
TOP 5
5. არწივების
სულ მეშინოდა არ მოვეტაცე არწივებს.რაში ვჭირდებოდი ვერ გეტყვით, მაგრამ მახსოვს სოფელში ყოფნისას რა გულდასმით ვემალებოდი მათ.
4.უმიზნობის (კი, ნამდვილად მძიმე ბავშვობა მქონდა)
5 წლის ვიყავი როცა მკითხეს რა მინდოდა გამოვსულიყავი და აღმოჩნდა რომ მე არ ვიცოდი რა მინდოდა გამეკეთებინა მომავალში მერე დიდხანს ( სკოლაში შესვლამდე) მეშინოდა რომ ვერც ვერასდროს ვიპოვიდი ამ კითხვაზე პასუხს და მთელი ცხოვრება ასეთი უმიზნო ცხოვრება მექნებოდა.
3. ესკალატორების
პანიკურად
სულ მეგონა რომ ვერ მოვასწრებდი გადახტომას და ესკალატორის კბილანები ჩამითრევდა
2. დაკარგვის
ჩემს ბავშვობაში ესეთი ცნობილი მითი არსებობდა თუ ობობას მოკლავდი სახლის გზას სამუდამოდ დაკარგავდი.
ასე რომ ეზოში თამაშის დროს სულ ვფრთხილობდი შემთხვევით მაინც არ მომეკლა ობობა რადგან მეშინოდა რომ მერე ვეღარასდროს მივაგნებდი სახლს, რომელიც ზუსტად ჩემს წინ იდგა და არსად არ აპირებდა წასვლას თურმე.
1.ოთახი
საშიში და იდუმალი ოთახი ჩემს სახლში.
ყოველთვის როცა იმ ოთახში რამის წამოსაღებად მაგზავნიდნენ ვცდილობდი არ წავსულიყავი: "მე იქ ვერ შევალ მეშინია"
როცა მეკითხებოდნენ რისი ერთიდაიმავეს ვპასუხობდი:
"იმ ქალის ოთახში რომ კიდია ", როგორც შემდგომში გაირკვა ის ქალი ლეონარდო დავინჩის მონა-ლიზა იყო და დიდი ხანი მეგონა რომ ის საბედისწერო ოთახი ჩვენი კი არა მონა-ლიზასი იყო რადგან ოთახში შესვლისას ყოველთვის ისე მიყურებდა თითქოს რამის გაფუჭებას ან მოპარვას ვცდილობდი.
სხვათაშორის ეს შიში არც შემდეგ გამნელებია
ახლაც კი როდესაც სადმე ამ შედევრს მოვკრავ თვალს მახსენდება როგორი კრძალვით ვუყურებდი ოთახში შესული სურათს და ლამის მეკითხა შეიძლება შემოვიდე ქალბატონო ლიზა?
N 2
-mona-lisa-(small).jpg)
P.s.ვთაგავ ყველას ვისაც ბავშვობის შიშების გახსენება მოესურვება
მე მეშინოდა ამ ნახატის http://i020.radikal.ru/0903/8a/6c72a0e394da.jpg თან საშინლად , მეგონა სადაცაა თვალებს დამიბრიალებდა. თან ეს ორი სოკოც შხამიანი იყო.
ОтветитьУдалитьЭтот комментарий был удален автором.
ОтветитьУдалитьაუ წამეშალა :(((
ОтветитьУдалитьandy_ ზუსტად მაგ სურათის მეშინია დღემდე ისტერიულად :|
ver shevdivar samwuxarod mag linkze
ОтветитьУдалить;(