
ყურადღება!! - პოსტი, რომლის წაკითხვასაც აპირებ ძალიან ძველია. უფრო ახალი ისტორია ჰექსეზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ - " 3 ისტორია ჰექსეზე"
ყოველთვის როცა ახალ ბლოგს ვიპოვი და იქ რაიმე კარგ პოსტს წავიკითხავ პირველი კითხვა რომელიც მიჩნდება არის "ვინ არის ბლოგის ავტორი?" და ყოველ კუთხე-კუნჭულში ისე მოურიდებლად ვიწყებ ავტორის ძებნას როგორც სახლში დაუკითხავად შესული სტუმარი მასპინძლის..
რაც უფრო დიდ ხანს დაიმალება მასპინძელი მით უფრო კარგია,,. იდუმალების შეგრძნებას ამძაფრებს, მაგრამ გადაჭარბებით არაფერია კარგი, დიდხანს ლოდინიც არ მიყვარს, ასე რომ შესაძლებელია ისევე თავხედურად გავიჯახუნო კარი, როგორც შევაღე
.... და გამახსენდა რომ არც ჩემს ბლოგზე წერია რამე ისეთი, რომელიც პასუხს გასცემდა კითხვას ვინ არის ბლოგის ავტორი?
ასე რომ არასრული ლუსტრირება ბლოგსპოტზე
სახელი - hexe, სამ წელზე მეტია ასე მქვია, თქვენც ასე დამიძახეთ.
ასაკი - ჩემს ასაკზე იაპონელები იტყოდნენ ერთი თითი სხვისი ხელიდან ანუ 21.
განათლება - დავამთავრე ბაკალავრიატი, ვაგრძელებ მაგისტრატურაში და ასე ვაპირებ გაგრძლებას შავ მანტიამდე ან ასათიანის თეთრ ხალათამდე.
პროფესია - ბავშვობიდან მინდოდა ჟურნალისტობა,
მერე ლინგვისტობა,
პარალელურად პოლიტოლოგობა და ფილოსოფოსობა
შიგადაშიგ ხელოვნებათმცოდნეობაც,
იშვიათად ფსიქოლოგობა,
ბოლოს გადავწყვიტე დეტექტიური რომანები მეწერა, ამიტომ ჩავაბარე იურიდიულზე. :D
ინტერესები - ლიტერატურა, ხელოვნება, ისტორია პერმანევტულად.
ბოლო გატაცება მითოლოგია.
ბოლოს წინა ანტიკა და არქეოლოგია
მას შემდეგ რაც შევიტყე რომ წინა ცხოვრებაში არქეოლოგი ვიყავი გავოცდი რატომ არასდროს მიფიქრია ამ პროფესიაზე, თუმცა სრულიად არ ვნანობ. იურისპრუდენცია ძალიან გავს არქეოლოგიას. :D
გატაცება - პასუხების პოვნა უინტერესო კითხვებზეც კი...
შესაბამისად ჩემს ბლოგზე იპოვით:
1. პასუხს კითხვებზე - რატომ? როგორ? საიდან? როდის?
ვიქექებით ლექსიკონებში ძირითდად გვაინტერესებს ანტიკური ხანა, ცნობილი ადამიანები, მათი მოღვაწეობა და განსაკუთრებით გვაინტერესებს უცნობი დეტალები და მათი ნააზრევი ცხოვრებაზე
2. პირადი ხასიათის პოსტებს ანუ პოსტებს იმის შესახებ თუ როგორო დამაგვინდა დილით ავტობუსის გაჩერებაზე, როგორ ჩავაბრე 9 გამოცდა 20-დან u.a.
სამაგიეროდ
მე ვარ ბლოგერი რომელიც არასდროს დაწერს:
მსგავს პოსტებს:
- დილით უნივერსიტეტში 8-ზე უნდა ვყოფილიყავი, მე კი მხოლოდ 9-ზე გამეღვიძა. რა კოშმარია ნეტა ვინ დამწყევლა ასე? -ალბათ ინტერნეტმა გამიგია ღამის 3-ის მერე საშინელი წყევლა იცისო.
- არ მოგიყვებით თუ რაოდენ უბედური ვარ იმის გამო რომ არ მყავს მანქანა და საკუთარი მძღოლი, არ მაქვს სახლი იბიცაზე და საკუთარი ვარსკვლავი გალაკტიკაში->არ ვწუწუნებ რომ არ მაქვს ფეხსაცმელი, რადგნ შემხვედრია ხალხი, რომელთაც არ ქონიათ ფეხები. =)
- არასდროს დაგიწყებთ ჭკუის დარიგებას (ჩემთვისაც არ მაქვს საკმარისი)
- არასდროს გასწავლით როგორ უნდა დაწეროთ კარგი პოსტები, დატოვოთ კომენტარები, როგორ დააკლიკოთ ლინკს (რადგან მე თვითონაც არ ვიცი და თანაც) მწამს რომ თქვენ ყოველთვის მზად ხართ ისწავლოთ, მაგრამ არასდროს მოგწონთ, როცა გასწავლიან => ასე ძია უისტონმა თქვა და აბსოლიტურად მართალიც თქვა
ასე რომ მხოლოდ მეგობრული რჩევა ჩემგან და ძია მარკესისგან, რომელიც ჩემი ბლოგისა და მთელი ჩემი ცხოვრების მთავარი დევიზია
"ნუ ხარჯავ ამდენ ძალისხმევას ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება, როგორც შენი სტუმრობა ბლოგზე!"

ბოლოს კი რამდენიმე თავისებურება წერის სტილზე:
> ვწერ გრძელ პოსტებს - თუმცა ვცდილობ სიტყვა"ლაკონური" დავამკვიდრო ჩემს ლექსიკონში;
>პოსტებს ყოველთვის ვაფორმებ სურათებით, რადგან ბავშვობაში არ მიყვარდა უსურათო წიგნების კითხვა. ყველა ჩვენ კი ბავშვობიდან მოვდივართ
> ხშირად ვიყენებ ისეთ ფრაზებს როგორიცაა - როგორც იტყოდა სპინოზა, ტოტლებენი წერდა, საბა ბრძანებდა და ა.შ.
ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ რომ ინტელექტუალური სნობი ვარ და ამის დამალვას არც კი ვცდილობ..
ან იმიტომ კი არა რომ ვცდილობ ამით უფრო ნაკითხი გამოვჩნდე,
ან იმიტომ კი რა რომ მსიამოვნებს როცა ხალხს ამაზე ნერვები ეშლებათ.
არა, უბრალოდ საკუთარ ნააზრევს ვამყარებ სხვისი ნააზრევით, ყველაფერს ხომ მტკიცებულება სჭირდება.
welcome...

საყვარელი პოსტი იყო ^^
ОтветитьУдалитьროგორც ყოველთვის, დიდი ინტერესით წავიკითხე შენი ეს პოსტიც! გმადლობ! :*
ОтветитьУдалить: *
ОтветитьУдалитьpasuxebse kitxvebs vpoulob xolme da mere mgonia ro arascori iyo da axals vedzeb,rchevebs ro izlevian,iset blogebse ar davdivar da verc usurato postebs vkitxulob,imito ro eget postebshi arasodes ar dagxvdeba aseti gemrieli marmeladi...
ОтветитьУдалитьda kide,hexse mgonia ro saintereso adamiania da rac fb-se gnaxe,imis mere mgonia ro imase bavshvuri xar,vidre blogi mafiqrebinebda...
mokled :)
არ მოგიყვებით თუ რაოდენ უბედური ვარ იმის გამო რომ არ მყავს მანქანა და საკუთარი მძღოლი, არ მაქვს სახლი იბიცაზე და საკუთარი ვარსკვლავი გალაკტიკაში->არ ვწუწუნებ რომ არ მაქვს ფეხსაცმელი, რადგნ შემხვედრია ხალხი, რომელთაც არ ქონიათ ფეხები. =)
ОтветитьУдалитьau zalian magari sityvebia :)
gamegima sasiamovnod
ამ პოსტით უნდა დაგეწყო ბლოგვა :))
ОтветитьУдалитьმომეწონა მომეწონაა.. ბოლომდე წავიკითხე :)
ОтветитьУдалитьჩემი ხუჭუჭა, პიკანტური ბავშვი....
ОтветитьУдалитьნუ აი არ ვიცი რაღა დავამატო.
მიყვარხარ :* :* :*
'რატომ' ყველაზე კარგი კითხვაა :)
ОтветитьУдалитьოოო მიყვარს ასეთი პოსტები,, ლუსტრირება და ტაკ დალე
ОтветитьУдалитьსათაური რომ დავინახე სიმართლე გითხრა რაღაც ისეთს ველოდი სვერხ სეკრეტნის
და ბლოგის ერთგულმა მკითხველმა რომ დავამატოთ ჩვენი ვერსიები თემაზე ვინ არის ჰექსე შეიძლება?
:D
"ხშირად ვიყენებ ისეთ ფრაზებს როგორიცაა - როგორც იტყოდა სპინოზა, ტოტლებენი წერდა, საბა ბრძანებდა და ა.შ."
ОтветитьУдалитьტოტლებენზე გადავყირავდი ლოლ
ეს ბლოგზე იმდენად არ იგრძნობდა როგორც რეალში
მაგრამ იმდენად ოსტატურად სვამ ამ ფრაზებს ხოლმე რომ სრულიად არ ჟღერს გამაღიზიანებლად maybe
ჩემთვის ყოველ შემთხვევაში
:*
მაგარი პოსტი იყო
მაგრამ ხო იცი არ მიყვარს ეს ანკეტისებური პოსტები
სათაური რომ დავინახე სვერხ სეკრეტნის არა მაგრამ ბიოგრაფიულ პოსტს ველოდი
მე ის უფრო მომწონს :)
ყოველთვის ვიცოდი რომ სნობი იყავი :*
ОтветитьУдалитьთუნდაც ინტელექტუალური სნობი :D
იას ვეთანხმები
მეც ბიოგრაფია უფრო მომწონს :)
მე მგონი სულ ცოტა დაკვირვება და ეს ყველაფერი ისედაც ნათელი იყო
ОтветитьУдалить:)
ძალიან კარგი ნაწერია! იდეაში გეთანხმები სრულად, ალბათ მეც დავწერ მოგვიანებით ჩემს თავზე.
ОтветитьУдалитьპლუსი შენს პოსტს, დამსახურებული
გამარჯობა მე გადაცემა ჩვენი ექსპრესიდან, და დავინტერესდი შენი ბლოგით, დამიკავშირდი სკაიპში gionix-95
ОтветитьУдалитьგამარჯობა მე გადაცემა ჩვენი ექსპრესიდან ვარ, და დავინტერესდი შენი ბლოგით, დამიკავშირდი სკაიპში gionix-95
ОтветитьУдалитьმოვიხიბლე, ერთობ! :)
ОтветитьУдалитьბიჯო როგორ მევასები <3
ОтветитьУдалитьკარგი იყო
ОтветитьУдалитьადრეც მომწონდა შენი ბლოგი, და ნუ ეს პოსტიც შესაბამისად მომეწონა ბევრი რამის გამო თუნდაც მხოლოდ მარკესის და თუნდაც მხოლოდ იმით რომ ყველაფერს მტკიცებულება უნდაო! :)
და რაც შეეხება იმას თუ ვისია ბლოგი––ზოგჯერ კარგია რომ იცი ზოგჯერ კი სულაც არ მინდა ამის ცოდნა :)
lenon
ОтветитьУдалитьi.a.
თქვენ ჩამორჩით დროს მეგობრებო
ახლა ავტობიოგრაფიებს არავინ წერს
:P
ახლა ასეთი ანკეტებია მოდაშია
მაქსიმალური ინფორმაცია მინიმალურ დროში..
ჩვენ გავუსწარით დროს
ჩვენ გადავიტანთ 2012-ს
და ერთად შევალთ ევროკავშირში
clown
ОтветитьУдалитьdia
xato
:* :* :*
მადლობები
ნასტასია
ხო ბავშვურობა ჩემი მთავარი მინუსიცაა და პლიუსიც
უფრო სწორედ ჯერ არ ვიცი მინუსია თუ პლიუსი
zurriuss
ეგრე უინტერესო იქნებოდა
თუმცა გეთანხმები ძალიან დავაგვიანე
თაკა
მეც მევასები ბიჯო
pelagiaa
მადლობა მეც ვკითხულობ ხოლმე შენს ბლოგს
i.a.
lenon
სხვათაშორის ვაპირებდი ბიოგრაფიის სტილში დაწერას
თუმცა რატომღაც გადავიფიქრე ასე უფრო სახალისოა ვგონებ
dexter
რა თქმა უნდა მკითხველსაც შეუძლია დაამატოს- ვინ არის ჰექსე
:D:D
p.s.
რამდენნი ხართ - მადლობა ყველას
:*
გეფერებით :))
ჰმ მე ნინო უფრო მომწონდა
ОтветитьУдалитьის უფრო სხვანაირად წერდა
უფრო თბილად
:*
hexe
ОтветитьУдалитьრა იცი ხოლმე ეს ქელეხის სუფრასავით ჩამოწერა :D
ყველას სათითაოდ რომ უპასუხო უფრო მეტი კომენტარი არ დაგროვდება :D
eka
მე ჰექსე უფრო მომწონს
და საერთოდაც ორი სხვადასხვა პიროვნება სულაც არ არის
უბრალოდ ჰექსე ნინოს ქვეცნობიერია
რომელსაც თუ "სიმართლის დროს " დავუჯერებთ ვერსად გაექცევი :P
eka
ОтветитьУдалить:)) :*
dexter
მთავარი რაოდენობა არ არის
:)
hexe
ОтветитьУдалить"მთავარი რაოდენობა არ არის"
ნუ ჩვენ მენშჩანები ამას ვერ გავიგებთ
Moxibluli var shenit :)
ОтветитьУдалитьმადლობა თუმცა არ ვიცი ვინ ხარ :)))
ОтветитьУдалитьუსაქმურობისგან ინტერნეტში ბოდიალი დავიწყე და შენს ბლოგს გადავაწყდი...
ОтветитьУдалитьმართლა ძალიან მომწონს შენი პოსტები
ძალიან კარგად წერ
წარმატებებს გისურვებ : ))
კვალი :*
ОтветитьУдалитьdges SemtxveviT movxdi shen blogze, da titqmis yvela statia Shemomekitxa, zalian sainteresod, tavisuflad da lagad wer :)
ОтветитьУдалитьდიდი მადლობა თეო :))
ОтветитьУдалитьgogo xar tu bichi isic rom dagewera ar ikneboda zedmeti.sheni postebidan ver davadgine eg. da aq ragac komentarebsh wavawydi ro abat gog unda iyo.
ОтветитьУдалитьრა მნიშვნელობა აქვს ვინ არის, მთავარია გენიალურად წერს, გადასარევად მსჯელობს, ფანტასტიურად აზროვნებს და... მოსაწონია... დანარჩენი, ძალიან სულ ერთია
Удалитьპოსტებიდან არ დგინდება გოგო ვარ თუ ბიჭი? არც ფეისბუქის სურათიდან? :))
ОтветитьУдалитьdzalian saintereso iyoo da saxalisoc... momewona da shemtxvevitac xshirad shemovixedavxolme ... kargad wer da albat marto blogs ara...
ОтветитьУдалитьsaintereso shemtxvevaa.
ОтветитьУдалитьaqamde ratomgac megona, rom, bavshvobashi yvelas kosmonavtoba undoda.
ეგ ცოტა სხვა თაობას :)
Удалитьრა კარგია, რომ შემთხვევით მოგნახე!!!ვაუ.
ОтветитьУдалитьმადლობა :)
Удалитьროდინდელი პოსტი, მე მგონი ასეთი აღარ ვარ :)
მართლა მოულოდნელად და შემთხვევით მოვხვდი შენს ბლოგზე, ძაან ვხალისობ და ძაანაც მომწონხარ, ხოდა ყოველ შემოვლაზე ახალ პოსტს ველი, (ძველები უკვე გადავქექე) ))) :)
ОтветитьУдалитьყველაფერი ცხოვრებაში მოულოდნელად ხდება :)))
Удалитьეს არის დევიზი ბლოგისაც :)
მომწონს მე შენი ბლოგი, სწერვული პოსტები, გულზე მხვდება :დ კარგი ხარ :)
ОтветитьУдалитьმომეწონე. ტოტლებენი არასდროს იტყოდა იმას, რომ გულწრფელი უნდა იყოს და უცხო ადამიანს პირში არ უნდა მიახალო საკუთარი შთაბეჭდილება, მაგრამ ეშმაკსაც წაუღია ტოტლებენის თავი, ბოდიში მომიხდიადა...
ОтветитьУдалитьЭтот комментарий был удален автором.
ОтветитьУдалитьu4g75e9m50 b0j03a5c34 j7g43j2l30 f2r72j0l94 g6h03p5p27 g1k29e5x97
ОтветитьУдалитьc7a17i5s32 l1k69h4a99 j7b86f2n21 m3e84w3i00 l3n32f7k36 h8d79m2r70
ОтветитьУдалить