17 января 2010

მოდით ვიჭორაოთ შორენაზე

"ნუ მოგერიდებათ მიყურეთ!
მითუმეტეს რომ თქვენი მეზობელიც მე მიყურებს,
ჰოდა, მოგეცათ საჭორაო თემა"
(c) შორენა ბეგაშვილი


რადგან ჭორაობის უფლება ასე ოფიციალურად იქნა დელეგირებული მოდით განვიხილოთ გადაცემა "ღამე შორენასთან" რომლის ნახვაც ყოველ შაბათს ღამის 12 საათზე იმედის ეთერში შეგიძლიათ.

წამყვანით დავიწყოთ

ფლეიბოის პრიალა ფურცლებიდან მისი ტვ-ში გამოჩენა პირველი არხის პროექტ "კაბარეს" უკავშირდება, როცა სცენარისტებმა გადაწყვიტეს რომ ყელში ამოსული "კალანდაძე-ქვრივიშვილი-კახიანის ტანდემი ახალი სისხლით გაეხალისებინათ.

შემდეგ იყო - "ყველაფერი კარგად იქნება" სადაც მისი სპონტანური "ვაიმე როგორ ცხელა" გახდა იყო ერთადერთი მასტუმილირებელი საშუალება რომ კომპიუტერს მიჯაჭვული ახალგაზრდობა კომპიუტერს აეწკაპა და უფრო მეტის ნახვის იმედით კონოთეატრებში მიეყვანა, თუმცა როგორც შემდგომში გაირკვა სულ ტყუილად

ბოლოს, შორენამ გადაწყვიტა ამ საკითხში პიონერობა ეკისრა და გაეკეთებინა გადაცემა სადაც გულახდილად და დეტალურად ისაუბრებდა ტაბუირებულ თემა სექსზე

წამყვანი რომ იმდენად მომხიბვლელია რომ არათუ ქართველ გაშპაკლულ პრიმადონებს, არამედ ჰოლივუდის ბევრ ლამაზმანს მოიტოვებს უკან ქართული საზოგადოებისთვისაც კი ნათელია. თუმცა რამდენადაც უნაკლოა წამყვნი, იმდენად ნაკლიანი შეიძლება აღმოჩნდეს მისი წაყვანილი.



Image and video hosting by TinyPic



კერძოდ კი

  • თემატიკა

პრინციპში არაფერი ისეთი რასაც "კოსმოპოლიტენის", "ფლეიბოის", " გზისა" და "თბილისელების" გულახდილ საუბრებსა და საყურადღებო რჩევებში ვერ წაიკითხვათ, თუმცა ვინ თქვა წამყვანს მნიშვნელობა არ აქვსო?.. აბა სად კოსმოპოლიტენის რიგითი ჟურნლისტის მიერ დაწერილი ან გზის კორესპოდენტის მიერ შეთხზული და სად გრძელფეხება, მაღამკერდიანი ქალის ბაგედან წამომცდარი.

  • სტუმრები

მათი საჭიროება-არასაჭიროების საკითხი დღის წესრიგში მაშინ დადგა, როცა პირველ ღამეს ეკრანებთან მიმჯდარ შორენას გულახდილობს მომლოდინე ნახევარ საქართველოს კახუჩელა და სტეფანე შერჩათ ხელში, რომლებიც გულწრფელად ცდილობდნენ ზედმეტად პროფესიონალურად ესაუბრათ სექსზე და საზოგადოებაში მუსირებდა აზრი "რა გახდა ერთი კარგი სექსოლოგი?!"



  • საზოგადოების აზრი

მიკროფონით ქუჩებში სირბილი იმის გასაგებად რომ ქართველი მამაკაცებისთვის ყველაზე სექსუალურ პროფესიის ქალი ბოზია. (Oo) ამას ისევ კახუჩელას თეორიების მოსმენა ჯობია სექსუალურ რევოლუციაზე. საზოგადოების აზრისთვის კი ფორუმები იკითხონ


ციტატა:


"უბრალოდ შუა ცენტრში დადგეს და ხმა არ ამოიღოს, ასე გაცილებით უფრო მეტი მაყურებელი ეყოლება!"


  • არაპროფესიონალიზმი


პირველად ვნახე მსახიობი, რომელიც აბსოლიტურად ვერ მუშაობს კამერაზე. მაგრამ არა მარტო შორენა ვერ მუშაობს კამერაზე, კამერაც ვერ მუშაობს შორენაზე. იმ დროს როცა თვალებში უნდა გვიყურებდეს კადრში ხან მისი გადახსნილი მკერდი ჩანს ხან კისერი და ხან თეძოები. თუმცა ვერ გეტყვით ეს ოპერატორის არაპროფესიონალიზმის ბრალია თუ კამერა თავად გარბის "კრუპნი პლანებისკენ ", რაც ზოგადად ცუდი არ არის მაგრამ ხშირ შემთხვევაში საშინლად უადგილოა. ასევე სრულიად უაზროდ გადადიან ინტერიერზე, რაც განსხვავებით კრუპნი პლანებისგან ნამდვილად არავის აინტერესებს.



დასკვნის სახით კი გეტყვით რომ, მიუხედავად უაზრო თემების, შეუფერებელი სტუმრების და კამერის აქეთ-იქით ცანცარისა, ეს ქალი მაინც ამართლებს "ორბიტის" რეკლამის სლოგანს:

" მომხიბვლელი ღიმილისთვის ყველაფერს გაპატიებენ! "


Image and video hosting by TinyPic

პოსტის მიზანი: მე მინდა გავხდე "ნიჭიერის" ბლოგერი! :)
ჟიურის კი ვპირდები რომ მალე ტალანტ-შოუებზეც დავწერ რევიუ-პოსტებს. :)

მანამდე კი შეგიძლიათ ჩემს საყვარელ რევიუებს გადაავლოთ
თვალი

1. ფილმის მიმოხილვა

2. პრესის მიმოხილვა, 2.

3. ბლოგების მიმოხილვა

21 комментарий:

  1. chemi megobari ambobda im dges shorenas shous mere sazogadoeba gaiyo or nacilad:qalebad da kacebad da pirvels ugamonaklisod ar uyvars shorena da meores ugamonaklisod uyvarso...:D

    me shorenas ras verchi,mara unichod gaketebuli proeqtebi ar miyvars :s

    ОтветитьУдалить
  2. არადა
    კარგით რა
    დიდი ვერაფერი ქალია
    კი ბატონო სიმაპტიურია
    თუმცა არაფერი გასაგიჟებელი
    ჩემი გაგებით უფრო ვულგარულია ვიდრე სექსუალური

    ОтветитьУдалить
  3. ვერასოდეს ვერ ვუყურე რააააა
    არადა მაინტერესებს, მაგ დროს ყოველთვის ბავშვს ვაძინებ :)

    მე მომწონს შოენა, მშვენიერი სიმპო გოგონაა

    ОтветитьУдалить
  4. nastasia
    არ ვეთანხმები შენს მეგობარს
    მაშინ მე კაცი გამოვდივარ :D

    თაა
    მაივიდეოზე დევს რამდენიმე გადაცემის ლინკი
    ზოგადი წარმოდგენა შეგექმნება შოუზე

    ОтветитьУдалить
  5. თემები არ უვარგა თორე ისე მშვენიერი ქალია

    ОтветитьУдалить
  6. სტეფანეს და კახუჩელას ზედმეტად ფილოსოფიურმა ტონმა მეც გამაღიზიანა
    ნამდვილად არ იყვნენ მაგ გადაცემაში მოსაწვევი სტუმრები

    ОтветитьУдалить
  7. მეორე კომენტარს ვეთანხმები.
    ვულგარული უფროა, ვიდრე ვნებიანი და სექსუალური.

    ОтветитьУдалить
  8. იცი რა არის? როცა ტელევიზიით მიგყავს გადაცემა, გქონდეს ძალიან ბევრი თვისება. ჯერ ერთი, უნდა გქონდეს გამართული დიქცია, უნდა შეგეძლოს კამერაზე მუშაობა, უნდა გქონდეს ოდნავი სამსახიობო ნიჭი მაინც და ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უნდა გყავდეს კარგი ჯგუფი + სცენარისტი. როცა ანფისა ჩეხოვას ადარებს თავს, ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ქალი რუსეთში მოღვაწეოსბ და იქაური საზოგადოება საერთოდ სხვანაირად აღიქვამვს ბევრ რამეს, ოპერატორები და პროდუსერები ბევრად უფრო კარგად არიან მომზადებულები და ხარისხი, უშუალოდ გადაცემის, შესაბამისად მაღალია.

    გადაცემა, რომლის რეიტინგიც იცვლება მხლოდო წამყვანის სიშიშვლის პროცენტით, უბრალოდ სისულელეა და თან ტელევიზიის იმიჯზეც დიდ გავლენას ახდენს (ალბათ მიხვდებოდით რომ დადებით გავლენაზე არ ვსაუბრობ).

    და შორენა ბეგაშვილი, როგორც ქალი, შეიძლება ბევრმა მიმზიდველად მიიჩნიოს, მაგრამ განსაკუთრებული მასში მე ვერაფერი ვნახე. ბევრად უფრო ლამაზი და სექსუალური ქალები არიან საქართველოში, ბევრად უფრო ნიჭიერებიც და შეუდარებლად უკეთესი დიქციით.

    მე მაპატიეთ ვრცელი კომენტარისთვის, მაგრამ თავი აშკარად ვერ შევიკავე.

    ОтветитьУдалить
  9. grigol
    vetanxmebi shens azrs
    da madloba vrceli komenatsristvis
    :)

    ОтветитьУдалить
  10. მე მომწონს შორენა :)
    გადაცემა არ მიყურებია და ვერ დავიჩემებ მის ცუდობა-კარგობას სანამ თავად არ ვნახავ :)

    ОтветитьУдалить
  11. comedy show-ში ნიკა გრიგოლიას გაკეთებული შორენას შარჟი მომეწონა ძალიან

    ОтветитьУдалить
  12. ნიკა უფრო საინტერესოა

    ОтветитьУдалить
  13. nika gacilebit ufro lamazi da simpatiuriiyo cvetshi

    ОтветитьУдалить
  14. mhhh
    ra dzalian magari chanafikris ra idioturi ganxorcielebaa es Game shorenastan.
    arada playboys fotosesiaze ra kargi iko, rogor momconda..

    p.s. kvelaze seksualuri profesia "med da" ... kartuli saavadmkopoebis dafaxfaxebuli "med bebiebi" ....
    :vis:

    ОтветитьУдалить
  15. რატომღაც მგონია რომ ქალები რომლებიც ასე მწარედ აკრიტიკებენ შორენას
    მისი საოცრად შურთ
    ოღონდ ამას არასდროს აღიარებენ

    ОтветитьУдалить
  16. ამას ჩემს თავზე ვერ მივიღებ
    რადგან მე თავად შორენა კი არა მისი წაყვანილი გადაცემა გავაკრიტიკე
    ნუ ის ფაქტი რომ კამერაზე ვერ მუშაობს მის როგორც მსახიობის პროფესიონალიზმს აყენებს ეჭქვეშ და არა მის სილამაზეს რა თქმა უნდა
    რაც შეეხება შურის მომენტს
    შეიძლება ასეც იყოს არაფერია გამორიცხული
    აღნიშნული არაერთხელ იქნა განხილული ბლოგებზეც და ფორუმებზეც
    ფორუმზე ესეთი აზრი წავიკითხე როგორ შეიძლება ნორმალურ ქალს შორენასი შურდეს, ორი კაცი უყვარდა ცხოვრებაში და ორივემ უღალატაო.
    ამ აზრს სრულიად ვეთანხმები
    და "სიმართლის დროშიც" უფრო შემეცოდა ვიდრე შემშურდა

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)