25 января 2010

ნანუკას შოუ review

"თუთიყუში მხოლოდ მოლაპარაკე არ არის… არსებობენ მწერალი თუთიყუშებიც. " - ემილ კროტკი

"როცა ვხედავთ, რომ ჩვენს აზრებს იპარავენ, ყვირილის ატეხვამდე უნდა დავფიქრდეთ — მართლა ჩვენია თუ არა ეს აზრი." - ანატოლ ფრანსი


Image and video hosting by TinyPic
- (მინუსები)

-სათაური - ნუთუ არ დამთავრდა საქართველოში ვანკას, ნანკა, ნინკასა და ნუნკას შოუების ეპოქა, ნუთუ ვერ ხვდებიან რომ ეს უკვე ზედმეტად ბანალურია.
- წამყვანი - ერთ-ერთ ბლოგზე წავიკითხე ნუთუ იმდენი ჭკუა არ ყოფნით ეს ახლად ნამშობიარები ქალი რომ არ ატრიალონ სტუდიაშიო. მე რომ ვინმე მკითხავდეს აზრს - წამყვანი ჩაცმულობიან-ვარცხნილობიან-მანიკურიან-პედიკურიანად შესაცვლელია.
- მონოლოგი- სათვალე და უგემოვნო ჰალსტუჰები აკლია და წამყვანის მონოლოგი ერთი ერთში ჰგავს დავით გოგიჩაიშვილის უნიჭო მონოლოგს ღამის შოუში. როდის მივხვდებით რომ იუმორისტული მონოლოგის წასაკითხად მხოლოდ კარგი სცენარისტი არ არის საკმარისი, წამყვანიც უნდა ვარგოდეს,
- თემები- არაჩვეულებრივად აღნიშნა შოუში მიწვეულმა ერთ-ერთმა კრიტიკოსმა რომ შოუ აქტიურად აწარმოებს უნიჭო ფილმების პროპაგანდას. ეს რომ ნამდვილად ასეა ამის საულისტრაციუოდ "თბილისური love story" და "90/60/90"-ზეც საკმარისი იქნება.
-თანაწამყვანი ბიჭი - შოუში მისი ადგილი და მნიშვნელობა ამ წუთამდე კვლევის საგანს წარმოადგენს თავიდან დიჯეი მეგონა, მერე - დეკორაციის ნაწილი მეგონა, ბოლოს მივხვდი ის იქ იმიტომ ზის რომ ნანუკამ დროდადრო მომხიბვლელ ღიმილთან ერთად უკბილო ხუმრობებიც ესროლოს ხოლმე.
- მეორე თანაწამყვანი ძაღლი - რომელსაც ენა რომ ჰქონდეს ცხოველთა დაცვის საზოგადოებას უნდა აწვდენდეს ხმას.
- ჩაის შეთავავაზება და ყოველ შეთავაზებაზე იმის შეხსენება რომ სამწუხაროდ ბევრ სტუმრებთან ვერ ახერხებს ჩაის შეთავაზებას, მაგრამ მალე სერვიზსაც გაამდიდრებს და...(კი მაგრამ რა გახდა ერთი ჩაის სერვიზი შემდგომი პუნქტის გათვალისწინებით)
-ყოველ გადაცემის ყოველ დიალოგის ყოველ წინადადებაში იმის შეხსენება რომ წამყვანი კოდუას ცოლი გახლავთ და იმდენად დიდი და ჩახლართული ოჯახი აქვს რომ "სანტა ბარბარასაც" კი ეძახიან.

Image and video hosting by TinyPic
+ (პლიუსები)

+ არ მალავს რომ პლაგიატია...
+ საუკეთესო ფილტრაციის საშუალებაა, a.k.a თუ რომელიმე ფილმს ნანუკამ გაუკეთა გრანდიოზული რეკლამა ეს იმას ნიშნავს რომ მას მინიმუმ 100 მეტრის სიახლოვეს არ უნდა გავეკაროთ.
+ ხშირად აქვს გადაცემები საზღვარგარეთ აღიარებულ და საქართველოში დავიწყებულ ქართველებზე, რაც უდაოდ მისასალმებელ-ტაშდასაკრავია.

P.s. კონკურენცია ყველგან კონკურენციაა :D

Image and video hosting by TinyPic

თუ ამ პოსტის მერე არ გამოვჩნდი ე.ი. თავისუფალ სიტყვას შევეწირე! :D

61 комментарий:

  1. არცერთი გადაცემისთვის მიყურებია ბოლომდე, მაგრამ რასაც ვუყურე ზუსტად ისაა რაც თქვი. ნეტა როდის დამთავრდება ასეთი შოუების ეპოქა ჩვენს ტელესივრცეში.

    ОтветитьУдалить
  2. თუ სწორად მახსოვს, ელენი ენ ჰეჩის საყვარელია და ერთხელ (მგონი 2007–ში) ოსკარის დაჯილდოებაც წაიყვანა.

    ОтветитьУдалить
  3. Eleni da nanuka gasagebia, magram kvelaze magari ki opras da maia asatianis shedarebaaa ;)

    ОтветитьУдалить
  4. საოცრად კარგი პოსტია... ისიც კი იგრძნობოდა როგორი გაბრაზებული წერდი... პლაგიატიზმი ყველაზე სამარცხვინოა ალბათ რაც კი შეიძლება რომ ადამიანმა გააკეთოს... ჰოდა მომეწონა პოსტის იდეაც, შინაარსიც, განწყობაც და ბოლო შედარება იყო ყველაზე მაგარი : )))

    ОтветитьУдалить
  5. პოსტის დასასრული ვაღიარე ერთ-ერთ უგენიალურესად! :)))))

    ОтветитьУдалить
  6. zurrius
    ოსკარი ერთად წაიყვანეს კი
    საყვარელია თუ არა ვერ გეტყვი
    ისე გათხოვილია
    მისი მეუღლე Portia DeRossi-ა

    Anne Sidamonidze
    გბარაზებული ნაკლებად
    უფრო მეცინება იმაზე
    რომ როგორ შეიძLება ადამიანი ასე უსირცხვილოდ ბაძავდე მეორე ადამიან და ამას აღიარებდე კიდეც :)

    პოსტის დასასრული მეც მომწონს :P

    ვისაც არ გიყურებიათ ეს შოუ გირჩევთ უყუროთ
    მითუმეტეს რომ ამ ოთხშაბათს ბონიემის სოლისტი ყავთ მოწვეული :D

    ОтветитьУдалить
  7. შენ გაიხარე :) ჩემი ამდენი ხნის გულის ნადები გამოთქვი.
    აი კიდევ ერთი პლაგიატობის მაგალითი http://www.youtube.com/watch?v=ZDFSgoE4Erw&feature=player_embedded თუ მაგ გადაცემის პრომო გახსოვთ

    ОтветитьУдалить
  8. ნამდვილად სწორი შენიშვნებია, ჩაცმულობა-მონოლოგიდან დაწყებული ელენის მიბაძვა-კოდუას ცოლობით დამთავრებული :)

    ОтветитьУдалить
  9. gaixare am postistvis..

    ise, Tavis droze rom davwere, kinagam jvars macves gadacharbebuli kritikisativs.. :user:

    ОтветитьУдалить
  10. sandro
    მაგ იდეოს დადებას ვაპირებდი ზუსტად მეც
    :)
    ასეთი კოპირება უკვე ზედმეტაია

    vasasi
    პოსტის ლინკი დააგდე
    მინდა ვნახო
    :)

    nakrina
    ნუ ელენი უფრო ლამაზად გამოიყურება
    ჩემი აზრით

    ОтветитьУдалить
  11. აუ რაღაცის უნიჭო copy-paste არ გვიკვირს საქართველოში მაგრამ ასეთი დონის?
    შეიძლება ბაძავდე ადამიან მაგრამ ასე?
    თან არც მალავდე
    სად ვცხოვრობთ?

    ОтветитьУдалить
  12. პრომო ვიდეო ზუსტად იგივე
    ერთი ისაა რო აქ ნანუკა დადის იმ გოგოს ნაცვლად
    იმიტომაც იყო ასეთი არაქართული

    ОтветитьУдалить
  13. ისე აღშფოთდა აქ ხალხი თითქოს მაგათი შუა ქალაქში friend-ის კოპირება არ იყოს
    ამდენ უნიჭო ასლზე თუ თვლას ვხუჭავთ რა გახდა ერთი ნანუკა

    ОтветитьУдалить
  14. http://tamok-vasasi.blogspot.com/2009/10/blog-post_29.html



    ahxa.. :))

    ОтветитьУдалить
  15. pantastiuri posti iko!!! :*:*:* guli movipxane :D

    ОтветитьУдалить
  16. vasasi
    გამახსენდა
    სწოედ შენ იყავი ის ბლოგერი რომელიც წერდა რა მოხდებოდა ეს ახლადნამშობიარები ქალი რომ არ ეტრიალებინათ სტუდიაშიო... :D


    შუა ქალაქში ნამდვილად არის friend-ის ანალოგი
    ამას არავინ უარყოფს
    მაგრამ შუა ქალაქში წმინდა ქართული სიტუაციებია განხილული და ქართული იუმორიც იგრძნობა
    მოკლედ კარგად არის მორგებული ქართულ რეალოაბას.
    ალბათ იმიტონმაც არ არის ეს ისე გამაღიზიანებელი, როგორც ნანუკას შოუს შემთხვევაში.

    ОтветитьУдалить
  17. ჟორჟოლიანი რომ პლაგიატია ეგ ახალი ამბავი არ არის
    მე ის უფრო მეტად მაინტერესებს ვინ ურჩევს მაგ გოგოს ტანსაცმელს?
    ადრე მაია ასათიანის ჩაცმულობა იყო კარგი საჭორაო თემა
    ახლა ეგ ოდნავ გამოსწორდა
    სამაგიეროდ ნანუკას აცვია რაღაც სასწაული ვითომ ავანგარდული ტანსაცმელი
    კაშმარ

    ОтветитьУдалить
  18. საინტერესოა რა გონია ამ ხალხს რომ სადღაც მიყრუებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვერასდროს ვერ გავიგებთ რომ ასეთ უნიჭო ასლს გვაყურებინებენ?
    შეიძლება მიყრუებულ ქვეყნაში მართლაც ვცხოვრობთ, მაგრამ საბედნიეროდ ინტერნეტით უკვე ყველანაირი ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი

    ОтветитьУдалить
  19. didi optimisti unda iyo am uniwobashi pliusic rom dainaxo
    nanukas show tavidan bolomde minusia
    tan didi minusi

    ОтветитьУдалить
  20. lol ჰექსე, დაგლიჯა :))))))))

    ОтветитьУдалить
  21. უმაგრესი პოსტია ჰექსუს...
    უმაგრესი ხარ :* :*


    "თუ ამ პოსტის მერე არ გამოვჩნდი ე.ი. თავისუფალ სიტყვას შევეწირე! :D" ამან ვაფშე დაგლიჯა. :D

    ОтветитьУдалить
  22. აღასპერ შენ ცთუ გქონდა ბლოგი არ ვიცოდი
    :)
    წელცომე

    kate
    დიდი მადლობა ქეთ! :*
    ხო რავი თუ არ გამოვჩნდი მომიკითხეთ
    ხომ იცით როგორ ქვეყანასი ვცხოვრობთ ? :D

    domen
    "ვინ ურჩევს მაგ გოგოს ტანსაცმელს?"
    ცქვიტინიძე მოსავს მგონი :D

    ყოველ შემთხხვევაში საახალწლო გადაცემასი მისი კაბა ეცვა..

    ОтветитьУдалить
  23. ლოლ გადასარევი პოსტია, მაგრამ მოკლეა

    :D

    ОтветитьУдалить
  24. ნან

    მოკლე?
    ისე პრინციპში მართალი ხარ გაცილებით უფრო ფართოდ შეიძლებოდა განხილულიყო ეს საკითხი, როგორც პლაგიატიზმის ერთ-ერთი საუკეთესო შემთხვევა.
    თუმცა მკითხველის თვალები სევიბრალე და ძირითადად საკვანძო საკითხებს შევეხე

    ხო აი კიდევ რა ვისაც არ დაგეზარებათ შეგიძლიათ საიტებიც შეადაროთ ერთმანეთს
    ელენის საიტი: http://ellen.warnerbros.com/2009/10/new_gmc_cash_clunker.php
    ნაუკას საიტი: http://nanukashow.ge/

    ОтветитьУдалить
  25. "ნანუკას შოუ" ის ერთადერთი პროექტია, რომელიც გოგიჩაიშვილმა დაიწყო და თავიდანვე არ გაამართლა :)

    ნუ, სტუდიაში ძროხის მიყვანა და ძაღლის კუდის ქიცინი არ არის საკმარისი, რომ "რაღაც განსხვავებულიაო" თქვა :)

    ОтветитьУдалить
  26. ვაი დედა... :|

    რა მიმბაძველობაა....

    ОтветитьУдалить
  27. იმ კრიტიკოსს მეც ვუსმინე
    ასეთ უნიჭო ფილმებს რატომ უწევთ პროპაგანდასო
    და ნანუკას პასუხი იყო ასეთი ფილმები პოპულარობით სარგებლობენ და ხალხი მათ სანახავად კინოთეატრებში დადისო თუ რაღაც მაგდაგვარი
    მთელ ერთ გადაცემას რომ მიუძღვნი ერთი ფილმის პიარს ისარგებლებს პოპულარობით აბა რას იზამს?

    ОтветитьУдалить
  28. ფილმების პროპაგანდაზე ვერაფერს ვიტყვი
    იმ გადაცემას ვუყურე მხოლოდ სადაც შუა ქალაქის მსახიობები ჰყავდა სტუმრად
    ვფიქრობ ისეთ სერიალზე როგორიც შუა ქალაქშია გაცილებით უფრო მაგარი და საინტერესო გადაცემის გაკეთება შეიძლებოდა
    აქ კი ერთი და იგივე ატრიალეს და რაღაც უნიჭოდ შეავსეს საეთერო დრო...
    ბოლოს ნატო გელაშვილის გამოჩენა კი საერთოდ რაღაც კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო

    ОтветитьУдалить
  29. ნანუკას ჩაცმულობა საერთოდ ცალკე განსახილველი თემაა
    ხშირად საერთოდ ვერ ვარჩევ ხოლმე რა აცვია

    ОтветитьУдалить
  30. dzaan magari mimoxilvaa.
    tak derjat!
    nanukas shou da asatianis profili sucks sashinlad da kide bevri rame
    memgoni pirvelad vkitxulob aset karg gatrakebas oficialuri gasartobi mediis mimart kartul netshi

    ОтветитьУдалить
  31. :D
    კორექტულობის ზღვარზე იყო, მომეწონა სტილი :)

    კრიტიკა პოპულარულობაზე მეტყველებს, + გაუმჯობესების შანსს აძლევს წამყვანს, ასე რომ, წესით შენი შემდეგი პოსტიც უნდა ვიხილოთ :D

    ამდენი მსგავსება თუ იყო არ ვიცოდი, თუმცა, გადაცემების კოპირება კოპირაიტის დაცვით, მე მგონი პრობლემა არაა, თუმცა საავტორო გადაცემების კოპირების რა გითხრათ :D

    და მთავარი: რამდენიც არ უნდა ვაკრიტიკოთ, გინდ ეს, გინდ მაია ასათიანის გადაცემა და გინდა ღამე შორენასთან ერთად (ამ პირვეზე ბევრად უარესი), – ფაქტი ერთია, რომ ხალხი უყურებს, ყველა სიტყვა და დეტალი იცის. გადაცემის გასაყიდად კი სწორედ ესაა საჭირო. შემეცნებითი მიზნები არცერთ მათგანს არ აქვს, განსაკუთრებით კი პირველ ორს :)

    ОтветитьУдалить
  32. მშვენიერი პოსტი იყო)) რეკლამაც რომ მოპარულია..რაღაც ამერიკული კლიპია თბილისის ხედებით გადამღერებული)

    ОтветитьУдалить
  33. უფფ გაიხარე! ზუსტად ის ამოთქვი რასაც მეც ვფიქრობდი
    სულ რამოდენმე გადაცემას შევავლე თვალი და არასდროს სურვილი არ გამჩენია მომდევნო ...(იმ კვირის დღეს) დაველოდო როცა ეს ძვირფასი გადაცემა გადის
    უნიჭობის კივილი :)
    : აგრესიული არ ვარ :

    ОтветитьУдалить
  34. ra sainteresoa ratom sargeblobs salanzgavi postebi aseti didi popularobit?
    blogebic ert did bogmis buketad iqca?

    ОтветитьУдалить
  35. ჰა ჰა ჰა
    გუშინ დემონსტრაციულად გადავრთე ტელევიზორი ამ შოუს დაწყებისთანავე
    სირცხვილია ასე copy-paste

    ОтветитьУдалить
  36. რა მნიშვნელობა აქვს ვინმეს შოუს ანალოგია თუ არა?
    მთავარი რომ პოპულარობით სარგებლობს და ხალხი უყურებს - ეს არის მთავარი

    რატომ არ შეგიძლიათ უბრალოდ უყუროთ და გაერთოთ?
    უამრავი შოუს ანალოგი გვაქვს ეგრე საქართველოში როემლსაც უპრეტენზიოდ უყურებთ
    რაღა ამაზე გახდით განსაკუთრებულად ორიგინალურნი ?

    ОтветитьУдалить
  37. buba

    და ვინ უყურებს ერთი?
    არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს
    რამხელა პიარიც აქვს
    ჯერ მარტო შუა ქალაქის რეკლამების დროს 3-ჯერ მაინც გადის მაგის რეკლამა

    ОтветитьУдалить
  38. რას ქვია ვინ უყურებს?
    ერთი პროფილს არ უყურებთ და მეორე ამას რა..
    რაც არ უნდა copy-paste იყოს ნანუკას შოუ ასათიანის უნიჭო შოუს მანც ჯობია

    ОтветитьУдалить
  39. შენ თუ დემონსტრაციულად გადართე ტელევიზორი ეს არ ნიშნავს რომ ყველა ასე მოიქცა
    :)

    ОтветитьУдалить
  40. იმას არ ვამბობ რომ ყველამ მე უნდა მომბაძოს და ტელევიზორი გადართოს მეთქი
    უბრალოდ ამ შოუს ისედაც არ ყავას ბევრი მაყურებელი
    ცარიელი პიარია
    სირცხვილიც კია ასეთი პლაგიატობა პოპულარული იყოს
    რაც შეეხება ასათინას
    გეთანხმები არანაკებს დიდი უნიჭობაა
    თუმცა გაცილებით უფრო პოპულარულია
    რადგან არავის მიბაძვას მაინც არ ცდილობს

    ОтветитьУдалить
  41. ასათიანი არავის მიბაძვას არ ცდილობს?
    დარწმუნებული ხარ?
    დიდად არ ვარ მისი მაყურებელი
    მაგრამ ამ ქვეყანაში ყველა ყველას ბაძავს და რაღა ეგ არის გამონაკლისი?
    :D

    ОтветитьУдалить
  42. მე ვიპოვე 3 განსხვავება პირველ სურათში
    1. ნანუკა უფრო სრულია ვიდრე ელენი
    2. ნანუკა უფრო ხელოვნურად იცინის თუმცა ბუნებრივად გაცინებას ცდილობს
    3. ნანუკას შიგნიდან ვარდისფერი პერანგი აცვია, ელენს თეთრი

    :-D

    ОтветитьУдалить
  43. მეც არ ვთქვი რატომ იცმევს ეს გოგო ასე ბიჭურად მეთქი
    თურმე რაში ყოფილა საქმე
    მეორე სურათზე მეგონა მარალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია და როგორ შეეშალა მეთქი
    არადა დაბალქუსლიანია უბრალოდ ფეხი მაღლა აქვს აწეული, როგორც ჩანს მთლად ვერ ეგუება დაბლებს
    :D
    სურათი არ დიდდება და თქვენც ნახეთ ხომ ეგრეა?

    ОтветитьУдалить
  44. Этот комментарий был удален администратором блога.

    ОтветитьУдалить
  45. მოკლედ მოხარული ვარ რომ ასეთი უხვკომენტარიანი გამოდგა ეს პოსტი
    :)
    ყველას დიდი მადლობამინდა გადაგიხადოთ პოსტის მოწონებისთვის
    :)
    გმადლობთ

    Анонимный
    შემიძლიათ გკითხოთ სად დაინახეთ ვინმეს ლანძღვა
    ზედმეტად კორექტულადაც კი შევეცადე ჩემი აზრი გამომეთქვა შოუს მიმართ

    buba
    ნუკის დავეთანხმები და ვიტყვი რომ სირცხვილია ასეთი პლაგიატობას პოპულარული იყოს
    თუმცა მე არავისთვის მომიწოდებია ამ შოუს არ უყუროთ-მეთქი
    ყველას თავისი აზრი და თავისუფალი არჩევანის უფლება აქვს

    ozzy
    ყოჩაღ უდაოდ ძალიან ყურადღებიანი ხარ :)))

    miako
    სხვათაშორის მეც სულ მეგონა რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა და ახლა დავაკვირდი და გეთანხმები
    დაბალზე აცვია
    ფეხი აქვს უბრალოდ აწეული
    :P შენც დაკვირვებული ყოფილხარ


    პ.ს. რაც შეეხება კითხვას ყველაფრის გაკრიტიკება მოდაშია?
    ჩემი პასუხია- არა, მოდაშია ყველაფერზე საკუთარი აზრის გამოთქმა

    ОтветитьУдалить
  46. ნუთუ იმდენი ჭკუა არ ყოფნით ეს ახლად ნამშობიარები ქალი რომ არ ატრიალონ სტუდიაშიო

    ise eg dzalian uadgilod natqvami fraza iko, 2 Tvis namshobiarebi vikavi da idealurad gamovikurebodi

    es ise tu maincdamainc mshobiarobaze midgeba saqme :)

    kargi review iko

    Dv0rsky

    kvelaze magari ki opras da maia asatianis shedarebaaa ;)

    eg vis camoscda egeti kretinoba?

    ОтветитьУдалить
  47. taa
    შენ შეიძლება მშვენივრად გამოიყურებოდი არ გედავები :)
    თუმცა ნანუკა რომ ასე არ გამოიყურება მგონი ნათელია
    ყველა ერთნაირად არ არის
    უმრავლესობა ქალებისა მშობიარობის შემდეგ იმატებს და თუ ასეთ დროს ტელევიზიაში ტრიალი გინდა სულ მცირე ფორმაში უნდა ჩადგე- ამის თქმა უნდოდა ამ სიტყვების ავტორს maybe
    პოსტის მოწონებისთვის კი გმადლობთ :)

    ОтветитьУдалить
  48. nu nawilobriv martali xar, magram imashi namdvilad ver dagetanxmebi rom davto gogichaishvili unichoa, rac sheexeba nanukas shows esec qartvelebis axirebaa yvelapershi xom vigacas unda mivbadzot :)

    ОтветитьУдалить
  49. დათო გოგიჩაიშვილი ნამდვილად არ არის უნიჭო
    უბრალოდ მისი მონოლოგები მეჩვენებოდა ღამის შოუში ზედმეტად უნიჭოდ
    იუმორისტული შოუს წასაყვანად მხოლოდ ნიჭიერება არ არის საკმარისი

    ОтветитьУдалить
  50. Magari bandzebi arian, goniat Rom xalxi debilia da araferi unaxavs.

    ОтветитьУдалить
  51. Magari bandzebi arian, goniat Rom xalxi debilia da araferi unaxavs.

    ОтветитьУдалить
  52. looool

    ყოჩაღ, მაგარი პოსტია

    ОтветитьУдалить
  53. რატომ აკეთებთ არასწორ აქცენტებს? ნანუკას შოუს პრობლემა მხოლოდ პლაგიატი რომ იყოს, დარწმუნებული ვარ ხმას არავინ ამოიღებდა. თქვით სიმართლე, სწორი აქცებტები ჯობია. :)

    ОтветитьУдалить
  54. Анонимный

    chemtvis esaa mtavari problema
    sxva mnishvnelovani aqcenti tqven dagvanaxet :))))

    ОтветитьУдалить
  55. hmmm mec magas ar vidzaxi, rom "nanukas show" da "profili" ertmanets ejibreba titqos metqi, magram minusic ki damiweres ara da me yvelaferi simartle miweria shensavit :@ :)magari postia genacvale,shen mainc daanaxe xalxs simartle...

    ОтветитьУдалить
  56. Анонимный11 июня 2010 г., 14:02

    mshvenieeri gadaacema da siiaamovneebit vukuureb xolme. da sanaam vinmes gakritiikebas daiwkeebt zogierteebi manaamde daoikrdiit tkven tu gakvt imiis traki rom saaertod rame gaaketooot cxovrebashi vigaciis kritiikis gardaa, xodaa acaalet sxvaas ramiis gaketeeba da saertodaac madloba tkviit rom es maainc gvaakvs tore davklevdeboodit saertooood

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)