10 декабря 2009

მადლობთ რომ დაგეხმარეთ

გამარჯობათ მე მქვია ჰექსე და მე ეგოისტი ვარ.

ყოველთვის როცა რაღაცას ვწერდი, ვთხზავდი, ვხატავდი, ვფიქრობდი არასდროს ვუშვებდი რომ ამას სხვაც წაიკითხავდა ყოველთვის საგულდაგულოდ ვმალავდი

იმიტომ კი არა რომ კრიტიკის მეშინოდა

არა

უბრალოდ ეგოისტი ვარ,
მაშინაც კი როცა ვაცნობიერებ რომ არანაირი ღირებულება არ აქვს ჩემს ნაჯღაბნს და რეალურად შეიძლება არც არავის სჭირდებოდეს.
ბოლო დროს 2 ფაქტი მოხდა რომელმაც მიმახვედრა რომ არასდროს არაფერს ვაკეთებდი სხვებისთვის

1) 2 წლის წინ ფორუმზე თემა გაიხსნა მხოლოდ საქართველოში, სადაც მხოლოდ საქართველოში მომხდარ მარაზმულ ფაქტებს წერდნენ და ძალიან უხაროდათ რომ ეს ყველაფერი მხოლოდ აქ ხვდებოდა.მაშინ მე აქტიურად ვიყავი გატაცებული ამ საკითხით, შესაბამისად თემის აქტიური წევრი გავხდი, ყველა პოსტს ვაკოპირებდი და როდესაც თემამ 26 გვერდს მიაღწია დავდე პოსტი სადაც ერთად იყო თავმოყრილი 26 გვერდის პოსტები
აღნიშნული 2007 წლის 11 დეკემბერს მოხდა.


მას შემდეგ 2 წელი გავიდა და 2009 წლის 8 ნოემბერს ფორუმზე შესულს იმავე თემაში ერთი იუზერის პოსტი დამხვდა რომელიც მადლობას მიხდიდა ჩემს მიერ შეგროვებული 26 გვერდისთვის, რომელიც მას ძალიან დაეხმარა პრეზენტაციის დაწერაში.


და ვიფიქრე რატომ მიხდის მადლობას მე ხომ ეს მისთვის არ გამიკეთებია?


და მერე დავფიქრდი ოდესმე მაინც თუ ვაკეთებდი რამეს სხვის სასარგებლოდ?



2) ზაფხულში ჩემს ბლოგზე პოსტი დავწერე ყვითელ პრესის კრიტიკაზე


სულ ეხლახანს კი ამ თემაზე ასეთი კომენტარი დამხვდა



"შენ გაიხარე, ეს პოსტი მაგრად დამეხმარა საკოლოკვიუმე მასალის დაწერაში.
გმადლობ!"


ამის წამკითხვისას ორმა აზრმა დამარტყა თავში

- პირველი ის იყო რომ ეს ადამიანიც სრულიად დაუმსახურებლად მიხდიდა მადლობას.

მე ხომ ეს მისთვის არ დამიწერია. უბრალოდ მინდოდა კიდევ ერთხელ დამეცინა ბოტკინისფერთა წარმომადგენლებისთვის


და მეორე - შეიძლება არც თუ შორსაა დრო როდესაც რეფერატების, მოხსენებების დისერტაციების ბიბლიოგრაფიებში ბლოგების მისამართები იქნება მითითებული.



მადლობთ რომ დაგეხმარეთ !


Image and video hosting by TinyPic

4 комментария:

  1. მადლობა არაჩვეულებრივი სტატიისთვის...
    უღრმესი მადლობა...მოხიბლულივარ....
    მე ის დამეხმარა....

    ОтветитьУдалить
  2. მე კიდევ შენი ბლოგი შემიყვარდა :)

    ОтветитьУдалить
  3. :)))
    სინამდვილეში ისინიც თავისი თავისთვის გიხდიან მადლობას :)) ლოლ

    ჩემი აზრით არ არსებობს ისეთი ადამიანი, ვინც ”უანგაროდ” სხვისთვის აკეთებს რამეს :)) შეიძლება კარგს აკეთებს, მაგრამ მარტო იმიტომ, რომ თვითონ იგრძნოს შემდეგ თავი კარგად :))

    ОтветитьУдалить
  4. lasharela
    natalia
    gaixaret
    didi madloba tqven

    samurai girl
    saintereso mosazrebaa
    sheizleba sworic
    :)

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)