12 декабря 2009

ჭოტი ათენში ვინ ჩაიყვანა?!




აღნიშნული ფრთიანი ფრაზა გავრცელებული იყო ძველ საბერძნეთში.


საქართველოში მართალია აღნიშნული ფრაზა მსგავსი პოპულარობით ვერ სარგებლობს, მაგრამ ჩემთვის ზედმეტად საყვარელი გამოთქმაა ამიტომ განვმარტავ-


გამოიყენება როგორც რიტორიკული კითხვა, - გამოხატავს მკითხველის გაოცებას ჭოტის ათენში ჩამყვანის სითამამის გამო. პირველად ასეთი კითხვა დაისვა არისტოფანეს კომედიაში "ფრინველები" შემდგომში ციცერონმა აღნიშნული განმარტა, როგორც მეტისმეტად მძიმე საქმის განზრახვა, გაკეთება, ზედმეტად სარისკო საქმესთან შეჭიდება შეიძლება ითქვას ვა-ბანკზე წასვლაც :D




საქმე კი ის გახლდათ რომ ჭოტი ათენის მფარველი ქალღმერთ ათენას სიმბოლო იყო და ათენში მისი ჩაყვანა ქალღმერთის დასაკუთრებას ნიშნავდა - პრეტენზიის გაცხადებას ქალღმერთზე.




ასე რომ როდესაც ძველ საბერძნეთში წააწყდებოდნენ ვინმეს მიერ გაკეთებულ მეტისმეტად ძნელად გასაკეთებელ საქმეს სვამდნენ რიტორიკულ კითხვას: "ჭოტი ათენში ვინ ჩამოიყვანა?!"


მეტისმეტად სარისკო საქმის წამოწყებისგან კი თავს შემდეგი ფრაზებით იკავებდნენ: ვინ გაბედავს ჭოტის ათენში ჩაყვანას? ჭოტს ათენში ვინ ჩაიყვანს? ანუ ვინ გაბრიყვდება, ან ვის ეყოფა ამხელა გამბედაობა რომ ასეთ სარისკო საქმეს შეეჭიდოს-ო.


=)

6 комментариев:

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)