" Sen ise cumad xar, ragac axali da kargi unda xdebodes"
საყოველთაოდ დამკვიდრებული შეხედულების თანახმად ყველა მოვლენა რაღაცას ნიშნავს
მაგ:
- ოქროსფერი რგოლი მარჯვენა არათითზე ახალი ოჯახის დასაწყისს;
- ორი ხაზი ორსულობის ტესტზე სავარაუდოდ ახალი სიცოცხლის დასაწყისს;
- ჯერ კიდევ ჩამოუხევი ლექციების ცხრილი სტენდზე მორიგი ახალი სემესტრის დასაწყისს;
- ახალი ჭიქა ჩემს სახლში მორიგი ახალი სტაჟირების დასაწყისს.

უნივერსიტეტში მაგისტრატურის პირველი სემესტრი ისე დასრულდა და მეორე ისე დაიწყო, რომ სტუდენტთა უმრავლესობას თავი ბაუნტის რეკლამაში გვეგონა, რადგან რთული იყო მიხვედრა სად დამთავრდა რეალობა და დაიწყო ოცნება.
ახალი სემესტრი იმიტომ იყო საინტერესო, რომ ამ სემესტრში აუცილებლად უნდა ამერჩია პრაქტიკული კლინიკა.
მერე რა რომ ჩემს სივიში პრაქტიკისა და სტაჟირების მეტი რა წერია. მაინც..
კლინიკა კი სულ ორი იყო:
- პრაქტიკული სამართლის კლინიკა - რაც გულისხმობდა სკოლის მოსაწავლეთათვის ძირითადი სამართლებრივი ცნებებისა და პრობლემების გაცნობას;
- მერიის კლინიკა - რაც მოქალაქეებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევაში მდგომარეობდა.
(ალბათ პირველად ჩემს მოღვაწეობაში მქონდა გეგმა B, რასაც ორგანულად ვერ ვიტან, რადგან მიმაჩნია რომ გეგმაB-ს არსებობა ყოველთვის უშლის ხელს გეგმა A-ს 100%-ით შესრულებას. ხოლო თუ ალფაბეტურ თანმიმდევრობას გავითვალისწინებთ ცხადია რომ გეგმა A გაცილებით მნიშვნელოვანია B-ზე) და რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ორივეში გავედი
მერე დავჯექი და დავიწყე ფიქრი რომელი ამერჩია :)
ორივე მთელი გულით მინდოდა მაგრამ, რადგან პირველს იმდენი დატვირთვა არ აქვს და გამიზნულია ძირითადად იმ სტუდენტებისთვის რომლებიც მუშაობენ, ჩემს მიერ ამ უკანასკნელის არჩევა დაახლოებით იგივე იქნებოდა რაც შუა მარხვაში უკანასკნელი ლობიანის ყიდვა არამარხულის მიერ.
ჰოდა მეც სხვის ცოდვაში არ ჩავდექი და ავირჩიე მეორე.
:)
გავიარე 3 დღიანი ტრენინგი, გავნაწილდი ჩემი უბნის მუნიციპალიტეტში და შევუდექი მოქალაქეთა სამართლებრივ კონსულტაციას
მაგრამ მოხდა ჰოი საოცრება, დამირეკეს პრაქტიული სამართლის კლინიკიდან და ტრენინგზე დამიბარეს
და მოხდა მეორე ჰოი საოცრებავ და მე ამ ტრენინგზე წავედი
ტრენინგები, რომელიც 3 დღე გაგრძელდა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე ამ კლინიკაში დავრჩენილიყავი
გადავწყვიტე, მერე გადავიფიფიქრე, მერე ისევ გადმოვიფიქრე და ერთი კვირა სხვა არაფერს ვაკეთებდი თუ არა ვირხეოდი ქართაგან ძლიერთა
არადა ზოდიაქოთი სასწორი არ ვარ, როგორც ჩანს მერყეობა სასწორებთან ყოფნით გადამედო.
ტრენინგზებზე ყველაზე უარესისთვის გვამზადებენენ, ამიტომ მეგონა რომ სკოლაში წავიდოდა მერეხების ჰაერში სროლა და რა სამართალი მასწ...
მაგრამ პირველ გაკვეთილზე მისულს დამხვდა 4 უსაყვარლესი ბავშვი, რომლებმაც ყველაფერი იციან, ყველაფერს ისმენენ, ყველაფერს გიჯერებენ მოკლედ საუკეთესო რესურსია სასწავლებლად
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ბოლო 2 გაკვეთილია რაც სამართლის ტრენერად ვევლინები 151-ე სკოლას და პრაქტიკაში ვანხორციელებ კონ ჰოპტის სიტყვებს: "ყველაფერი რაც მე ლექციის ჩატარების შესახებ ვიცი, ცუდი სტუდენტებისგან ვისწავლე"

კინაღამ დამავიწყდა სიახლე რომელიც დღეს შევიტყვე - მაქვს პატივი :D გიო მაისურაძეს ვასწავლიდე
ეს სახელი და გვარი ზოგიერთ ბლოგერს ალბათ გეცნოთ....
ეს არის ჟურნალისტი "ჩვენი ექსპრესიდან" რომელმაც რამდენიმე კვირის წინ გადაიღო სიუჟეტი ბლოგერებზე
და რომლის რესპოდენტთა სიაში მეც მოვხვდი
თუმცა ეს უკვე სიახლე ნომერი 2-ია
და ამის შესახებ შემდგომში დავწერ ....

აკი პირადი მიმოწერა საიდუმლოაო?
ОтветитьУдалитьწარმატებები ^_^
ОтветитьУдалитьმე ვარ სასწორი და ზუსტად ეგეთი ვარ :)
ОтветитьУдалитьრომელი კლასი გყავს ნი?
ОтветитьУдалитьაუ სამართალს მეც ვსწავლობდი მეათე კლასში
ОтветитьУдалитьთუ მეთერტმეტე იყო :D
საშინელი მასწავლებელი გვყავდა
ისე შენნაირ გოგოს რომ ესწავლებინა იქნებ მეც მესწავლა რამე :D
lenon
ОтветитьУдалить"აუ სამართალს მეც ვსწავლობდი მეათე კლასში"
მერე რა ისწავლე?
:D
ვერასოდეს ვიტანდი სამართალს და მარტო სიტყვების რახარუხი მგონია ახლაც.
ОтветитьУдалитьdexter
ОтветитьУдалитьპირადი მიმოწერა რომ საიდუმლოა სწორედ ამიტომ არ წერია არსად გამომგზავნის ვინაობა
i.a.
9
:)
lenon
ОтветитьУдалитьფიზიკას რომ გასწავლიდა ახალგაზრდა გოგო იმიტომ რომ არ გამოხვედი ნიუტონი?
ბაუნტისთან შედარება გენიალური იყო
ОтветитьУдалитьყოჩაღ :up:
ყოველთვის ვამბობდი რომ ქალი-კიო ხარ
ყველგან ხარ :)
მაგარია...
ОтветитьУдалитьგილოცავ...
კარგი პროფესია მასწავლებლობა არადა.
WOW!
ОтветитьУдалитьკლინიკაში ორი სემესტრი ვიყავი და ბოლოს მაგ სკოლაში ვასწავლიდი:):):)
პრინციპში, მე 18–კაციანი ჯგუფი მყავდა:):):)
მიყვარს ეგ კლინიკა...