22 ноября 2009

"სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული", - ანუ ფრთიანი ფრაზების წარმოშობის ისტორია



1."ნიანგის ცრემლები"- გადატანითი მნიშვნელობით - მოჩვენებითი, მლიქვნელური, ყალბი, არაგულითადი ცრემლები, სინანული

წარმოშობის ისტორია
ძველად ნიანგი ითვლებოდა საშიშ და იდუმალ არსებად, მას სწირავდნენ მსხვერპლს, მის ჩვევებზე ყვებოდნენ საინტერესოდ საშიშ ისტორიებს. ძველი ბერძენი ზოოლოგი ელიანი თავის ნაწარმოებში ცხოველებზე წერდა რომ ნიანგი არის ძალიან ეშმაკი და ვერაგი არსება ის პირში იგროვებს წყალს და ღვრის მას იმ ბილიკებზე საიდანაც ადამიანები და ცხოველები ჩადიან მდინარეში, რათა მათ ფეხი დაუცურდეთ და დაეცნენ. ამ გზით იგი მახეში აბავს მსხვერპლს და ჭამს მას.
ამბობდნენ იმასაც რომ ნიანგი დასტირის თავის მსხვერპლს - ჭამს მას და თან ღვრის ცრემლებს.

როგორც მეცნიერებმა შემდგომში დაადგინეს ნიანგის ცრემლები დაკავშირებულია მის ფიზიონომიასთან. როდესაც ნიანგი დიდი მასშტაბის მსხვერპლს ყლაპავს იგი აწვება მის საცრემლე ჯირკვლებს, აღიზიანებს მათ და ამით არის გამოწვეული ასრე რიგად გავრცელებული ფრთიანი ფრაზა - ნიანგის ცრემლები


2. "დათვური სამსახური "- ირონიულად - გულითადი, მაგრამ არაგონივრული, სულელური სამსახური, რომელსაც უფრო მეტი ზიანი მოაქვს ვიდრე სარგებელი

გამოთქმა მოდის ი.კრილოვის იგავიდან "მეუდაბნოე და დათვი" იგავში მოთხრობილია თუ როგორ სურდა დათვს მოეშორებინა ბუზი მისი მეგობრის შუბლიდან და ამისათვის მას თავში ქვა ჩაარტყა.


3. "იოტისოდენა "- მცირეოდენი, მცირე მნიშვნელობის, უმნიშვნელო.
(ბავშვობაში მეგონა რომ გამოთქმა უკავშირდებოდა იოდს :D)

იოტა- ბერძნული ანბანის ასო.
ხშირ შემთხვევაში ის არ იწერებოდა და მხოლოდ პატარა ხაზად გამოისახებოდა სხვა ასოების თავზე.
იოტისოდენა როგორც უმნიშვნელოს გამომხატევლი ტერმინი აქტიურად გავრცელდა პროზაში -> "იოტისოდენა შრომაც არ გაუწევია." "იოტისოდენადაც არ განელებია გრძნობა." u.a.



4." "აი სად ყოფილა ძაღლი ( ძაღლის თავი ) დამარხული!!!"
გამოთქმა გამოიყენება რაიმე თავსატეხის ამოხსნის, გამოცანის გამოცნობის დროს

წარმოშობის ისტორია:
მე-16 საუკუნეში გერმანიაში ცხოვრობდა ერთი მეომარი რომელსაც ყავდა ძაღლი, რომელმაც ერთხელ თავისი პატრონი სიკვდილს გადაარჩინა. როდესაც ძაღლი მოკვდა მადლიერმა პატრონმა იგი დამარხა და მისი საფლავთან მდიდრული ძეგლი დადგა.
ყველა კუთხიდან მოდიოდა ხალხი რათა ენახათ ძაღლის საფლავზე დადგმული მდიდრული ძეგლი
ცნობისმოყვარეები ეკითხებოდნენ ადგილობრივებს "სად არის დაფლული ცნობილი ძაღლი", ხოლო როდესაც ისინი მათ ძაღლის საფლავს აჩვენებდნენ მოგზაურები რომელთაც დიდი გზა ჰქონდათ გამოვლილი ძაღლის საფლავის სანახავად სიხარულით შესძახებდნენ" " აი თურმე სად ყოფილა ძაღლი დამარხული!"





:D
to be continued.....

13 комментариев:

  1. მშვენიერია, მშვენიერი!
    ეგრე გააგრძელე და მალე ლინგვისტუსს კონკურენტი გამოუჩნდება :))

    ОтветитьУдалить
  2. უი არა
    ლინგვისტუსს ნამდვილად ვერ გავუწევ კონკურენციას
    მაგრამ თემის გაგრძელებას ვაპირებ
    :)

    ОтветитьУдалить
  3. yoveltvis mainteresebda zaglis tavis damarxvis ambavi
    turme saidan wamosula

    ОтветитьУдалить
  4. ძალიიან კარგი პოსტი იყო :)
    მიყვარს ასეთი პოსტები :)

    ნიანგის ცრემლები მართლა არ ვიცოდო. დათვური სამსახური კი :)

    ОтветитьУдалить
  5. kaia მადლობა.

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)