20 ноября 2009

ნაფიცი მსაჯული

ძნელი სათქმელია რისი თქმა უნდოდა სახელმწიფოს საზოგადოებისთვის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებით. ალბათ ამის: "არ მოგწონთ ჩემს მიერ განხორციელებული მართლმსაჯულება? მოდით და განახორციელეთ იგი თავად!"
უფრო უხეშად რომ ვთქვათ ამას სახელმწიფოს მხრიდან ხელის დაბანა და მთელი ტვირთის 12 კაცისთვის გადაკისრება ეწოდება.

ჩემი მოკრძალებული აზრით ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ნიშნავს, რომ:
1. თქვენ შეგიძლიათ ჩაიდინოთ ნებისმიერი ქმედება, რომელსაც თქვენი 12 თანამოქალაქე არ მიიჩნევს დანაშაულად.

2. პროცესს მოიგებს მხარე, რომელიც უფრო მეტ ზემოქმედებას მოახდენს მსაჯულებზე. პროკურორის უპირატესობა აქ აშკარაა, რადგან ის ხომ პირსისხლიან მკვლელს უყენებს ბრალს, თავი ადვოკატმა იტეხოს იმის დასამტკიცებლად რომ პირსისხლიან ნადირს კი არა გაუგებრობის მსხვერპლს იცავს.


შესაბამისად ყველაფერი ადვოკატის გაქანებაზე, კვალიფიკაციაზე და ანაზღაურებაზეა დამოკიდებული და ვინაიდან მაღალკვალიფიციური= მაღალანაზღაურებადს ნებისმიერი ადამიანს შეიძლება მივარტყათ დამნაშავის იარლიყი და განუსაზღვრელი დროით გავაქანოთ ციხეში მხოლოდ იმიტომ რომ მაღალკვალიფიციური a.k.a მაღალანაზღაურებადი ადვოკატის დაქირავება ვერ შეძლო.




"მისი ჰალსტუჰი ზედმეტად ცისფერია,
ამიტომ მე ხმას მეორეს სასარგებლოდ მივცემ"


3. საერთოდ გაუგებარი ხდება მოსამართლის როლი.


პროცესში იგი ისედაც მხოლოდ ობიექტური დამკვირვებელია ანუ კაცი რომელსაც არაფერი ადარდებს, ზის პალმის ქვეშ, ეწევა ჩიბუხს, უსმენს მხარეებს და ბოლოს გამოაქვს გადაწყვეტილება მხარეთა ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით. 2010 წლიდან კი ამ გადაწყვეტილებას შემთხვევითი პრინციპით შერჩეული 12 კაცი მიიღებს


Image and video hosting by TinyPic

"-თქვენ, შემთხვევით, მსაჯულები ხომ არ ხართ?
-არა, ჩვენ შემთხვევითი ბრალდებულები ვართ!"

ანუ მოსამართლე ისევ პალმის ქვეშ რჩება, ისევ ჩიბუხით ხელში, ისევ არაფერი არ ანაღვლებს...... გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგე მადლობას უხდის ნაფიც მსაჯულებს მართლმსაჯულების განხორციელებისთვის და მიდის სახლში.... და მე მომიტევეთ რომ მოსამართლის როლის ასეთ დაკნინებას კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად მივიჩნევ.

4. ადვოკატებმა, პროკურორებმა, მოსამართლეებმა და პროცესში მონაწილე ყველა იურისტმა უნდა დაივიწყოს ისეთი რთული სიტყვები როგორიცაა: პრეზუმფცია, ინკრიმინირებული, დასაბუთებული ვარაუდი, საფუძვლიანი ეჭვი. არ ილაპარაკოს კანონის ენით, თავიდან ამოიგდოს ტერმინოლოგია რომელიც შეიძლება გასაგები არ აღმოჩნდეს მსაჯულთათვის,ანუ დაივიწყოს ყველაფერი რის სასწავლადაც უამრავი დრო, ენერგია და ფული დახარჯა რადგან პრინციპი- არ მესმის არ გისმენ! - დაუმარცხებელია.


"დავიმახსოვროთ!
ვისაუბროთ ნელა
გავუღიმოთ მსაჯულებს
გვერდი ავუაროთ ფაქტებს
და სამართალს"


P.s.
და ბოლოს, სურათი რომელიც ალბათ ყველაფერს ამბობს
აქ აღწერილია ამერიკელი ნაფიც მსაჯულთა აზრები
თუმცა თუ თქვენ ფიქრობთ რომ საქართველოში სამოქალაქო განათლება იმდენად მაღალია რომ ქართველ მსაჯულებს მსგავსი აზრები არ დაებადებათ ვიდაოთ კომენტარებში


15 комментариев:

  1. პოსტში სპეციალურად არ შევეხე ცნობილ პრობლემას რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა ყველას იცნობს და ა.შ.
    რადგან აღნიშნული უაღრესად მენტალურ პრობლემად მიმაჩნია
    თუმცა ვინაიდან მენტალური პრობლემები ასე უცებ არ გვარდება მითუმეტეს საქართველოში
    აღნიშნული პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება
    :)

    ОтветитьУдалить
  2. ზოგადად ვფიქრობ რომ ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართელოა ნაფიცი მსაჯულები არის ძააალიან დიდი შეცდომა.

    ვიღაცის ვირაცა ყოველთვის გამოიძებნება.

    ОтветитьУдалить
  3. mtlianad nafic msajulta instituts ewinaagmdegebi tu mis saqartveloshi shemogebas?

    ОтветитьУдалить
  4. რატომაა მოსამართლის როლი გაუგებარი?

    მსაჯულები წყვეტენ მხოლოდ ბრალეულობის საკითხს, მოსამართლე კი სასჯელს უფარდებს.

    ОтветитьУдалить
  5. sandro
    მთლიანად მსაჯულთა ინსტიტუტს
    :)
    მითუმეტეს საქართველოში

    dvorsky
    სასჯელს უფარდებს
    ისიც მსაჯულთა რეკომენდაციით.

    მსაჯულები აძლევენ რეკომენდაციას დამამძიმებელი თუ შემამსუბუქებელი სასჯელი ეკუთვნის ბრალდებულს.
    ძირითად როლს ასრულებენ მსაჯულები.
    მოსამართლის როლი უმეტესად ფორმალურია
    ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით

    angeldilo
    დიდი მადლობა

    ОтветитьУдалить
  6. ნაფიც მსაჯულების ინსტიტუტი ზოგადად არ მომწონს, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ვფიქრობ რომ გამართლებულია მისი შემოღება...

    ОтветитьУдалить
  7. "ზის პალმის ქვეშ, ეწევა ჩიბუხს" - კერესელიძის სკოლა მეცნობა! ;) ყოველთვის ნაფიც მსაჯულებზე როცა ჩამოვარდება საუბარი, მიუზიკლი "ჩიკაგო" მახსენდება, თავის ჭკუაზე რომ დაარბენინებს რიჩარდ გირის გმირი! მოსამართლე კი ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პალმის ქვეშ კი არა, საერთოდაც ტყემალზე ზის!

    ОтветитьУдалить
  8. ჩიკაგოსთან ძალიან კარგი შედარებაა
    ადვოკატი რომ ეუბნება შოუ უნდა მოვაწყოთ მხოლოდ ეგ არის რა:)

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)