07 декабря 2009

უბრალოდ მომენატრეთ

როცა ისე მიდიხარ რომ პატარა ბარათსაც არ ტოვებ

მერე რთულია უკან დაბრუნება

Image and video hosting by TinyPic
მეც ჩავთვლი რომ არსადაც არ წავსულვარ
უბრალოდ ცუდად ვიყავი
სეზონური ვირუსი იყო
არა
არ გაბრიყვდე მკითხველო ... და ეს ყოვლად უწყინარ ცხოველს არ დაუკავშირო

რა ვირუსიც შეგვეყარა ბოლო წლებში ყველა ვიღაცეებს გადავაბრალეთ ხან ფრინველებს ხან ცხოველებს..

უცნაურია

ავადმყოფობის ისტორიას მოგიყვებოდით, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს არავის აინტერესებს
არავინ კითხულობს ავადმყოფობის ისტორიას ყველას დიაგნოზი უფრო ხიბლავს
არავინ კითხულობს სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველას მხოლოდ ის აინტერესებს რა დაადგინა სასამართლომ

შედეგზე ორიენტირებულნი გავხდით

გამოვშრით

იურისტებზე უფრო მეტად მშრალნი გახდნენ ადამიანები
სამწუხაროა


-----------------
II.


წიგნი დავკარგე....

თითქოს სული ამომგლიჯეს და ნაწილ-ნაწილ გამიყიდეს

სად არ ვეძებე

სახლში, სახლს გარეთ

ბოლოს წიგნების კარადაში ვიპოვე შემთხვევით

რა უცნაურია ჩემი წიგნი წიგნების თაროზე?

ნეტა ვინ შედო?

ალბათ მან ვინც გადაწყვიტა რომ ის მხოლოდ წიგნია და მისი ადგილი სწორედაც რომ წიგნების თაროზეა

რა საცოდავად იდო ჩემი წიგნი ამდენ საცოდავ უსულო არსებებს შორის მათაც წიგნები რომ ჰქვიათ და კაციშვილმა არ იცის რა წერია მათში.....

Image and video hosting by TinyPic

დღეს გუშინდელზე უკეთ ვარ
ყველაზე მეტად კი ის მაწუხებს რომ უკვე ზედმეტად ბევრი დამიგროვდა სათქმელი...
2010-მდე სათქმელი
დეკემბრის საწყისს საერთოდ ბევრია სათქმელი
ამ ავადმყოფობამ კიდევ უფრო ბევრი მუზა დააბა ჩემს საწოლთან .....
edited შაბათ საღამოს როცა სიცხემ დამიწია
როცა თვალი გავახილე და გავაცნობიერე რომ შაბათი იყო
ყველაზე ნაყოფიერი დღე
პირველად ვიფიქრე რომ იქ სადღაც შეიძლება ვიღაც ელოდა ჩემს პოსტს

edited მაინც რამდენის ბოდიალია საჭირო მენატრების სათქმელად :)

12 комментариев:

  1. ...და ვინ გენატრება? :)
    ვიცი, დებილური კითხვაა, მაგრამ დამიჯერე, გულით გეკითხები და დაიკიდე ჩემი ზარმაცი და ალმაცერი თავი :)

    ОтветитьУдалить
  2. წიგნის სათაურმა დამაინტერესა და კიდევ. მეც იმდენი ბოდიალი მჭირდება მაგ სიტყვის სათქმელად, იმდენი გზების გავლა.
    ბოლოს რომ იტყვი და ამოისუნთქებ :)

    ОтветитьУдалить
  3. zurriuss
    არ დავკონკრეტდები
    ვიტყვი რომ უბრალოდ ბლოგერები მომენატრეთ
    :)
    p.s.გულითადი შეკითხვა იყო ისე მართლა

    xissinianisaxli
    ოთარ ჭილაძე"გახსოვდეს სიცოცხლე"
    ლექსების კრებულია
    :)

    ОтветитьУдалить
  4. არადა საშინელებაა ეგ სიმშრალე. მშრალი ყინული...

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)