20 декабря 2009

"თუ დიდი კაცი გამოგვერია..." ანუ რაც ყველაზე მეტად გვეხერხება

"მეც არ ვთქვი თუ არ სვამს როგორ წერს - მეთქი"
ნ. დუმბაძე " მარადისობის კანონი"


Image and video hosting by TinyPic


ცოტა უბერავსო ხელოვანი ხალხი ჩემსავით ხშირად გაგიგიათ არა?
არაფერიც.
ეს ჩვენ, ჩვეულებრივმა ხალხმა გავავრცელეთ ასეთი ხმები...
და რადგანაც ჩვენ, ჩვეულებრივნი, გაცილებით უფრო მეტნი ვართ ვიდრე არაჩვეულებრივნი, კაცობრიობამ ჩვენ უფრო დაგვიჯერა ვიდრე მათ.
სინამდვილეში ისინი უბერავენ მხოლოდ იმიტომ, რომ ხედავენ, ესმით და გრძნობენ ჩვენზე მეტს. ჩვენ კი არ გვიყვარს როცა ვინმე ჩვენზე მეტს ხედავს ამიტომ ამ მეტის დანახვის შესაძლებლობას ყველაფრად ვნათლავთ: შიზოფრენიად, ალკოჰოლიზმად ... ყველაფრად გარდა ნიჭისა.



"ხედავ შენ წინ ამ ჭიქას ანისულით? შენ მხოლოდ მას ხედავ. მე კი უნდა ჩავწვდე იმის არსს, რასაც ვაკეთებ. ამიტომაც ვხედავ, როგორ იზრდებოდა ეს ანისი , როგორ არხევდა მას ნიავი, ვხედავ ხელებს, მარცვლებს რომ აგროვებდნენ, ვხედავ გემს, რომელმაც ის სხვა კონტინენტიდან ჩამოიტანა, მე ვგრძნობ ყველა სუნს და ყველა ფერს, რაც ამ მარცვლის ნაწილი გამხდარა, რაც მასში აირია, მასში შეაღწია, ვიდრე ამ ნაყენის დასამზადებლად ივარგებდა. და თუ ოდესმე მის დახატვას გადავწყვეტდი, ამ ყველაფერს ტილოზე გადავიტანდი. თუმცა, შენ ამის შემხედვარე უწინდებურად იფიქრებდი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ანისულით სავსე ჭიქას ხედავ." პაულო კოელი




შეიძლება ბევრი დაეთანხმა ამ სიტყვებს თუმცა ავტორის წაკითხვისას უფრო ბევრი გაიფიქრებდა: " ო! ეს მარაზმატიკი მეზღაპრე! მერამდენე მილიონიღა უნდა დახარჯოს საკუთარ პიარში? "
რისთვის ხარჯავს ამ მილიონებს? იქნებ სიცოცხლეშივე უნდა აღიარება შეიძლება ფიროსმანივით არ უნდა სიკვდილი.
ფიროსმანი?
ფიროსმანი ლოთი იყო თუ არ სვამდა, ვერც ხატავდა ან ვის გაუგია ხატვის თვითშესწავლა ცოტას თუ არ უბერავ რომ უბერავდა ცხადი იყო აბა კიბის ქვეშ მოკვდებოდა?
გალაქტიონიც ლოთი იყო თან გიჟი ლოთი აბა სხვანაირად თავს მოიკლავდა?
კაცი რომ გალაქტიონს გაეჯიბრები ორმაგად უფრო გიჟი ხარ
ტერენტიც უბერავდა თან ძალიან, ლოთიც იყო, თან უსახლკარო ლოთი.
გიჟი რომ არ ყოფილიყო ასე შეიყვარებდა თბილისს? მაინც რა არის ასეთი გასაგიჟებელი ამ სნობებით გატენილ პროვინციაში?
თუ დაგებედათ კითხვა - რატომ არ ხდება ამდენი შებერილი, უსახლკარო , ლოთი გალაქტიონი და ფიროსმანი პასუხი მარტივია ეზარებათ. ქართველები ხომ ზარმაცი ერი ვართ თუმცა უდაოდ ნიჭიერი, განსაკუთრებით ეპითეტების მიწებებაში...
ოთარ ჭილაძე რა მწერალია მარკესს ბაძავსო წერდნენ ისტერიულად ერთი წლის წინ ფორუმებზე?
ვინ წერდა? ალბათ ის ვინც თვლის რომ მარკესის მიბაძვა ძალიან მარტივია და აქამდე თავად მხოლოდ იმიტომ არ მიუბძავს რომ ეს საქმე ზედმეტად მარტივად ეჩვენება ან ეზარება...
მერე რა რომ არც მარკესი აქვს წაკითხული და არც ჭილაძე რომ ბაძავს ცხადია აბა ვიღაცას თუ არ ბაძავს ასე როგორ წერს? ის ხომ არც ლოთია და არც გიჟი

"ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენა, რაც უკანასკნელ ხანს ადამიანის გონებამ გააკეთა, არის ხელოვნება იმისა, რომ იმსჯელო წიგნის შესახებ… ამ წიგნის წაუკითხავად." - ლისტენბერგი

კარგია საქართველოში!
აქ ყველაფერს გაპატიებენ მლიქვნელობას, ფარისევლობას, ორპირობას თქვენ წარმოიდგინეთ ესოდენ ყბადაღებულ ღალატსაც კი თანაც ყველასი და ყველაფრის: მეგობრის, პრინციპის, სამშობლოსი(!)
ყველაფერს ჰპატიობენ გარდა ნიჭისა.
ხო აი ნიჭიერი კაცის გამორევა არ გვიყვარს
იმიტომ რომ თავადაც (ჩვენ, ნიჭიერები!) იმდენად ბევრი ვართ რომ ვერსად ვეტევით....

15 комментариев:

  1. მესიამოვნა ამ პოსტის წაკიტხვა ^^

    ОтветитьУдалить
  2. გულის მომფხანა ამ პოსტმა.

    ОтветитьУдалить
  3. "სინამდვილეში ისინი უბერავენ მხოლოდ იმიტომ, რომ ხედავენ, ესმით და გრძნობენ ჩვენზე მეტს. ჩვენ კი არ გვიყვარს როცა ვინმე ჩვენზე მეტს ხედავს ამიტომ ამ მეტის დანახვის შესაძლებლობას ყველაფრად ვნათლავთ: შიზოფრენიად, ალკოჰოლიზმად ... ყველაფრად გარდა ნიჭისა."

    გეთანხმები მილიონი პროცენტით.
    კიარადა მილიარდით.

    ОтветитьУдалить
  4. ასეთი სიმართლე ასე მოქნილად და რეალურად არავის უთქვამს როგორც ეს ლისტენბერგმა თქვა.

    პოსტი +1000000000000000000000000000

    ОтветитьУдалить
  5. კარგი პოსტი იყო :))) სწორი მხრიდან და კარგად ნათქვამი :)

    ОтветитьУдалить
  6. საინტერესო და ქაოტურად განლაგებული აზრების კრებული - ასე დავახასიათებდი პოსტს. თუმცა ბევრად, ბევრად მეტს ვისურვებდი ამ თემაში. ეს საკითხი ჩემი სისუსტეა :)

    ОтветитьУдалить
  7. დიდი მადლობა პოსტის შეფასებისთვის
    კარგი როდესაც სწორედ აღიქვამენ და აფასებენ
    ამ პოსტით მეც თქვენსავით გული მოვფხანესავით შეიძლება იტქვას
    :)


    Maka Asatiani
    "საინტერესო და ქაოტურად განლაგებული აზრების კრებული - ასე დავახასიათებდი პოსტს."

    საინტერესოს რა გითხრა, მაგრამ ქაოტურად განლაგებული აზრების კრებული-მე ასე დავახასიათებდი მთელ ჩემ ნაწერებს :D
    და ამაშია ჩემი მინუსი ,.,., და ამავე დროს პლიუსიც .. ალბათ...

    ეს საკითხი ჩემთვისაც ყველაზე დიდი სისუსტე და მტკივნეული თემაა

    ОтветитьУдалить
  8. თუ არ ვცდები შალვა ნუცუბიძეს ეკუთვნის ეს სიტყვები" საქართველოში ყველაფერს პატიობენ გარდა ნიჭისაო"
    ხოდა ეს პოსტი ამ სიტყვების კარგი კომენტარი იყო
    ოდნავ გაბრაზებულ გულზე დაწერილი ვგონებ
    მაგრამ მაინც კარგად ნათქვამი

    ОтветитьУдалить
  9. ra sasaciloa, roca rame posti iwereba skandalur temebze da popularul temebze, uamrav komentars vxedav nebismier blogze . am temas mxolod 8 kaci gamoexmaura . ratom, danarchenebs ise dzalian moxvda gulze rom yalbad mainc ver daafiqsires pozicia? )

    ОтветитьУдалить
  10. ana gelbaxiani
    :)
    ალბათ
    ისე ეს ყველაზე საყვარელი პოსტია ჩემთვის :)

    ОтветитьУдалить
  11. ეს ხომ ყველაზე კარგი საშუალებაა საკუთარი ინდივიდუალორობის დასამტკიცებლად ))

    ОтветитьУдалить
  12. ჰმმ, ეს პოსტი... რაღაცას მაგონებს, ვიღაცას ბაძავ აშკარად :D
    :plagiatbloggerგავშიფრევაშა!:

    ОтветитьУдалить
  13. gio
    მარკესს, მარკესს ვბაძავ :)
    :დ

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)