04 января 2010

ბედობა 5 წლის წინ

"ბედია - (?)
ზოგი აღწევს ღრუბლებთან
და უფსრკულების წერაა ზოგი..."


5 წლის წინათ 2005 წლის იანვარს 2-ს..
ისევ ისე ცხადად გხედავ როგორც მაშინ
სულ 3 წუთის წინ გაღვიძებული, გაშლილი თმით და დახეული ჯინსებით მუხლებით დგეხარ სკამზე. --> ეს ის ჩვევაა, რომელიც ბავშვობიდან მოყვება ხსოვნას და ბევრი დრო სჭირდება გადასაგდებად.
გარეთ ცივა და ყველას სძინავს შენ კი პირველ კლასელის ერთგულებით მიყვები სტროფებს "რა აქიმი დასნეულდეს რაზომც გინა საქებარი..."და ფიქრობ იმაზე რა მოხდება მძინარეთ რომ გაიღვიძონ.... გიჟად შეგრაცხავენ, მეტიჩარა სნობად და ა.შ. მხოლოდ შენ იცი რომ არც ერთია და არც მეორე უბრალოდ უნდა მოასწრო სანამ სტუმრებით გაივსებოდეს სახლი და გაზეპირებული ტექსტებით დაიწყებდნენ ისტერიულ რეკვას ტელეფონები..

და ახლა გვერდზე რომ გეჯდე.....
არა შენ რომ მხედავდე როგორ ვზივარ შენს გვერდით... ხელს დაგადებდი და გეტყოდი ასე გააგრძელე... ვამაყობ შენით.. ახლა მართლა ვამაყობ... 5 წლის წინ კი არ ვიცოდი რას ვაკეთებდი.
.. და მერე დაე შენმა მეგობრებმა იამაყონ იმით რომ გამოცდებამდე ზუსტად 2 კვირით ადრე გადახედეს მასალებს და მაინც წარმატებიოთ ჩააბრეს.. დაე მოყვნენ როგორ ფეხებზე ეკიდათ თავიანთი ჩაბარების ამბავი და მოყვნენ ეს ისე რომ შენ წესით უნდა შეგრცხვეს შენი გამოვლილი გზის, ყოველი გათენებული ღამის, ყოველი დაღამებული დღის, ყოველი გაცდენილი შეკრების, იმ ბედობის დღისაც უნდა შეგრცხვეს....

და ახლა შენ ერთი წამით.. სულ ერთი წამით თითებზე აწევა და 5 წლის შემდეგ გადმოხედვა რომ შეგეძლოს, დაინახავდი რომ 2010 წლის 2 იანვარს ისევ ისე მუხლებით ვდგევარ სკამზე და ისევ ისე ჩავკირკიტებ მასალას, რომელიც "ვეფხისტყაოსანზე" გაცილებით უფრო უინტერესოა, გაცილებით უფრო ნაკლები სარგებლის მოტანა შეუძლია თუმცა საჭიროა...

იმიტომ ვწერ რომ როცა ამას 2015 -ში წავიკითხავ მინდა მივხვდე რომ ტყუილად არ ჩაუვლია არაფერს როგორც ამას 2010-ში მივხვდი.

გილოცავთ!
Image and video hosting by TinyPic

11 комментариев:

  1. თავბრუდამხვევ წარმატებებს გისურვებ ჰექსუს!

    იმიტომ, რომ უბრალოდ ასე უნდა იყოს, იმიტომ რომ იცი რის ფასად რას მიაღწევ, იმიტომ, რომ უკან არ იხევ. გაიხარე შენ!

    ОтветитьУдалить
  2. clown

    didi madloba shenc aseve warmatebebi
    :)

    lalena

    "იცი რის ფასად რას მიაღწევ, იმიტომ, რომ უკან არ იხევ."

    chven amashi vgevart ertmanets maybe
    :)
    madloba
    warmatebebi

    ОтветитьУдалить
  3. კი, მეც დღე და ღამე ვმეცადინეობდი :) მეც სხვათაშორის მეუბნებოდნენ ბოლო ერთი კვირა ჩავუჯექიო ;)

    ОтветитьУдалить
  4. Этот комментарий был удален автором.

    ОтветитьУдалить
  5. გაიხარე,
    ძალიან მოეწონა.
    წარმატებები:))

    ОтветитьУдалить
  6. matasi

    didi madloba
    shnec aseve
    axla agmovachine sheni blogi
    ;)

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)