რაც თმის სამაგრებს შეეხება, საერთოდ არ ვხმარობ. ჩემი გაგებით თმა გაშლილი უნდა იყოს, თუნდაც გაწეწილი. ეს ჯობია თმაზე უაზროდ, უშინაარსოდ და უფორმოდ გაბნეულ ზიზილ-პიპილოებს. თუმცაღა აქსესუარებს რაღა თქმა უნდა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ჩემი 3 აქსესუარი, რომლის გარეშეც შეიძლება ითქვას მიჭირს სახლის დატოვება:
1. საყურე - პირველად ჩემს ყურზე 12 წლის წინ აქანქარდა. ახლა ვხვდები რომ ზედმეტად მეტიჩარა ბავშვი ვიყავი. არ მაქვს საყვარელი საყურე, ყველა რაც მაქვს ერთნაირად საყვარელია. ჩემი კოლექციიდან ჩემს მიერ შეძენილი საყურე მხოლოდ ერთია ისიც სულ რაღაც 2 კვირის წინ შევიძინე. დანარჩენი ყველა ნაჩუქარია, ამის მიზეზი ორია: თავად ვერ ვარჩევ და ყველამ იცის ჩემი ავადმყოფური დამოკიდებულება საყურისადმი.
მიყვარს მასიური საყურეები, ბოლო დროს შემიყვარდა მინანქარიც. საუკეთესო შემთხვევაა თუ უხდება შარფს ან ქუდს. ჩემი თვალით დანახული ფრანგული სილამაზის საიდუმლო - თხელი ყელსახვევი და მასთან შეხამებული ნაზი და დახვეწილი საყურე.
2. ქუდი - შეიძლება ითქვას ერთადერთი მიზეზი რატომაც მიხარია ზამთრის მოსვლა. საოცარი თვითკრიტიკის მიუხედავად ვფიქრობ რომ ყველანაირი ქუდი მიხდება. :D თუმცა უპირატესობას 70-იანი წლების სტილს ვანიჭებ ... ვგიჟდები ცილინდრის ტიპის ქუდებსა და ბერეტებზე. საშინლად არ მომწონს მიჩაჩულ-მოჩაჩული, უფორმო ქუდები ბევრი პომპოლჩიკებით, ყვავილებით, მძივებით და მისთანებით. ქუდების ყიდვა საუკეთესო გასართობია, თუმცა ნაჩუქარი ქუდებიც მაქვს. როგორც ამბობენ მზაკვრული გეგმა მაქვს შემუშავებული - ქუდების სიტემატური ცვლა-ტარებით ადამიანებს ვაიძულებ თავადაც შეძინონ ქუდები, რომლებსაც შემდგომში ვერ იხდენენ და იძულებულნი ხდებიან მე მაჩუქონ. ასეთი გეგმა ვფიცავ არასდროს მქონია, :D თუმცა ფაქტია რომ რომ ასე 3 ძალზედ ორიგინალური ქუდი შეემატა ჩემს კოლექციას.
3.ჩანთა - ჩემი საოცრად დიდი სიყვარული და ამავე დროს ყველაზე დიდი ტკივილი. ვეთანხმები ფრაზას: " ჩანთა არასდროს არის ზედმეტი თუნდაც ის რიგით მე-1000 იყოს" თუმცა სამწუხაროდ თბილისში ვერ იყიდი კარგ ჩანთას და კარგში ორიგინალურს ვგულისხმობ. ამას იმიტომ კი არა ვამბობ ო ღმერთო ეს სად ვცხოვრობთ და მსგავსი. თბილისში შეძლებ კარგი საყურის შეძენას თუ მოძებნი შეიძლება კარგ ქუდსაც გდააწყდე სადმე აი ჩანთა კი... ფერი და ზომა იცვლება თორემ ძირითადად მთელი თბილისი ერთი სტილის ჩანთებით დადის. გემოვნების მხრივ ისევ 70-იან წლებში ვარ. პატარა ჩანთები ძალიან მოხდენილი, საყვარელი და ხშირად ორიგინალურნი არიან თუმცა არაპრაქტიკულნი. მიყვარს კლატჩები რომელიც ახლა მოდაში შემოვიდა. მაგრამ როგორც ვთქვი ჩემთვის არაპრაქტიკულია რადგან მე იმდენ რამეს ვყრი ჩანთასი რომ კლატჩი კი არა ჩემოდანი ვერ დაიტევს.
hexe სად დაიკარგე?
ОтветитьУдалитьშემოვდიოდი და არ მხვდებოდა ახალი პოსტები :))
რაც შეეხება აქსესუარებს ყურები საერთოდ არ მაქვს გახვრეტილი..ქუდი არ მიხდება არანაირი და იშვიათად ვატარებ და ჩანთა მართო საჭიროების შემთხვევაში. :))
davikarge?
ОтветитьУдалитьxo
albat swavlas gadavyevi
mixaria rom shemodiodi
:)
xo isa shens blogze house-s multfilmi vnaxe da zalian vixalise
;)
au qudebi mec magrad miyvars
ОтветитьУдалитьsheizleb imdenad zalian ar mixdeba magram qudis gareshe martla ver gavdivar saxlidan.. mitumetes zamtarshi ... saertod mikvirs rogor dadian uqudod.
" ჩანთა არასდროს არის ზედმეტი თუნდაც ის რიგით მე-1000 იყოს"
ОтветитьУдалить+ 1000000
true religion jeans
ОтветитьУдалитьtimberland shoes
prada glasses
yeezy boost
adidas gazelle
nike roshe run
yeezy boost 350 v2
adidas nmd runner
cheap jordans
air force 1
golden goose sneakers
ОтветитьУдалитьyeezy boost 350
kyrie irving shoes
kobe basketball shoes
golden goose
yeezy 350
stone island
balenciaga shoes
curry 6
nike react