქანა და სხვა მატერიალური ფასეულობანი ესენი იმ უზენაესს ოცნებასთან შედარებით იმდენად უმნიშვნელოა რომ სახსენებლად არც კი ღირს.


ბოლოსკენ კი...

ყველა ბლოგერს და არა მარტო ბლოგერს გისურვებთ დაწერილი და არა მარტო დაწერილი ოცნებების ახდენას.


=)

12 комментариев:

  1. [quote]ბოლოსკენ კი...

    ყველა ბლოგერს და არა მარტო ბლოგერს გისურვებთ დაწერილი და არა მარტო დაწერილი ოცნებების ახდენას.


    =) [/quote]
    მადლობ ^^

    ОтветитьУдалить
  2. სახლი მე ავადმყოფობად მაქვს ქცეული უკვე :(

    სახლისახლისახლი

    ОтветитьУдалить
  3. ეჰ, უნივერსიტეტის ნორმალური დეკანატი უკვე ოცნების სფეროდ იქცა :( :D

    ОтветитьУдалить
  4. ზუსტად ერთი საათია ვიმყოფები აქ:) ამ ოცნებებში მეც სახლი მეწერა პირველად. სახლი სადაც როცა მომინდება მაშინ გავრეცხავ ჭურჭელს.სასიამოვნო იყო შენს ბლოგზე ხეტიალი,ბევრი საინტერესო რამ წავიკითხე

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)