09 декабря 2009

რატომ არის მწვანე იმედის ფერი?!

სამი ფერი: მწვანე

Image and video hosting by TinyPic

დიდი ხნის წინ
არა
არც ისე დიდი....
6 წლის წინ როცა ჩემი ჩანაწერებისთვის მორიგ სქელყდიანი ბლოკნოტი უნდა მეყიდა ნახევარი საათი ვიდექი დახლთან და ვერ ვწყვეტდი რომელი ამერჩია
წითელი თუ მწვანე....
ბოლოს ალბათ ამით გაბეზრებულმა გამყიდველმა გადაწყვიტა დამხმარებოდა და მითხრა:
"მწვანე აირჩიე, მწვანე იმედის ფერია!..."

[ამ გამყიდველს ღია თაფლისფერი, ოდნავ მომწვანო თვალები ჰქონდაალბათ ახალგაზრდობაში ლექსებს წერდარომელიც არავის მოსწონდა]

ბლოკნოტი მწვანე ვიყიდე და პირველი სიტყვები რომელიც შიგ ჩავწერე იყო-
" რატომ არის მწვანე იმედის ფერი?!"

ამ კითხვის შემდეგ მთელი ფურცელი დავტოვე ცარიელი იმ იმედით რომ სანამ ბლოკნოტი დასრულდებოდა მე ამ კითხვაზე პასუხს ვიპოვიდი და დავწერდი
ბლოკნოტი დიდი ხნის წინ დასრულდა
მაგრამ თუ დღეს ვინმე ჩემს ძველ ხელნაწერებს გადმოქექავს და იმ ბლოკნოტს იპოვის ნახავს რომ მისი პირველი ფურცელი დღემდე ცარიელია...

27 комментариев:

  1. მწვანე იმედის ფერი არის თუ არა არ ვიცი, მაგრამ ჩემი ფერი რომ არის ვიცი :)

    პ.ს მწვანე ფერი ამშვიდებსო, ამბობენ, მაგრამ იმედსაც თუ აძლევდა, პირველად გავიგე..

    ОтветитьУдалить
  2. აი, პირადად მე საყვარელი ფერი არ გამაჩნია. არსებობს ფერები, რომელთა შეხედვა მსიამოვნებს და ისინი ჩემს ფანტაზიაში რაღაც სასიამოვნოსთან ასოცირდება:
    ცისფერი - ცასთან, ლურჯი - ზღვასთან და ა.შ. დიდი ხნის განმავლობაში მწვანეს ჩემს გონებრივ პალიტრაში ადგილი არ ჰქონდა, მაგრამ ახლა მწვანე სიცოცხლესთან, უფრო სწორედ, ბუნებასთან მიასოცირდება.
    ცოტა ბანალურად ჟღერს, მაგრამ მე კი დიდი დრო დამჭირდა, ამის შესაგრძნობად. სიტყვიერად კი ვიტყოდი ამას, მაგრამ რასაც არ განვიცდი, იმის მტკიცება არ მიყვარს, რადგან ეს სიყალბეა ;)

    ОтветитьУдалить
  3. mwvane feri miyvars...ragac bunebas da zafxuls maxsenebs :) ai imedis kidev ra mogaxseno...gaacnia risi imedi gaqvs albat...

    ОтветитьУдалить
  4. როგორ მიყვარს მწვანე ფერი <3

    ОтветитьУдалить
  5. მწვანე მართლა რაღაცნაირად მშვიდი ფერია. დადებითად მოქმედებს განწყობაზე. ლურჯი ჩემი აზრით ცივი ფერია, წითელი შემაწუხებელია. ახლა დავუკვირდი რომ ბოლო დროს მწვანე ძაან შემიყვარდა. მწვანე პასტებსაც ვყიდულობ ხოლმე. ოთახშიც მწვანე ნივთები ჭარბობს ჩემთან. ამ ყველაფერზე ამ წუთას დავფიქრდი. სკამიც მწვანეა, რომელზეც ვზივარ.

    ОтветитьУдалить
  6. ეხლა უნდა დამეწერარომ იმედის ფერი მწვანე კი არა ცისფერია მეთქი
    ჩემი საყვარელი ფერია ცისფერი მაგრამ ეხლა რომ დავფიქრდი ცისფერი ზედმეტად ცივი ფერია

    ОтветитьУдалить
  7. cisferi namdvilad ufro civi feria
    ai lurji ki ufro imediania
    muqi lurji

    ОтветитьУдалить
  8. შეიძლება არცაა იმედის ფერი
    და ეს მხოლოდ ერთი გამყიდველის მოსაზრება იყო
    მაგრამ ჩემთვის მწვანე იმედის ფერი შეიძლება თუნდაც მხოლოდ იმიტომ იყოს რომ სიმწვანე გაზაფხულის მოსვლას უკავშირდება
    გაზაფხული კი იმედს

    მწვანე=გაზაფხული=იმედს
    ძალიან ბანალური ფორმულაა?

    ОтветитьУдалить
  9. საერთოდ სამყაროში არსებობს 5 ძირითადი ფერი ამის შესახებ ადრე მქონდა ბლოგზე დაწერილი. ეს ფერები არის წითელი, ყვითელი, ლურჯი , თეთრი და შავი. ამათგან წითელი, ყვითელი და ლურჯი არცერთი ფერის შესავებით არ მიიღება სამივე ინდივიდური და განუმეორებელია. . რაც შეეხება შავს შავი მიიღება უმარავი ტონალობის შეზავებით მაგრამ თეთრი როგორც სინათლის გამომხატველი ფერი აბსოლიტურად ყველა ფერის სპექტრს შეიცავს მათ შორის წითელსაც, ყვითელსაც, ლურჯსაც და თქვენ წარმოიდგინეთ შავსაც ;) ასე რომ მწვანე არის ყვითელი უბრალოდ ცოტა უფრო მუქ ტონალობაში

    ОтветитьУдалить
  10. არის კი იმედის ფერი?
    მახსოვს ადრეულ სტუდენტობაში ძაააალიან, ძალიან ფართომაშტაბიანი გამოკითხვას ვატარებდით, ლიუშერის ტესტი გვქონდა (ტესტი 8 ფერისადაგნ შედგება, მწვანეც ერთ ერთი ფერია)ხოდა იქა გვქონდა რამოდენიმე ათეული სიტყვა მატ შორის იმედი, სამშობლო ენა, და ადამიანებს უნდა მიენიჭებინათ ფერები თითოეულ სიტყვასთან.

    ხოდა რა ტყვილად ვწერ ახლა, რადგან არ მახსოვს შედეგები როგორი იყო :(

    ისე მწვანე ჩემთვის ახალგაზრდობასთან ასოცირდება. იმედი კი რატომღაც ნარიჯისფერია :)

    ОтветитьУдалить
  11. მწვანე იმეიდს ფერი არ არის
    მწვანე არის მარადიულობის ფერი, როგორც მარადმწვანე მცენარეები არიან ყოველთვის ცოცხლები და მწვანეები ანუ სულ და მარადიულად ესე ვიცი მეე :)

    ОтветитьУдалить
  12. ნარინჯისფერი შეიძლება იყოს იმედის ფერი-მზესთან ასოცირდება
    მაგრამ ცოოტა აგრესიულია
    ან თეთრი
    თეთრი მშვენიერი კანდიდატია იმედის ფერობის
    :)

    ОтветитьУдалить
  13. ჩემი საყვარელი ფერია!

    იმისიც...

    ОтветитьУдалить
  14. მწვანე ჩემთვის სიმშვიდესთან ასოცირდება
    და ერქვას თუნდაც იმედის ფერი

    ОтветитьУдалить
  15. right here b8q96j2n79 Ysl replica bags replica bags us browse around this site n7s57h0l23 replica wallets replica bags turkey replica bags china visite site j6d32k4d47 replica bags online uae

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)