17 ноября 2009

just

ბოლო დროს ჩემ ცხოვრებაში ისეთი შემაშფოთებელი სიმყუდროვე, სიმშვიდე და ჰარმონია შეიმჩნევა, როგორც "მცირე ჰოლანდიელთა"ტილოებზეა აღწერილი.

ვკითხულობ გამსახურდიას აღმაშენებელს
ვუყურებ House M.D. season 1
დავდივარ კინოში
თავისუფალ დროს უნივერსიტეტშიც

მაგისტრატურა დიდებული რამ არის
გასწავლიან იმას რაც უკვე გასწავლეს, მაგრამ მხოლოდ იმას რაზეც ადრე ყურადღება არ გაუმახვილებიათ მხოლოდ იმიტომ რომ მაგისტრატურაში მერე აღარაფერზე დარჩებოდათ ყურადღება გასამახვილებელი :D


მოკლედ იმდენად არკადიული მყუდროება სუფევს რომ საცაა უნდა დაიქუხოს.
ქუხილი მოსალოდნელია, მაგრამ მომაბეზრებელი
ივნისს აქეთ ქუხს...

და ივნისს აქეთ ვფიქრობ რომ სხვაგან მინდა, სხვა სიმშვიდეში რომელიმე მიყრუებულ სოფელში მანქანით მისასვლელი გზაც რომ არ ექნება
პატარა სახლი დიდი ბუხრით და ჩემი წიგნებით



დიდხანს კი არა

მხოლოდ ზამთარში

გაზაფხულამდე

მერე აპრილიც მოვა

ჭეშმარიტად ჩემი ახალი წელი:)

14 комментариев:

  1. მოკლედ, ისეთ ჰარმონიულ ღრუბელზე ზიხარ, რომ შეგიძლია ფეხები ერთმანეთზე გარდააწნა და მედიტაციას მიეცე. ძია ნირვანაც მალე გამოივლის და ხელს დაგავლებს :)))

    ОтветитьУдалить
  2. იგრძნობოდა :) კაია :)

    ОтветитьУдалить
  3. sxvatashoris maseti periodi roca midgas, dzalian meshinia rame cudi ar moxdes mere :D

    ОтветитьУдалить
  4. getanxmebi :) ise umagresi blogi gaqvs da chemtanac shemoo

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)