21 февраля 2010

ვინ არის ჰექსე?!


Image and video hosting by TinyPic

ყურადღება!! - პოსტი,  რომლის წაკითხვასაც აპირებ ძალიან ძველია. უფრო ახალი ისტორია ჰექსეზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ - " 3 ისტორია ჰექსეზე"


ყოველთვის როცა ახალ ბლოგს ვიპოვი და იქ რაიმე კარგ პოსტს წავიკითხავ პირველი კითხვა რომელიც მიჩნდება არის "ვინ არის ბლოგის ავტორი?" და ყოველ კუთხე-კუნჭულში ისე მოურიდებლად ვიწყებ ავტორის ძებნას როგორც სახლში დაუკითხავად შესული სტუმარი მასპინძლის..



რაც უფრო დიდ ხანს დაიმალება მასპინძელი მით უფრო კარგია,,. იდუმალების შეგრძნებას ამძაფრებს, მაგრამ გადაჭარბებით არაფერია კარგი, დიდხანს ლოდინიც არ მიყვარს, ასე რომ შესაძლებელია ისევე თავხედურად გავიჯახუნო კარი, როგორც შევაღე


.... და გამახსენდა რომ არც ჩემს ბლოგზე წერია რამე ისეთი, რომელიც პასუხს გასცემდა კითხვას ვინ არის ბლოგის ავტორი?


ასე რომ არასრული ლუსტრირება ბლოგსპოტზე



სახელი - hexe, სამ წელზე მეტია ასე მქვია, თქვენც ასე დამიძახეთ.

ასაკი - ჩემს ასაკზე იაპონელები იტყოდნენ ერთი თითი სხვისი ხელიდან ანუ 21.

განათლება - დავამთავრე ბაკალავრიატი, ვაგრძელებ მაგისტრატურაში და ასე ვაპირებ გაგრძლებას შავ მანტიამდე ან ასათიანის თეთრ ხალათამდე.

პროფესია - ბავშვობიდან მინდოდა ჟურნალისტობა,

მერე ლინგვისტობა,

პარალელურად პოლიტოლოგობა და ფილოსოფოსობა

შიგადაშიგ ხელოვნებათმცოდნეობაც,

იშვიათად ფსიქოლოგობა,
ბოლოს გადავწყვიტე დეტექტიური რომანები მეწერა, ამიტომ ჩავაბარე იურიდიულზე. :D



ინტერესები - ლიტერატურა, ხელოვნება, ისტორია პერმანევტულად.
ბოლო გატაცება მითოლოგია.
ბოლოს წინა ანტიკა და არქეოლოგია
მას შემდეგ რაც შევიტყე რომ წინა ცხოვრებაში არქეოლოგი ვიყავი გავოცდი რატომ არასდროს მიფიქრია ამ პროფესიაზე, თუმცა სრულიად არ ვნანობ. იურისპრუდენცია ძალიან გავს არქეოლოგიას. :D



გატაცება - პასუხების პოვნა უინტერესო კითხვებზეც კი...

შესაბამისად ჩემს ბლოგზე იპოვით:

1. პასუხს კითხვებზე - რატომ? როგორ? საიდან? როდის?
ვიქექებით ლექსიკონებში ძირითდად გვაინტერესებს ანტიკური ხანა, ცნობილი ადამიანები, მათი მოღვაწეობა და განსაკუთრებით გვაინტერესებს უცნობი დეტალები და მათი ნააზრევი ცხოვრებაზე
2. პირადი ხასიათის პოსტებს ანუ პოსტებს იმის შესახებ თუ როგორო დამაგვინდა დილით ავტობუსის გაჩერებაზე, როგორ ჩავაბრე 9 გამოცდა 20-დან u.a.



სამაგიეროდ



მე ვარ ბლოგერი რომელიც არასდროს დაწერს:

მსგავს პოსტებს:
  • დილით უნივერსიტეტში 8-ზე უნდა ვყოფილიყავი, მე კი მხოლოდ 9-ზე გამეღვიძა. რა კოშმარია ნეტა ვინ დამწყევლა ასე? -ალბათ ინტერნეტმა გამიგია ღამის 3-ის მერე საშინელი წყევლა იცისო.
  • არ მოგიყვებით თუ რაოდენ უბედური ვარ იმის გამო რომ არ მყავს მანქანა და საკუთარი მძღოლი, არ მაქვს სახლი იბიცაზე და საკუთარი ვარსკვლავი გალაკტიკაში->არ ვწუწუნებ რომ არ მაქვს ფეხსაცმელი, რადგნ შემხვედრია ხალხი, რომელთაც არ ქონიათ ფეხები. =)
  • არასდროს დაგიწყებთ ჭკუის დარიგებას (ჩემთვისაც არ მაქვს საკმარისი)
  • არასდროს გასწავლით როგორ უნდა დაწეროთ კარგი პოსტები, დატოვოთ კომენტარები, როგორ დააკლიკოთ ლინკს (რადგან მე თვითონაც არ ვიცი და თანაც) მწამს რომ თქვენ ყოველთვის მზად ხართ ისწავლოთ, მაგრამ არასდროს მოგწონთ, როცა გასწავლიან => ასე ძია უისტონმა თქვა და აბსოლიტურად მართალიც თქვა



ასე რომ მხოლოდ მეგობრული რჩევა ჩემგან და ძია მარკესისგან, რომელიც ჩემი ბლოგისა და მთელი ჩემი ცხოვრების მთავარი დევიზია



"ნუ ხარჯავ ამდენ ძალისხმევას ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება, როგორც შენი სტუმრობა ბლოგზე!"


Image and video hosting by TinyPic

ბოლოს კი რამდენიმე თავისებურება წერის სტილზე:



> ვწერ გრძელ პოსტებს - თუმცა ვცდილობ სიტყვა"ლაკონური" დავამკვიდრო ჩემს ლექსიკონში;
>პოსტებს ყოველთვის ვაფორმებ სურათებით, რადგან ბავშვობაში არ მიყვარდა უსურათო წიგნების კითხვა. ყველა ჩვენ კი ბავშვობიდან მოვდივართ
> ხშირად ვიყენებ ისეთ ფრაზებს როგორიცაა - როგორც იტყოდა სპინოზა, ტოტლებენი წერდა, საბა ბრძანებდა და ა.შ.
ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ რომ ინტელექტუალური სნობი ვარ და ამის დამალვას არც კი ვცდილობ..
ან იმიტომ კი არა რომ ვცდილობ ამით უფრო ნაკითხი გამოვჩნდე,
ან იმიტომ კი რა რომ მსიამოვნებს როცა ხალხს ამაზე ნერვები ეშლებათ.
არა, უბრალოდ საკუთარ ნააზრევს ვამყარებ სხვისი ნააზრევით, ყველაფერს ხომ მტკიცებულება სჭირდება.
welcome...
Image and video hosting by TinyPic

43 комментария:

  1. საყვარელი პოსტი იყო ^^

    ОтветитьУдалить
  2. როგორც ყოველთვის, დიდი ინტერესით წავიკითხე შენი ეს პოსტიც! გმადლობ! :*

    ОтветитьУдалить
  3. pasuxebse kitxvebs vpoulob xolme da mere mgonia ro arascori iyo da axals vedzeb,rchevebs ro izlevian,iset blogebse ar davdivar da verc usurato postebs vkitxulob,imito ro eget postebshi arasodes ar dagxvdeba aseti gemrieli marmeladi...
    da kide,hexse mgonia ro saintereso adamiania da rac fb-se gnaxe,imis mere mgonia ro imase bavshvuri xar,vidre blogi mafiqrebinebda...
    mokled :)

    ОтветитьУдалить
  4. არ მოგიყვებით თუ რაოდენ უბედური ვარ იმის გამო რომ არ მყავს მანქანა და საკუთარი მძღოლი, არ მაქვს სახლი იბიცაზე და საკუთარი ვარსკვლავი გალაკტიკაში->არ ვწუწუნებ რომ არ მაქვს ფეხსაცმელი, რადგნ შემხვედრია ხალხი, რომელთაც არ ქონიათ ფეხები. =)


    au zalian magari sityvebia :)
    gamegima sasiamovnod

    ОтветитьУдалить
  5. ამ პოსტით უნდა დაგეწყო ბლოგვა :))

    ОтветитьУдалить
  6. მომეწონა მომეწონაა.. ბოლომდე წავიკითხე :)

    ОтветитьУдалить
  7. ჩემი ხუჭუჭა, პიკანტური ბავშვი....

    ნუ აი არ ვიცი რაღა დავამატო.
    მიყვარხარ :* :* :*

    ОтветитьУдалить
  8. 'რატომ' ყველაზე კარგი კითხვაა :)

    ОтветитьУдалить
  9. ოოო მიყვარს ასეთი პოსტები,, ლუსტრირება და ტაკ დალე
    სათაური რომ დავინახე სიმართლე გითხრა რაღაც ისეთს ველოდი სვერხ სეკრეტნის
    და ბლოგის ერთგულმა მკითხველმა რომ დავამატოთ ჩვენი ვერსიები თემაზე ვინ არის ჰექსე შეიძლება?
    :D

    ОтветитьУдалить
  10. "ხშირად ვიყენებ ისეთ ფრაზებს როგორიცაა - როგორც იტყოდა სპინოზა, ტოტლებენი წერდა, საბა ბრძანებდა და ა.შ."

    ტოტლებენზე გადავყირავდი ლოლ
    ეს ბლოგზე იმდენად არ იგრძნობდა როგორც რეალში
    მაგრამ იმდენად ოსტატურად სვამ ამ ფრაზებს ხოლმე რომ სრულიად არ ჟღერს გამაღიზიანებლად maybe
    ჩემთვის ყოველ შემთხვევაში
    :*
    მაგარი პოსტი იყო

    მაგრამ ხო იცი არ მიყვარს ეს ანკეტისებური პოსტები
    სათაური რომ დავინახე სვერხ სეკრეტნის არა მაგრამ ბიოგრაფიულ პოსტს ველოდი
    მე ის უფრო მომწონს :)

    ОтветитьУдалить
  11. ყოველთვის ვიცოდი რომ სნობი იყავი :*
    თუნდაც ინტელექტუალური სნობი :D

    იას ვეთანხმები
    მეც ბიოგრაფია უფრო მომწონს :)

    ОтветитьУдалить
  12. მე მგონი სულ ცოტა დაკვირვება და ეს ყველაფერი ისედაც ნათელი იყო

    :)

    ОтветитьУдалить
  13. ძალიან კარგი ნაწერია! იდეაში გეთანხმები სრულად, ალბათ მეც დავწერ მოგვიანებით ჩემს თავზე.
    პლუსი შენს პოსტს, დამსახურებული

    ОтветитьУдалить
  14. გამარჯობა მე გადაცემა ჩვენი ექსპრესიდან, და დავინტერესდი შენი ბლოგით, დამიკავშირდი სკაიპში gionix-95

    ОтветитьУдалить
  15. გამარჯობა მე გადაცემა ჩვენი ექსპრესიდან ვარ, და დავინტერესდი შენი ბლოგით, დამიკავშირდი სკაიპში gionix-95

    ОтветитьУдалить
  16. მოვიხიბლე, ერთობ! :)

    ОтветитьУдалить
  17. ბიჯო როგორ მევასები <3

    ОтветитьУдалить
  18. კარგი იყო
    ადრეც მომწონდა შენი ბლოგი, და ნუ ეს პოსტიც შესაბამისად მომეწონა ბევრი რამის გამო თუნდაც მხოლოდ მარკესის და თუნდაც მხოლოდ იმით რომ ყველაფერს მტკიცებულება უნდაო! :)
    და რაც შეეხება იმას თუ ვისია ბლოგი––ზოგჯერ კარგია რომ იცი ზოგჯერ კი სულაც არ მინდა ამის ცოდნა :)

    ОтветитьУдалить
  19. lenon
    i.a.
    თქვენ ჩამორჩით დროს მეგობრებო
    ახლა ავტობიოგრაფიებს არავინ წერს
    :P
    ახლა ასეთი ანკეტებია მოდაშია
    მაქსიმალური ინფორმაცია მინიმალურ დროში..

    ჩვენ გავუსწარით დროს
    ჩვენ გადავიტანთ 2012-ს
    და ერთად შევალთ ევროკავშირში

    ОтветитьУдалить
  20. clown
    dia
    xato
    :* :* :*
    მადლობები

    ნასტასია

    ხო ბავშვურობა ჩემი მთავარი მინუსიცაა და პლიუსიც
    უფრო სწორედ ჯერ არ ვიცი მინუსია თუ პლიუსი

    zurriuss
    ეგრე უინტერესო იქნებოდა
    თუმცა გეთანხმები ძალიან დავაგვიანე

    თაკა

    მეც მევასები ბიჯო

    pelagiaa
    მადლობა მეც ვკითხულობ ხოლმე შენს ბლოგს

    i.a.
    lenon
    სხვათაშორის ვაპირებდი ბიოგრაფიის სტილში დაწერას
    თუმცა რატომღაც გადავიფიქრე ასე უფრო სახალისოა ვგონებ

    dexter
    რა თქმა უნდა მკითხველსაც შეუძლია დაამატოს- ვინ არის ჰექსე
    :D:D


    p.s.
    რამდენნი ხართ - მადლობა ყველას
    :*
    გეფერებით :))

    ОтветитьУдалить
  21. ჰმ მე ნინო უფრო მომწონდა
    ის უფრო სხვანაირად წერდა
    უფრო თბილად

    :*

    ОтветитьУдалить
  22. hexe
    რა იცი ხოლმე ეს ქელეხის სუფრასავით ჩამოწერა :D
    ყველას სათითაოდ რომ უპასუხო უფრო მეტი კომენტარი არ დაგროვდება :D



    eka
    მე ჰექსე უფრო მომწონს
    და საერთოდაც ორი სხვადასხვა პიროვნება სულაც არ არის
    უბრალოდ ჰექსე ნინოს ქვეცნობიერია
    რომელსაც თუ "სიმართლის დროს " დავუჯერებთ ვერსად გაექცევი :P

    ОтветитьУдалить
  23. eka
    :)) :*

    dexter
    მთავარი რაოდენობა არ არის
    :)

    ОтветитьУдалить
  24. hexe
    "მთავარი რაოდენობა არ არის"

    ნუ ჩვენ მენშჩანები ამას ვერ გავიგებთ

    ОтветитьУдалить
  25. Анонимный24 мая 2010 г., 11:51

    Moxibluli var shenit :)

    ОтветитьУдалить
  26. მადლობა თუმცა არ ვიცი ვინ ხარ :)))

    ОтветитьУдалить
  27. Анонимный29 июля 2010 г., 17:15

    უსაქმურობისგან ინტერნეტში ბოდიალი დავიწყე და შენს ბლოგს გადავაწყდი...
    მართლა ძალიან მომწონს შენი პოსტები
    ძალიან კარგად წერ
    წარმატებებს გისურვებ : ))

    ОтветитьУдалить
  28. dges SemtxveviT movxdi shen blogze, da titqmis yvela statia Shemomekitxa, zalian sainteresod, tavisuflad da lagad wer :)

    ОтветитьУдалить
  29. gogo xar tu bichi isic rom dagewera ar ikneboda zedmeti.sheni postebidan ver davadgine eg. da aq ragac komentarebsh wavawydi ro abat gog unda iyo.

    ОтветитьУдалить
  30. პოსტებიდან არ დგინდება გოგო ვარ თუ ბიჭი? არც ფეისბუქის სურათიდან? :))

    ОтветитьУдалить
  31. dzalian saintereso iyoo da saxalisoc... momewona da shemtxvevitac xshirad shemovixedavxolme ... kargad wer da albat marto blogs ara...

    ОтветитьУдалить
  32. saintereso shemtxvevaa.
    aqamde ratomgac megona, rom, bavshvobashi yvelas kosmonavtoba undoda.

    ОтветитьУдалить
  33. რა კარგია, რომ შემთხვევით მოგნახე!!!ვაუ.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მადლობა :)
      როდინდელი პოსტი, მე მგონი ასეთი აღარ ვარ :)

      Удалить
  34. მართლა მოულოდნელად და შემთხვევით მოვხვდი შენს ბლოგზე, ძაან ვხალისობ და ძაანაც მომწონხარ, ხოდა ყოველ შემოვლაზე ახალ პოსტს ველი, (ძველები უკვე გადავქექე) ))) :)

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ყველაფერი ცხოვრებაში მოულოდნელად ხდება :)))
      ეს არის დევიზი ბლოგისაც :)

      Удалить
  35. მომწონს მე შენი ბლოგი, სწერვული პოსტები, გულზე მხვდება :დ კარგი ხარ :)

    ОтветитьУдалить
  36. მომეწონე. ტოტლებენი არასდროს იტყოდა იმას, რომ გულწრფელი უნდა იყოს და უცხო ადამიანს პირში არ უნდა მიახალო საკუთარი შთაბეჭდილება, მაგრამ ეშმაკსაც წაუღია ტოტლებენის თავი, ბოდიში მომიხდიადა...

    ОтветитьУдалить
  37. Этот комментарий был удален автором.

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)