25 декабря 2009

ჯინ-ტონიკის წარმოშობის ისტორია


"ალკოჰოლი ბევრად უფრო ამაოხრებელი უბედურებაა,
ვიდრე კაცობრიობის სამი ისტორიული რისხვა:
ჭირი, ომი და შიმშილი"
იულიამ გლადსტონი





ამ სასმლის ფორმულა მარტივია ჯინი+ტონიკი



წარმოშობის ისტორია კი ხანგრძლივი მაგრამ ასევე მარტივი:

  • ჯინი
ჯინი ჰოლანდიაში დაიბადა, იგი გერმანელმა ექიმმა სილვიუსმა შექმნა, მაგრამ არა როგორც სასმელი არამედ როგორც თირკმელების სამკურნალო წამალი, რომელიც აფთიაქებში იყიდებოდა. თუმცა წამალმა მალევე "დაკარგა" სამკურნალო თვისებები, იგი მალე შეიყვარეს ჰოლანდილებმა როგორც სასიამოვნოდ დასალევი სითხე, რომელიც კურნავდა კიდეც და ამავე დროს აბრუებდა და სიამოვნების ბურუსში ხვევდა.


სასმელს ყურადღება ინგლისელმა ჯარისკაცებმაც მიაქციეს რომლებიც მაშინ ჰოლანდიის მოკავშირეები იყვნენ და ის ინგლისში გადაიტანეს. ნისლიანი ალბიონი იქცა ჯინის მეორე სამშობლოდ და სახელიც შეიცვალა. რთული ჰოლანდიური genavere ინგლისელებმა შეამოკლეს და მას უბრალოდ gin- ჯინი უწოდეს.
ჯინი ყველა სხვა სპირტიან სასმელთან შედარებით იაფი აღმოჩნდა რამაც თავის მხრივ მასზე მოსახლეობის უმდაბლესი ფენის ტოტალური მოთხოვნილება გამოიწვია. მუშებს ხშირად ჯინს ხელფასის სანაცვლოდაც კი ურიგებდნენ. ჯინი მალევე აღიარეს როგორც მშრომელი კლასის დამანგრეველ ძალად.
"დალიე 1 პენსად, გაილეშე 2 პენსად, ჩალას კი უფასოდ მიიღებ!" -ეწერა მაშინდელ ბარებსა და სასტუმროებს.
ჯინის სიგიჟე შესანიშნავად არის ასახული ინგლისელი მხატვრის იულიამ ჰოგარტის გრავიურაში "ჯინის შესახვევი"


Image and video hosting by TinyPic


"გამარჯობა არაყო, მშვიდობით ჭკუაო!"

სახელმწიფოს ჩარევა -ბრიტანეთის ხელისუფლება იძულებული გახდა ზომები მიიღო. სასმეზლე დაწესდა გადასახადები, გამკაცრდა გადასახადების აკრეფა. პარლამენტმა გამოსცა კანონი ჯინის შესახებ რომლის მიხედვითაც ჯინის გაყიდვა აიკრძალა. მაშინ ლონდონში 11 მილიონი ლიტრი ჯინი იხდებოდა. მშრალი კანონი რომელსაც არავინ იცავდა 6 წელი მოქმედებდა ამ ხნის განმავლობაში ლონდონში მხოლოდ 2 ლიცენზირებული მეწარმე იყო, ჯინს კი თითქმის ყველა აწარმოებდა.


მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში ჯინი უფრო "დაფასებულ" სასმელად იქცა ის ბრიტანეთის მაღალმა საზოგადოებმა შეიყვარა. მისი ხარისხის თანდათან დაიხვეწა - უფრო მშრალი და რაფინირებული გახდა. შესაბამისად იგი საგრძნობლად გაძვირდა და მოსახლეობის დაბალი ფენისთვის აღარ იყო ხელმისაწვდომი.
თუმცა ჯინი განსაკუთრებულ დიდ პოპულარობას მე-18 საუკუნეში შეძენილ მეგობარს ტონიკს უნდა უმადლოდეს.

  • ტონიკი
ინდოეთის დაპყრობით აჟიტირებულ ბრიტანეთს საშინელი მტერი გამოუჩნდა -ციება!. მალარიის თავიდან აცილების საშუალება იყო ქინაქინა -ტონიკის ინგრედიენტი!
ტონიკი მართალია დაავადებას ვერ არჩენდა, მაგრამ სიცხის დამწევი საშუალება იყო და სისხლისმსმელ პარაზიტებსაც იგერიებდა. თუმცა პრობლემა ის გახლდათ რომ ტონიკის წყალი საშინლად უგემური იყო და ჯარისკაცები უარს აცხადებდნენ მის დალევაზე.
რომელიღაც გონიერ ინგლისელს აზრად მოუვიდა და ტონიკი პოპულარულ ჯინთან გააზავა. ეს იყო წამალი რომელიც შესანიშნავი სასმელიც გამოდგა და გამოვიდა რომ სამედიცინო მიზნებით შექმნილი ჯინიც და ტონიკიც სულ სხვა მიზეზით გახდა აქტუალური.


  • აუცილებელი კომპონენტები

ჯინ-ტონიკს კიდევ ერთი მთავარი და აუცილებელი თანმხლები ჰყავს- ლაიმი ან ლიმონი.
C ვიტამინით მდიდარი ეს ციტრუსები სურავანდის საწინააღმდეგოდ გამოიყენებოდა - დაავადების შეყრამდე როგორც პროფილაქტიკური საშუალება.


Image and video hosting by TinyPic


მოკლედ ინგლისელები მიხვდნენ - სასარგებლო+ სასიამოვნო=სასურველ შედეგს


ასე წარმოიშვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელი ჯინ-ტონიკი



  • ჯინ-ტონიკი დღეს



დღეს მსოფლიოში ჯინის ორი სახეობა არსებობს:


1. პირველი და ყველაზე გავრცელებულია მშრალი ჯინი


მას ხშირად London Dry-ს ( "ლონდონური მშრალი") უწოდებენ.


დამზადების პრინციპი: უფერო და უსუნო მარცვლეულის სპირტს უმატებენ სურნელოვან კომპონენტებს და გამოხდილ წყალს. იშვიათად სპირტს ხელმეორედ ხდიან და აზავებენ. არომატიზატორებად იყენებენ ღვიის, ანგელოზას, ილს, დარჩინს, ფორთოხლისა და ლიმნის ქერქებს, იის ძირებს, ანისულს და სხვა დანამატებს
მშრალი ჯინის სიმაგრე 40-დან 47%-მდე მერყეობს.

2. მეორე სახეობაა ჰოლანდიური
დამზადების პრინციპი: ღვიას თავდაპირველად ურევენ მარცვლეულის ტკბილთან, მოგვიანებით კი გამოხდით იღებენ ე.წ. "ალაოს ღვინოს" 50-55% -იანი სპირტის შემცველობით მას აზავებენ წყლით, კვლავ უმატებენ ღვიის და სხვა დანამატებს და მეორედ ხდიან
სიმაგრე ჩვეულებრივ 35%

  • ყველაზე ცნობილი მარკები



BEEFEATHER -ტრადიციული ლონდონური მშრალი ჯინი. პირველად გამოხადა ფარმაცევტმა ჯეიმს ბუროუმ 1820 წელს.

BOMBADIER MILITARY GIN -მხოლოდ ბრიტანელი სამხედროებისთვის. ხელმისაწვდომია მხოლოდ ამერიკაში.

BOMBAY SAPPIRE - მზადდება 10 სახეობის მცენარისგან ერთ-ერთი საუკეთესო ხარისხის ჯინი

DIRTY OLIVES- იხდება სამჯერ. ნაყენს ურევენ ესპანურ მწარე ზეთისხილს.
SEAGRAM'S EXTRA DRY GIN- აძველებენ მუხის კასრებში, რას ამდიდრებს არომატით

Image and video hosting by TinyPic

13 комментариев:

  1. მმმ საინტერესო იყო, პირადად არასოდეს გამისინჯავს, თუმცა შეიძლება გამოვასწორო :)))

    ОтветитьУдалить
  2. ar gamisinjas es sasmeli. simartle gitxra gvinis garda aranair sasmels ar vetanebi

    ОтветитьУдалить
  3. გინდა თირკმლის გაყიდვა? ან ეძებთ იმის შესაძლებლობას, რომ თირკმელზე ფული გამოვყოთ ფულის გამოყოფისთვის და არ იცით, რა უნდა გააკეთო, მოგვიანებით დაგვიკავშირდით და ჩვენ გთავაზობთ თირკმელზე კარგ თანხას. ჩემი სახელია (დოქტორი ელვის ჯანენი) ვარ ჩვენი საავადმყოფოში, ფენლოლოგი, რომელიც სპეციალიზირებულია თირკმელზედა ქირურგიაში და ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ თირკმლის თამბაქოს ყიდვისა და გადანერგვით. საკონტაქტო ელფოსტა: doctorelviswhyte@gmail.com

    ОтветитьУдалить
  4. replica bags review gucci fake o7t42h1f59 replica goyard bags their website g1z29q6g99 replica designer bags wholesale replica bags paypal replica bags sydney more x2e91k7u42 replica bags online pakistan

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)