02 февраля 2010

რატომ უნდა დავრეგისტრირდე facebook-ზე?

Image and video hosting by TinyPic

დრო დადგა ასეთი ერთი ხელით ადნაკლასნიკს უნდა აგინებდე და მეორეთი ფეისბუქზე უნდა აქტიურობდე :D

სათაურში მოყვანილი კითხვა ცოტა დაგვიანებულია. მე უკვე დავრეგისტრირდი იქ

დიახ, არ მიყვარს სოციალური ქსელები, მაგრამ არსებობს ასეთი ცნობილი პრინციპი

"თუ ყველა დარბის, დაუყოვნებლივ ჩაები მარათონში, რისთვის დარბიან ამის გარკვევას ყოველთვის მოასწრებ!"

ყველაფერს გავეცანი რაც კი ქართულ ინტერნეტში ფესიბუქის საჭიროებაზე მოიპოვებოდა.

წავიკითხე 10, 15 , 23 მიზეზი მისი საჭიროებისა

თუმცა ჯერ ვერც ის გავარკვიე რატომ დარბიან და ვერც ის საით გარბიან.


და სანამ თქვენ მიპასუხებდეთ

აი ჩემი რამდენიმე პასუხი ამ კითხვაზე:



  1. ეკონტაქტო მეგობრებს- იგივე მეგობრები არიან სკაიპში, ფორუმებზე, ბლოგებზე, მობილურში, სახლში, ქუჩაში, უნივერსიტეტეში.

  2. ითამაშო უამრავი თამაში - მაგალითად დათვს, თუ კატას თუ რა არსებაა ჯერ ვერ გავარკვიე ჩააცვა ვარდისფერი სვიტრი, დაახურო ვარდისფერი ქუდი და სტუმრად წაიყვანო შენ მეგობრებთან.

  3. შეავსო უამრავი ტესტი - მაგალითად ტესტი იმის გასარკვევად თუ რომელ პერსონაჟს გავხარ სერიალ ექიმ ჰაუსში ... ეს ტესტი აუცილებლად გჭირდება რათა დადგინდეს რომ ექიმ ჩეიზს გავხარ, და მერე ერთი კვირა იფიქრო იმაზე თუ ნეტა რითი - შენ ხომ არც ასეთი სწორი ქერა თმა გაქვს და არც ნერვებისმომშლელი ინგლისური აქცენტი :D

Image and video hosting by TinyPic

24 комментария:

  1. ნუ.. აზრი კაია, მარა რაღაც დაუმთავრებელს ჰგავს... რაღაცა აკლია..

    ОтветитьУдалить
  2. თემა კარგია, ოღონდ რაღაც მართლა აკლია, აი ე.წ. რეზიუმესავით:)

    ოღონდ, იმაცას გააჩნია ალბათ ვინ რეგისტრირდება:) და გააჩნია მეგობრებს:))

    ჩემთვის ინფორმაციის წყაროა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია იდება. ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული რეპუტაციაც აქვს. აბა დააკვირდით, რა ხშირად იწყება საინფორმაციოები ფეისბუკის ინფორმაციებით :)

    მარტო ე.წ. პანღურების ვიდეო კმარა. დიდი ხნის წინ დაიდო იუთუბზე, მაგრამ ფეისბუკში როგორც კი გაჩნდა, მხოლოდ მაშინ მოყვა გამოხმაურება.

    პ.ს. გეთანხმები, ის არ უნდა დარეგისტრირდეს, ფეხის ხმას რომაა აყოლილი და სად მირბის არ იცის. (არცერთი თამაში არ ვიცი, არც გამჩენია სურვილი და მაგ ამბავში დიდი ბატი ვარ, ვერც დავამუღამებ. ეს ფერმაა თუ რაღაც უბედურება, პირდაპირ ნერვებს მიშლის. ყველას ვაიგნორებ, ვაფრთხილებ არ გამომიგზავნოთ-თქო, მარა ვინ გისმენს)

    რაღაც დიდი კომენტარი გამომივიდა, მე მაპატოეთ :)

    ОтветитьУдалить
  3. მე, როგორც ჟურნალისტს, ფეისბუკი ძალიან მეხმარება:
    1. ინტერვიუს დროს. კითხვებს გადავაგზავნი და პასუხებიდან პირდაპის შემიძლია, ამოვირო ციტატა. თან ბევრი რესპონდენტი მყავს და სტატიას ფაქტობრივად სახლიდან გაუსვლელად ვწერ.
    2. უამრავ ინფორმაციას ვიგებ, რაც მჭირდება და არ მჭირდება. მაგრამ ”მჭირდება” გადაწონის.
    3. უამრავ ცნობილ სახესთან შევდივარ პირდაპირ კონტაქტში. ლაივში ამის შესაძლებლობა გაცილებით მცირეა.
    4. მივეჩვიე ;)

    ОтветитьУдалить
  4. პოსტს თუ რაღაც აკლია
    პირველ რიგსი უნდა ვიკითხოთ რას მოელოდა მკითხველი?
    ეს არ არის review პოსტი
    მე მაინტერესებს რატომ არის ხალხი იქ დარეგისტრირებული
    ჩემი რამდენიმე დღიანი მოღვაწეობის შედეგად სამი მიზეზი დავადგინე და განვიხილე
    სხვა მიზეზებს მკითხველისაგან ველოდები
    :)
    მაგალითად სრულყოფილი და დამაჯერებელი იყო ზურიუსის პასუხი მადლობა მას ამისთვის

    nino
    ის რომ გადაცემები ფეისბუქით იწყება და ყველგან ფეისბუქია მეტყველებეს იმაზე რომ ეს საიტი დღეს უსაზღვროდ პოპულარულია
    რაც შეიძლება ითქვას არც ისე კარგია (ჩემი აზრით)
    რადგან რაც ერთ დროს ძალიან პოპულარულია, მერე ერთობ არაპოპულარული ხდება ხოლმე ( ჩემი დაკვირვებით)
    ერთი წლის წინ ქართული ტელევიზიები დიდ რეკლმას უკეთებდა ადნაკლასნიკს და შეიძლება ითქვას პირდაპირ მოუწოდებდა კიდეც ხალხს იქ დარეგისტრირებისკენ, მაშინ ეს იყო მოდაში
    ახლა კი იქ ყოფნა ცუდ ტონადაც კი ითვლება... :)

    რაც შეეხება ინფორმაციის წყაროს :)
    შესაძლოა , თუმცა დღეს საბედნიეროდ ინფორმაციის ვაკუუმში არ ვართ
    და უამრავი საშუალებით შეიძლება ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება

    ОтветитьУдалить
  5. nu adarebt facebook-s adnaklasniks
    sircxvilia
    !

    ОтветитьУдалить
  6. მე პირადად, არ მიყვარს სოციალური ქსელი, არ ვარ აქტიური მომხმარებელი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გემბლერი ვარ :))))) ვერ მოვწყდი ფერმას ფეისბუქზე :)))))

    ОтветитьУдалить
  7. ვიცი რაოდენ გამაღიზიანებელია, როდესაც ფეისბუქს ადნაკლასნიკს ადარებენ
    თუმცა ორივე სოციალური ქსელია, ერთი მიზნისთვის შექმნილი
    და ის რომ ერთი რუსულია, მეორე ინგლისური ბევრს არაფერს ცვლის :)

    ОтветитьУдалить
  8. მრავალი მიზეზი არსებობს
    თუნდაც
    1. ეკონტაქტო მეგობრებს, კი შეიძლება იგივე მეგობრები არიან სკაიპშიც, უნივერსიტეტშიც, სამსახურშიც, მაგრამ ხომ არიან მეგობრები რომელთაც ყოველდღიურად ვერ ხედავ, და ეს საიტი სწორედ მათთან ყოველდღიური კონტაქტის საშუალებას გაძლევს
    2. გაიცნო და ეკონტაქტო მეგობრის მეგობრებს - მართალია ეს მეგობრის დაბადების დღეებზე ან სხვა შეკრებებზე შეიძლება, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანია ყოველდღიური კონტაქტი
    3. ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ პეტში. მშვენიერი დათვია :D რომელსაც უნდა მოუარო, ჩააცვა, აჭამო და გაასეირნო- კი შეიძლება გაიჩინო ნამდვილი ლეკვი და ის გაზარდო , თუმცა ცოცხალ არსებას გაცილებით უფრო დიდი დრო მიაქვს, ხოლო პეტი საშუალებას გაძლევს სამსახურიდანაც მოუარო მას.
    4. გაიგო უამრავი ინფორმაცია, მოაწყო ევენთები, დაპატიჟო მეგობრები, ან თავად ეწვიო მათ - კი ამის განხორციელება მართალი ხარ სხვა წყაროებიდანაც შეიძლება მაგრამ მე ფეისბუქი ყველაზე მოსახერხებელ საშუალებად მეჩვენება

    ОтветитьУдалить
  9. როცა ჩემს მიერ დაწერილი მიზეზები კიდევ ერთხელ გადავიკითხე მივხვდი რომ საბოლოოდ ფეისბუქი კიდევ ერთი კარგი საშუალება მთლიანად დაშორდე რეალობას და ბოლომდე შეჯდე ვირტუალურ სამყაროზე.
    ნუ ეს კარგია თუ ცუდი თავად იმსჯელეთ

    ОтветитьУдалить
  10. ჩამოთვლილ მიზეზებს მე იმას დავამატებდი რო დროთაგანმავლობაში უბრალოდ ეჩვევი ადამიანი და მორჩა.
    იგივე კითხვა შეიძლება დაისვას - რატომ წერ ბლოგს?
    რატომ ვუყურებთ სერიალებს, რატომ ვართ ფორუმებზე და ა.შ.

    ОтветитьУдалить
  11. ინფორნაციის ვაკუუმში არ ვართ, მაგრამ ინფორმაციასაც გააჩნია :)სიუჟეტები როცა ვახსენე, ფეისბუკის გავლენისთვის მინდოდა ხაზი გამესვა. ანუ, ჯერ-ჯერობით შეუძლია გავკლენის მოხდენა და ეს ძალიან კარგია, მითუმეტეს ჩვენი ცენტრალური არხების გადამკიდე.

    კონტქატები, მეტი ინფორმაცია, მეტი მსჯელობა, განხილვა, მიწვევები.... ზურიუსი დამეთანხმება რა კარგი საშუალებაა ფეისბუკი ჟურნალისტისთვის.

    აი ადნაკლასნიკებს არც უნდა ვადარებდეთ, ერთი საერთო აქვთ მხოლოდ ორივე სოციალური ქსელია, დატვირთვა აბსოლუტურად განსხვავებულია. )))არ მგონია, რომ ერთი მიზნისთვისაა შექმნილი.

    ОтветитьУдалить
  12. ჰეეექს
    სისულელე ჩაიდინე და ახლა ამ სისულელის გამართლებას ეძებ?
    :D ლოოლ
    რაც არ უნდა ბევრი მიზეზი დაასახელონ ფეისბუქის მომხმარებლებმა
    ფეისბუქის საჭიროება შენ თავად უნდა აღმოაჩინო.
    თუ ის სხვას ეხმარება არ ნიშნავს რომ შენთვისაც იდეალური სოციალური ქსელი იქნება.
    ჰოდა არ არსებობს კიდე ისეთი საიტი რომელიც დანახვისთანავე შეგიყვარდება
    ყველაფერი როგოც ზემოთ ითქვა კიდეც მიჩვევა
    :D

    კსტაწე მომწონს შენი ფოტო
    პროფილში ყველაფერი სხვანაირად ჩანს :P

    ОтветитьУдалить
  13. ტაკ არ ვეთანხმები ზემოთ გამოთქმულ შეხედულებებს იმის თაობაზე რომ ყველაფერი შეჩვევაა
    რაც არ უნდა შეჩვეული ვიყოთ სერიალებს რომლებსაც ვუყურებთ, ან თამაშებს რომლებსაც ვთამაშობთ
    მაინც ვიცით რატომ ვუყურებთ ან რატომ ვთამაშობთ.
    აი მე მაგალითად ზუსტად ვიცი რატომ ვწერ ბლოგს

    რატომ ვარ ფორუმზე ან რატომ ვუყურებ რომელიმე სერიალს :)

    dexter
    სისულელე არ ჩამიდენია
    უბრალოდ ფეიზბუქზე დავრეგისტრირდი
    და შენ ამას სისულელედ მიიჩნევ? :spy:

    ОтветитьУдалить
  14. ეს დაახლოებით ისეთივე კითხვაა
    რატომ გიყვართ შემწვარი კარტოფილი?
    პასუხი მარტივია- იმიტომ რომ მიყვარს , იმიტომ რომ გემრიელია და ა.შ.
    შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს კიდევ ორიგინალური პასუხები მაგალითად ის რომ შემწვარი კარტოფილი ძველ სიყვარულს ახსნებს, ან რომანტიულ განწყობაზე აყენებს.
    შეიძლება ყველა ვაცნობიერებდეთ რომ შემწვარი კართოფილი საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის
    ჩვენ მაინც გვიყვარს ის და მორჩა

    ОтветитьУдалить
  15. "უბრალოდ ფეიზბუქზე დავრეგისტრირდი
    და შენ ამას სისულელედ მიიჩნევ? :spy:"

    ნუ ინტრიგანობ ძალიან გთხოვ
    რა გინდა ეხლა? ფეუსბუქზე დარეგსიტრირებულმა არმიამ გადამთელოს? :D
    არ მესროლოთ თქვენიანი ვარ :D




    "არ ვეთანხმები ზემოთ გამოთქმულ შეხედულებებს იმის თაობაზე რომ ყველაფერი შეჩვევაა"


    არა რა თქმა უნდა ყველაფერი ფარდობითია :D
    ხო აი ადნასკლასნიკისა და ფეისბუქის შედარება მართლა სისულელე იყო და ამას შემდგომი თაობები არ გაპატიებენ :P

    ОтветитьУдалить
  16. მაქვს ერთი ძალიან მყარი მიზეზი რატომ მირჩევნია ფბ (უკვე დარეგისტრირებულივ არ და ამიტომა რ ვწერ რატომ უნდად არეგიტრირდე) იმიტომ რომ ფბ- ზე ხალხი მთელი მსოფლიოდან შემოდის, ანუ არეალი ბევრად ფართოა. და ეს სიფართოვე ძალიან მხიბლავს.

    ОтветитьУдалить
  17. kate
    siamovnebti dagamatebdi tumca sheni gvari agar maxsovs
    shens blogze ki facebook-is emblema ver vipove :(

    ОтветитьУдалить
  18. მოკლედ აზრი მომივიდა ასეთი
    რადგან ყველაფერს დასაბუთება და მიზეზები სჭირდება ( ჰექსეს აზრით :P)
    ჰექსსს იქნებ შენს ბლოგზე , შემოსვლისთანავე პატარა ანკეტა გააკეთო მკითხველისთვის "ჩამოთვალეთ 89 მიზეზი რატომ კითხულობთ hexsus.blogspot.com-ს" ( რა არის რამხელა სათაურია რა გახდა ერთი ge :D)

    ვინც ვერ ჩამოთვლის ამ 89 მიზეზს ბლოგზე შემოსვლა აუკრძალე, როგორც საკუთარ თავში ჩამოუყალიბებელ ადამაინებს :D

    ОтветитьУдалить
  19. dexter
    გეტყოდი ახლა სად გავიცინოთ მეთქი
    მაგრამ ძალიან ბანალური გამოვალ
    ასე რომ
    თქვენით დავიწყოთ ბატონო ლევან :P

    ОтветитьУдалить
  20. mand ro daregistrirebuliyavi,me xo ver gavigebdi,vin iyo hexe :D

    xoooda,miyvars me fb,ki morigi ukve ,,gapapsavikebuli'' qselia da chemi cyalaforeteli jgufelebic ukve mand arian,magram mainc :)

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)