28 февраля 2010

უაღრესად პირადი პოსტი

Image and video hosting by TinyPic

დრო იყო. ზაფხულის დასასრული.
შებინდებისას
საეჭვოდ მარტოდ დარჩენილი ავუყევი ასევე საეჭვოდ მარტოდ დარჩენილ ჩაბნელებულ ქუჩას
და ამ ნაცნობ ქუჩაზე მეათესედ ამავალს ორი ლანდი დავლანდე სიბნელეში
ჩახუტებეულები
მეცნო ეს ჩახუტება, ეს ქუჩაც, ეს საღამოც
თუმცა ამას ვინ ჩივის ბიჭი არ მეცნოს მთავარია
ის რომ იყოს რა იქნება?
იქნება რომ რამე - წესით არაფერი, ყველაფერი ხომ ძალიან დიდი ხნის წინ დასრულდა.
ავდივარ და ვფიქრობ გამოვედი სიგიჟეების ჩადენის ასაკიდან თუ ჯერ კიდევ შეიძლება?
თუმცას სიგიჟეს რათ უნდა ასაკი?


ერთი ტირის და მეორე ამშვიდებს
და ამ ტირილ-დამშვიდებაში, ისე არიან გართულები
ვერც ხვდებიან რომ ქუჩას კეტავენ
ქუჩა ხომ იმდენად ვიწროა რომ მხოლოდ ორი ადამიანი თუ დადგება
ისიც ჩახუტებულები.
ასე რომ თავისუფლად შემიძლია მივიდე, ეს ერთმანეთს მიწებებული წყვილი გავწიო ( ერთს მივესალმო) და ვუთხრა: "მაპატიეთ, უნდა გავიარო!"

მაგრამ მე ხომ ამას არ ვიზამ?

ერთი ნაბიჯიც და მეორე მხარეს გადასვლა უკვე ძალიან უხერხული იქნება.

ახლა კი ისე ახლოს ვდგევართ ერთმანეთთან სუნით გარჩევაც რომ შეგიძლია ადამიანის.

გვერდს მიქცევს და ქვევით ეშვება... უფრო ნელა როგორც ჩვეულებრივ საყვარელ ადამიანს გაკიდებულთ სჩვევიათ ხოლმე.


Image and video hosting by TinyPic
გაგღვიძებიათ ხანგრძლივი კოშმარის შემდეგ მოულოდნელად?
როდესაც აცნობიერებ რომ შენს სახლში ხარ. შენი სითბოთი და სუნით გაჟღენთილ ლოგინში წევხარ და ყველაფერი რაც თვალის გახელამდე არსებობდა წარსულში დარჩა.
(ზუსტად ასეთი შეგრძნება დამეუფლა მარტოდდარჩენილ ქუჩაზე მარტოდდარჩენილს...)

და მორჩა.
ისეთი სიმშვიდე და სიმყურდოვე ჩამოწვა ირგვლივ როგორც სისხამ დილით ფანჯარაში შემოჭრილ მკრთალ მზის სხივს მოაქვს ხოლმე.

მთავარი იცით რა არის?
ის ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით იდგა მე კი დაზუსტებით იმის თქმაც კი არ შემიძლია ნამდვილად ის იყო თუ არა...
მერე რა რომ საშინლად ბნელოდა ის ხომ ისე ახლოს იდგა..მე კი ვერ ვიცანი
იმიტომ ხომ არა რომ მისი მსგავსი კიდევ ასობით არის ამ ქვეყნად ?..
გათენდა :)
მითი მისი განსაკუთრებულობისა ისეთივე შექმნილი ლეგენდა აღმოჩნდა, როგორიც ჰომეროსის სიბრმავე..

ეს ამბავი ჩემო მკითხველო 2009 წელს მოხდა,, სექტემბრის 28-ს
შემდეგი 5 თვე კი მოპოვებული თავისუფლებით ვტკბებოდი
:)
Image and video hosting by TinyPic

15 комментариев:

  1. მიყვარს სიზმრები ^_^

    ОтветитьУдалить
  2. Этот комментарий был удален автором.

    ОтветитьУдалить
  3. საინტერესოა..

    ОтветитьУдалить
  4. მიყვარს შენი ბლოგი აქ სითბოა :)))

    ОтветитьУдалить
  5. clown
    ჰო თუმცა ეს სიზმარი არ ყოფილა
    რეალობა იყო
    მაგრამ რეალობაში გავიღვიძე და მივხვდი რომ რაც მანამდე იყო სიზმარი იყო
    ცუდი სიზმარი
    :)

    qeti
    i.a.
    :)

    ОтветитьУдалить
  6. ვფიქრობ გამოვედი სიგიჟეების ჩადენის ასაკიდან თუ ჯერ კიდევ შეიძლება?
    თუმცას სიგიჟეს რათ უნდა ასაკი?

    მეც ამ დღეში ვარ ხოლმე. მგონი ჯერ არ გამოვსულვარ. არვიცი. ბევრს ვფიქრობ ხოლმე ამაზე.


    რაღაცნაირად ვიგრძენი, რომ სიზმარი არ იყო.

    ОтветитьУдалить
  7. "მიყვარს შენი ბლოგი აქ სითბოა :))
    "


    და შესანიშნავი საზოგადოება
    :)

    ОтветитьУдалить
  8. ძალიან თბილი პოსტი იყო.
    მომეწონა. :))

    ОтветитьУдалить
  9. Fish's blog

    დიდი მადლობა :)


    lenon
    ჯოჯოხეთი ყოფილა

    ОтветитьУдалить
  10. რა ძალდაუტანებლადაა დაწერილი :)

    ОтветитьУдалить
  11. Jokey
    მადლობა
    ბუნებრივი კომენტარი იყო :)

    ОтветитьУдалить
  12. ერთი წელია თითქმის ამ ბლოგს ვკითხულობ და პირად პოსტს პირველად ვკითხულობ მგონი 0

    სიზმარი რომ არ იყო მივხვდი
    მაგრმ კითხის ნიშნებით იყო სავსე პოსტი
    ალბათ იმიტომ რომ ყველას არ ეხებოდა
    ამიტომაც ვერ გაიგებდა ყველა

    ესეც ჩემი პირველი კომენტარი აქ

    ОтветитьУдалить
  13. ქუჩის დასახელებაც კი შემიძლია :)
    არ ეცადე გაგერკვია
    მართლა ის იყო თუ არა?

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)