14 декабря 2009

მინდა გადაგედოთ =)

"...და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე,
შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი!"





შემაძრწუნებლად არა რაღაც ისე თავხედურად ბედნიერი ხარო, -აი ასე მოურიდებლად მომახალეს...და თითქოს შემრცხვა კიდეც ჩემი ესეთი მოურიდებელი ბედნიერების..
  • შეიძლება კი ასე საზღვრებისა და მიზეზების გარეშე?

და გამახსენდა რომ ბედნიერი ადამიანების ორი კატეგორია არსებობს მხოლოდ -

პირველებს მართლაც გააჩნიათ ბედნიერება
ხოლო მეორეებს გააჩნიათ უნარი: -
დახატონ თავი ბედნიერად
წარმოიდგინონ თავი ბედნიერად
უფრო სწორედ კი დაარწმუნონ სხვები რომ ისინი მართლაც შემაძრწუნებლად ბედნიერები არიან.


პირველი წყალობაა
მეორე ნიჭია
თუმცა ნიჭიც ხომ წყალობა,-
ექსკლუზიური წყალობა.


მე დიდხანს ვაცხადებდი ჩემ თავს ნიჭიერად

მხოლოდ იმიტომ, რომ ბედნიერად არ მეღიარებინა იგი
(!)



  • რატომ ხდება ნეტავ ასე?
ალბათ გვეშინია
გვეშინია რომ ვიღაცას შეიძლება არ მოეწონოს, შეშურდეს, თავხედებად გამოგვაცხადონ ასეთ დროს ღიმილს რომ ვბედავთ
ამიტომ აღარ ვიცით როგორ დავმალოთ, რომელ კარადაში შევჩურთოთ ოღონდაც არავინ შეგვამჩნიოს რომ მართლაც : -


შემაძრწუნებლად
და
თავბრუდამხვევად.


Image and video hosting by TinyPic

თქვენ რა შუაში ხართ?
მე ვარ ასეთი - იდეალური თითქმის იდეალურად რომ მიმაჩნია ხშირად...

12 комментариев:

  1. სულ ასეთი ბედნიერი ყოფილიყავი :))
    ძალიან ძალიან მომწონს შენი ბლოგი..

    ОтветитьУдалить
  2. საყვარელი პოსტია :)

    ОтветитьУдалить
  3. bedneireba aris unari,ragacas ufro dod droshi xedavde,vidre arsebob. . .
    da kide,bedniereba zogjer shemolacunebaa nacrisferi samyarostvis. . .
    ertaderti,rac ver gavige,shedegia tu procesi. . .
    miyvars me bednierebi da sheni blogi :)

    ОтветитьУдалить
  4. ...მე შენ გეტყვი, რომ ბედნიერებაც ნიჭია, ვინაიდან ყველას არ შეუძლია, ეგ გააჩნდეს. საერთოდ, ბედნიერება ძალიან მერყევი თემაა, ისევე, როგორც სიყვარული. აი, ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. დაფიქრდი, რამდენნაირი ხასიათიც, გამოვლინებაც, სიხშირეცა და თავისებურებაც აქვს სიყვარულს, დაახლოებით, იმდენივე აქვს ბედნიერებას ;)

    ОтветитьУдалить
  5. საინტერესო მოსაზრება გაქვს ზურიუს

    სიყვარული და ბედნიერება გვანან ერთმანეთს შეიძლება იმიტომ რომ ორივე ერთნაირად ადვილად წარმავალია
    მაგრამ მარადიული სიყვარულიც ხომ არსებობს სადღაც?

    :D


    დიდი მადლობა ყველას ლამაზი სურვილებისთვის :* :-.)

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)