30 декабря 2009

დააბიჯეთ ვეფხვს კუდზე ანუ 2010 წლის მთავარი დევიზები

შორენაზე უნდა მეჭორავა, მაგრამ გოზინაყის სუნმა მიმახვედრა რომ ახალი წელი მოდის ასე რომ 2009 წელზე ვიჭორავებ.
ჩინური კალენდრის მიხედვით ვეფხვის წელი მოდის.
როგორც ამბობენ ვეფხვი და წინა წლის მბრძანებელი ხარი დიდად ვერ უგებენ ერთმანეთს ასე რომ ასტროლოგები გვირჩევენ ახალ წელს ძალიან არ ვაქოთ ძველი წელი. უბრალოდ მადლობა გადავუხადოთ მას და შევეგებოთ ვეფხვს.
2008, 2009 წელი ანუ ვირთხის და ხარის შრომის წელი იყო
ვირთხის წელში წარმატებას ის მიაღწევდა ვინც ვირთხასავით თავდაუზოგავად იშრომებდა ხარის წელში კი წარმატება მას ხვდებოდა წილად ვინც ხარივით რქებით მიაწვებოდა.

აი ვეფხვი კი სულ სხვა საქმეა...
ჩინურ წინასწარმეტყველებათა წიგნში წერია:


"დააბიჯეთ ვეფხვს კუდზე და ის არ გიკბენთ, წინ წარმატება
გელით"


ეს კი იმას ნიშნავს რომ 2010 წელს წარმატების ფორმულა გარისკვაში, თამამი, ექსპრომტული გადაწყვეტილებების მიღებაში მდგომარეობს.
გარდა ამისა...
ვეფხვი მარტოხელა მონადირეა
ასე რომ


გარისკეთ მარტომ, მხოლოდ საკუთარი
პასუხისმგებლობით

wow! რამდენიმე საათიც და ჭეშმარიტად საჩემო წელი მოვა..

კიდევ ერთი რჩევა ასტროლოგებისგან


შეხვდით ვეფხვს მხიარულად, მაგრამ მშვიდად ყოველგვარი ღრეობის,
ღრიანცელის და ბათქა-ბუთქის გარეშე



მაგრამ ეს იმ ბავშვებს აუხსენით, უკვე მესამე კვირა დივერსიულ ომს რომ აწარმოებენ.

ბოლოს,
2010 წლის მთავარი დევიზები ზოდიაქოს მიხედვით

ვერძი -მე ვარსებობ
კურო -მე მაქვს
ტყუპები - მე ვფიქრობ
კირჩხიბი - მე ვგრძნობ
ლომი - მე მინდა
ქალწული -მე ვაანალიზებ
სასწორი - მე გაწონასწორებული ვარ
მორიელი- მე მსურს
მშვილდოსანი- მე მესმის
თხის რქა -მე ვიყენებ
მერწყული- მე ვიცი
თევზები- მე მჯერა

Image and video hosting by TinyPic

15 комментариев:

  1. იმედია კარგი წელი იქნება :]

    ОтветитьУдалить
  2. ანუ წელს მე მჯერა, მდაააა, კაია მაწყობს :)

    ჰეფი ახლ წელს გისურვებ :*

    ОтветитьУдалить
  3. miyvars eg katuniebi :D :D
    ar vapireb kudze fexis dabjebas, magram axal cels dasicxuli vefxvivit shevxvdebi :D

    :P Tqven Tu iciT ras aketebs vefxvi roca mas cxela?

    ОтветитьУдалить
  4. "თევზები- მე მჯერა"
    მდააა...
    ეს რაღაც ახალი ხილია ჩემს აზროვნებაში.
    ვნახოთ...

    ОтветитьУдалить
  5. Wow this is a great resource.. I’m enjoying it.. good article

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)