18 февраля 2010

Julie and Julia

ვინაიდან ამ ფილმის უნახაობა ბლოგოსფეროში უკვე დიდ სირცხვილად იქნა გამოცხადებული
მეც გადავწყვიტე მისთვის მეყურებინა მხოლოდ ერთი მიზეზით - ფილმის მთავარ გმირ ბლოგერში დამენახა ჩემი თავი ( რაც არასდროს გამომდის ფილმის ყურებისას)

მსგავსება N 1

საზოგადოება - პირობითად "მეგობრები", რომელთაც რეალურად სულ არ აინტერესებ და იქ მხოლოდ იმიტომ ხარ რომ მათი თავბრუდამხვევი წარმატების მოზიარე გახდე.
აღნიშნული სცენა ჩემს ცხოვრებაში მეორდებოდა მანამ სანამ არ ვისწავლიდი ძალიან ზრდილობიანად უარის თქმას ყოველ ასეთ შეკრებაზე და იმ ხალხთან ურთიერთობას რომელიც მხოლოდ მე მომწონს.

Image and video hosting by TinyPic


მსგავსება N 2

მოულოდნელად საკუთარ თავში რაიმე ძალის აღმოჩენა, რომ მე ამას შევძლებ.
რაც კი ოდესმე გამიკეთებია ცხოვრებაში სწორედ ამ ძალის წყალობით.

არასდროს მეხმარებოდა სხვათა ჩიჩინი რომ მე ყველაფრის გაკეთება შემიძლია ეს გაგება თავად უნდა მოსულიყო ჩემში ამიტომ ხშირად ვეუბნებოდი ყველას - "თუ გინდათ რომ დამეხმაროთ მითხარით რომ არ შემიძლია". სწორედ ასეთ დროს ვპოულობდი ჩემს თავში ძალას და სურვილს რაღაცის კეთების
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ სურათს ჰქვია - "მეც შემიძლია ბლოგის წერა!"

Image and video hosting by TinyPic

მსგავსება N 3

შიშის გადალახვა - საკუთარ თავის კიდევ ერთხელ დარწმუნება რომ შენ არაფრის გეშინია, შენ შეგიძლია ყველაფერი მაგ: ჩააგდო ცოცხალი კიბორჩხალა ადუღებულ ქვაბში და გული არ წაგივა როდესაც კიბორჩხალა იქ ფართხალს და ქვაბის სახურავი გრუხუნს დაიწყებს. მცირე მასშტაბით ეს სცენა ჩემს ცხოვრებაში ყოველდღიურად მეორდება.
ყოველ დღე ვარწმუნებ ჩემს თავს თუ როგორ არ მეშინია ძაღლების.

Image and video hosting by TinyPic

მსგავსება N 4
წარუმატებლობის შემთხვევაში წამიერად ყველაფრის მიტოვება, მოთქმა იმის თაობაზე თუ როგორ არ გამოგდის არაფერი...შიში იმისა რომ რადგან ახლა არ გამოვიდა ე.ი. არასდროს არაფერი გამოვა.
ასეთი მომენტები ზედმეტად ბევრი იყო ჩემს ცხოვრებაში და საბედნიეროდ არც ერთი მათგანი რამდენიმე წუთზე დიდხანს არ გაგრძელებულა

Image and video hosting by TinyPic

მსგავსება N5
ძალ-ღონის მოკრება, ფარ-ხმლის არ დაყრა და ყველაფრის თავიდან დაწყება ასეთი შედევრების მისაღებად.

Image and video hosting by TinyPic

ანომალია!!!
მგონი ერთადერთი ადამიანი ვარ დედამიწის ზურგზე, რომელსაც ამ ფილმის ყურების შემდეგ არ მოუნდა სამზარეულოში შევარდნა და რაიმე გემრიელის გამოცხობა... :P

რაზეც ნამდვილად ამიძგერდა გული იყო ეს

Image and video hosting by TinyPic

18 комментариев:

  1. ძალიან მიყვცარს ეს ფილმი ^^


    ოო მე სამზარეულოში შევარდნა და მზარეულობა არ მომდომებია, სასტიკად მომშივდა :D :D

    ОтветитьУдалить
  2. აუ...
    დამაცადეთ მეც ვნახავ ბარემ რა.
    იმენა სათითაოდ დაპოსტა ყველამ ამ ფილმზე :D

    ОтветитьУдалить
  3. ფილმია როგორი იცით
    თუ არ უყურებ არაფერი მოგაკლდება თუმცა არც ყურებით მოგემატება რამე
    თუ პირიქით
    მარგალიტებით სამზარეულოში მართლა მაგარია

    ОтветитьУдалить
  4. annna

    filma romelmac oqros glopbui aigo ver vityvit
    aris ra filmiao
    mgoni :)))

    ОтветитьУдалить
  5. რამდენიმე წუთის წინ დავამთავრე ყურება და პოსტიც დავდე.
    მე მომეწონა. ბევრი მსგავსებაა ფრიად.

    ОтветитьУдалить
  6. მგონი ერთადერთი შერცხვენილი ბლოგერი, რომლესაც ეს ფილმი არ უნახავს მე დავრჩი :)))

    ОтветитьУдалить
  7. ოქროს გლობუსი რომ აიღო ეს ჯერ კიდევ არაფერს
    ნიშნავს
    ოქროს გლობუსი ისეთ ფილმებსაც აუღიათ რომლებიც საერთოდ არ მომწონებია
    და ობიექტურად დიდი მხატვრული ღირებულება არ ჰქონია

    ამ ფილმს "ქაჩავს" ის რომ მერილინ სტრიპი თამაშობს და თამაშობს მართლაც გენიალურად

    ОтветитьУдалить
  8. კარგი ფილმია
    აი ისეთი პარასკევ საღამოს რომ უნდა უყურო მშვიდად დაძაბვისა და ჩაფიქრეების გარეშე
    რაც შეეხება მერილინს როგორც ყოველთვის გადასარევია
    ჩემი აზრით ამ მსახიობმა გაქაჩა ფილმი გლობუსზე

    ОтветитьУдалить
  9. სამზარეულოში შევარდნა და რამე გემრიელის გამოცხობ არც მე მომდომებია
    თუმცა მართლა ძალიან მომინდა ბლოგის წერა
    რამე თემატური ბლოგის
    თუმცა თემა ჯერ ვერ ავარჩიე

    რამე განსხვავებული მინდა, საინტერესო და ისეთი წერა რომ არ მომბეზრდება და შუა გზაში არ მივაგდებ

    ОтветитьУдалить
  10. ვაჰ მესამე ბლოგზე ვკითხულობ უკვე ამ ფილმის რევიუს ერთი მეც უნდა ვუყურო რა არის ასეთი
    მართალია არც კულინარია მიყვარს და არც ბლოგინგზე ვგიჟდები მაგრამ მაინ

    ОтветитьУдалить
  11. საყვარელი ფილმია და რაც შეეხება ამ პოსტს, უდაოდ ყველაზე განსხვავებული ხედვაა, რაც კი ამ ფილმზე წამიკითხავს ბლოგსფეროში, მომეწონა..

    ОтветитьУдалить
  12. Анонимный
    თავიდან როდესაც ბლოგის წერას იწყებ
    ყველას უნდა რამე განსხვავებული და ყველაგნ გამორჩეული გააკეთოს
    მერე ხვდება რომ არაფერია ისეთი რაც სხვას აზრად არ მოსვლია,
    ჯობია რამე შენი გააკეთო
    ის რაც მარტო შენია
    ეს არის გარატი იმისა რომ მართლაც განსხვავებული იყო სხვებისგან :)
    მთავარია რომ ველოსიპედის გამოგონებას არ ეცადო და გააკეთო ის რაც მართლა მოგწონს :))
    წარმატებები ბლოგინგში
    :)))

    ОтветитьУдалить
  13. ჰამმმ..
    არ ვიცოდი სხვასაც თუ ჰქონდა დაწერილი, ჩემი ბოლო პოსტიც ამ ფილმზე და ჯულიაზეა :D ალბათ რაღაც ისეთი სჭირს, რომ პოსტის დაწერის ვნებას აღვივებს :D

    ОтветитьУдалить
  14. ზურა - მეც მიწერია. :D

    ОтветитьУдалить
  15. axla wavikitxe zura sheni posti
    da zalian informaciuli iyo :)


    ho filmi namdvilad kargia
    wkuis saswavlebeli
    bevr rameze rom dagafiqrebs iseti

    xo da an blogis weras mogandomebs an samzareuloshi trials

    :)

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)