12 марта 2010

მხოლოდ თქვენ თუ გვიშველით მისტერ ჰოლმს!

10 საინტერესო და შესაძლოა უცნობი ფაქტი მისტერ ჰოლმსზე
Image and video hosting by TinyPic
  1. ფრაზა - "ელემენტარულია ვატსონ" კონან დოილის არც ერთ რომანში არ არის. ის შერლოკ ჰოლმს ამ წიგნის პირველ ეკრანიზაციაში ათქმევინეს.
  2. ჰოლმსს ტელეფონი უკვე 1888 წელს მისი გამოგონებიდან 10 წლის შემდეგ "ჰქონდა"
    უცნაური დამთხვევაა რომ ტელეფონის გამომგონებლის ალექსანდრე ბელის ასისტენტს ტომას ვატსონი ერქვა. =)

  3. ბეიკერ სტრიტის ქუჩაზე 221 ბ სახლი საერთოდ არ არსებობდა. ის მოგვიანებით ააშენეს რომ მასში შერლოკ ჰოლმსის მუზეუმი გაეხსნათ. ამ მისამართზე დღემდე მიდის ათასობით წერილი შერლოკ ჰოლმსის სახელზე, ისინი ცნობილ გამომძიებელს შველას სთხოვენ.
  4. კონან დოილის რომანების გამოსვლის შემდეგ დედუქციის მეთოდი მთელ მსოფლიოში აღიარეს კრიმინალურ სამსახურებში და მას დღემდე იყენებენ. მეოცე საუკუნის დასაწყისში ეგვიპტის პოლიციაში კონან დოილის ნაწარმოებები ყველა გამომძიებელს უნდა სცოდნოდა. შემდგომში კი ის საგნადაც დაამატეს.
  5. 2002 წელს შერლოკ ჰოლმსი ინგლისის სამეფო აკადემიის ქიმიკოსთა ლიგის საპატიო წევრად აღიარეს. არც ერთ სხვა გამოგონილ პერსონაჟს ასეთი პატივი არ ღირსებია.
  6. ჰოლმსი არ არის მხოლოდ კონან დოილის შემოქმედების ნაყოფი. მასზე მოთხრობები სხვადასხვა დროს დაწერეს: კონან დოილის ვაჟმა ადრიანმა, ნილ მეიმანმა , მარკ ტვენმა, სტივენ კინგმა და ამერიკის პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმაც კი.
  7. მსოფლიო ბესტსელერების რიგში მოთხრობები ჰოლმსზე მეორე ადგილს იკავებს ბიბლიის შემდეგ და იგი 76 ენაზეა ნათარგმნი.
  8. ექიმი ვატსონი ნამდვილად ექიმი იყო, დანტისტი და ნამდვილად ბეიკერ სტრიტზე ცხოვრობდა. მასთან კონან დოილი კბილებს მკურნალობდა
  9. კონან დოილს ისე მობეზრდა თავისი გმირი რომ 1883 წელს "უკანასკნელ საქმეში" მოკლა, ამან საზოგადოებაში საშინელი რეაქცია გამოიწვია, ამბობენ მოთხრობების ციკლის გაგრძელება კონან დოილს თავად ინგლისის დედოფალმა თხოვაო. ავტორი იძულებული გახდა შვიდი წლის შემდეგ " ბასკერვილების ძაღლში" გაეცოცხლებინა თავისი გმირი. როგორც ცნობილია სწორედ ამ მოთხრობას კითხულობდა ნიკოლოზ II- ის ოჯახი სიცოცხლის ბოლო დღეებში. რეალური სერ ჰარი ბასკერვილი კი იმდენად აღაშფოთა კონან დოილის მოთხრობამ რომ ავტორისთვის სასამართლოში ჩივილიც კი სცადა..
  10. ერთ-ერთმა სამშენებლო ფირმამ გასაყიდად გამოუშვა წყალი, რომელსაც ბეიკერ-სტრიტზე ჭაბურღილიდან იღებენ. მათი მტკიცებით წყალი ხელს უწყობს ადამიანის ტვინის მუშაობას და აძლიერებს მთელ ორგანიზმს. წყალს 221-ბ ჰქვია და თუ მე-3 პუნქტის ბოლო წინადადებას გავითვალისწინებთ ამ წყალს საკმაო მუშტარი უნდა ყავდეს :D

ბონუსად - "შერლოკ ჰოლმსის" 213 ოფიციალური ვერსია არსებობს. ლეგენადარული გამომძიებელი 76 მსახიობმა ითამაშა. ეს რეკორდი ჯერ არავის მოუხსნია.

ხოლო მისი გრაფიკული სახე პირველად მხატვარმა სიდნეი პეჯეტმა შექმნა -> სოციალური გამოკითხვის თანახმად კი ყველას ჰგონია რომ ეს ნახატი ნანახი აქვს


საუბარია ამ ნახატზე
რომელიც 1891 წელს შეიქმნა და მე პირადად პირველად ვხედავ
:)

Image and video hosting by TinyPic


18 комментариев:

  1. მიყვარს ჰოლმსი! ამ ნახატს მეც პირველად ვხედავ, მაგრამ ჩემი წიგნის ბოლოში დაბეჭდილი ჰოლმსის პროტოტიპის ფოტოს მაგონებს!

    ОтветитьУдалить
  2. ამ მისამართზე დღემდე მიდის ათასობით წერილი შერლოკ ჰოლმსის სახელზე, ისინი ცნობილ გამომძიებელს შველას სთხოვენ.


    gmerto shen gvishvele :D :D

    ОтветитьУдалить
  3. lenon დამასწარი :D
    აი ეგეთი ადამიანების გაგება ჩემს ძალებს აღემატება და რა ვქნა
    ზედმეტად ჭკუასუსტებად ვთვლი

    ОтветитьУдалить
  4. ჰექს რა სჭირს შენს ბლოგს
    კომენტარს რომ ვტოვებ არ ჩანს
    ა აი ეხლა ჩანს
    მბლოკავთ?

    ОтветитьУдалить
  5. ორ დღე-ღამეში წავიკითხე ყველა მოთხრობა მასზე..

    ახლაც მახსოვს, როგორ დამწყდა გული, ბოლო წიგნი რომ დავხურე.. :)

    ОтветитьУдалить
  6. შერლოკ ჰოლმსი ბავშვობაში უსაზღვროდ მიყვარდა
    გამომძიებლობას ვთამაშობდი სულ
    მისთვის წერილის მიწერის სურვილი მეც გამჩენია თუმცა ვაცნობიერებდი რომ რომ ლონდონი საკმაოდ შორს იყო
    ასე რომ ჩემი წერილი იქამდე ან საერთოდ ვერ ჩააღწევდა

    ან ძალიან დაგვაინებით ჩავიდოდა
    ასე რომ გადავიფიქრე
    :)

    ОтветитьУдалить
  7. lenon, dexter თქვენ შეშფოთების სპეც კურსი ხომ არ გაქვთ გავლილი? D;


    არ ვიცი ლევან რას სჭირს
    დაარეფრეშე ხოლმე
    მეც მიკეთებს ზოგჯერ ეგრე
    იტვირთება ეტყობა :D

    ОтветитьУдалить
  8. @anita
    მოიცა და ე.ი. იმას აცნობიერებდი რომ ლონდონი ძალიან შორს არის
    და იმას ვერა რომ შერლოკ ჰოლმსი გამოგონილი პერსონაჟია
    ან თუნდაც არ ყოფილიყო გამოგონილი
    რეალური გამომძიებელიც რომ ყოფილიყო ჩვენს დროში უკვე კაი ხნის მკვდარი უნდა ყოფილიყო :D
    განმაოცე :D


    @hexe
    იმდენი ხალხი შემოდის რომ სერვერი ვერ უძლებს ალბათ :)

    ОтветитьУдалить
  9. არანაირად არ მივიჩნევ იმ ფატქს შემაშფოთებლად რომ ხალხი ჰოლმს წერდა..
    csi -ს რომ ვუყურებდი
    და მერე ქართველი გამომძიებლების საცოდაობას ვუყურებდი
    ძალიან ბევრჯერ მინატრია
    csi-ის გამომზიებლები და მათი ლაბორატორიები საქართველოში
    ასე რომ
    კარგი პოტიკი იყო :)

    ОтветитьУдалить
  10. dexter
    ამდენი ხალხი რათ უნდა შენც ეყოფი :D


    ლევან თუ ხვდები მაინც რა ასკში კითხულობენ ჰოლმს?

    შეიძლება ვაცნობიერებთ კიდეც რომ არ არის რეალური, მაგრამ მაინც გვიჩნდება სურვული წერილი მივწეროთ
    csi-ის არ იყოს
    იმდენად ვიყავი შეჩვეული ექიმი ჰაუსისი კოჭლობას რომ როცა წითელ ხალიჩაზე გამართუილად ჯოხის გარეშე მოსიარულე ჰიუ ლორი დავინახე ვერ აღვწერ ისე გამიხარდა, თუმცა მშვენივრად ვხვდებოდი რომ თავად მსახიობი არ იყო ინვალიდი


    მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ბეიკერ სტრიტზე მისული წერილები უფრო იმაზე მეტყველებს რომ შერლოკ ჰოლმსი გენიალურად არის დაწერილი, ვიდრე იმაზე რომ ამ წერილების გამგზავნები ჭკუასუსტები არიან
    ჩემი აზრით

    ОтветитьУдалить
  11. იამ და ჰექსემ ლამის აღიარა რომ თავადაც სწერდნენ ჰოლმს
    ყოველ შემთხვევაში სურვილი ჰქონდათ მიეწერათ
    ვინ იქნება შემდეგი
    ან რა იქნება შემდეგი

    ОтветитьУдалить
  12. amis wakitxvisas mteli bavshvoba tvalwin damidga
    madloba

    ОтветитьУдалить
  13. მე სულ სხვანაირი წარმომიდგენია ჰოლმსი, მაგ სურათზე გამოსახულს არ გავს. ოღონდ, არ ვიცი როგორი :D

    ОтветитьУдалить
  14. ნუ გადამრევIთ ეხლა თქვენ მე
    ის ხალხი ჰოლმს იმას კი არ წერდა რომ გვიყვარხართ ბატონო ჰოლმს თქვენ მსოფლიოს ნომერ პირველი გამომძიებელი ხართ და სულმოუთქმელად ველოდებით თქვენი რომანების გაგრძელებას ან ახალ ფილმს თქვენზე

    აქ წერია რომ ხალხი ცნობილ გამომძიებელს შველას სთხოვდაო
    ანუ ვიღაც X-ს გაუქურდეს ბინა, მოპარეს მანქანა , გაძარცვეს ან სულაც ვინმე მოუკლეს
    და იმდენად დაღალა პოლიციის უმოქმედობამ რომ გაახსენდა რომ სადღაც ბეიკერ-სტრიტზე ცხოვრობს უდიდესი გამომძიებელი გვარად ჰოლმსი


    დარწმუნებული ვარ წერილებში დეტალურად იქნებოდა ჩამოთვლილ -აღწერილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები
    და ეს ნამდვილად სიდებილეა
    როდესაც ზრდასრულ ადამიანს არ შეუძლია გაარჩიოს რეალური გამოგონილისგან

    ОтветитьУдалить
  15. ჰეჰე
    აქ ჰაუსზეც იყო ლაპარაკი
    და თუ ასე აკავშირებს მკითხვეილი და მაყურებელი რეალურს და გამოგონილს
    არც გამიკვირდება ჰაუსის სახელზეც მოდიოდეს ათასობით წერილი
    რომლებიც ჰაუსს უცნობ ავადმყოფობაში გარკვევას და დიაგნოზის დასმას სთხოვს
    საწყალი ჰიუ

    ОтветитьУдалить
  16. არა ეგ სახლი არ აუშენებიათ. უბრალოდ სახლს, რომელიც ყველაზე ძალიან გავდა ნომერი შეუცვალეს.

    უოთსონის პროტოტიპი თავადაა. ძალიან ბევრი საერთო აქვთ, მათ შორის ბიოგრაფიაშიც.

    ჰოლმსის მკვდრეთით აღდგინება "ცარიელ სახლში" ხდება. ბასკერვილები ქრონოლოგიურად უფრო ადრეა, ვიდრე "უკანასკნელი საქმე".

    მთლიანობაში კი 4 რომანი და 56 მოთხრობაა.
    ყველას ერთად თუ დავთვლით არ ვიცი, მაგრამ ცალკე აღებულს ტირაჟით ვინი პუჰი ჯობნის. :)

    ОтветитьУдалить
  17. ისე შერლოკ ჰოლმსის პროტოტიპიც "ბელი" იყო გვარად :) თუ არ ვცდები, ჯოზეფი ერქვა :)

    ოსტაპ ბენდერის მერე შერლოკ ჰოლმსი მეორე საყვარელი პერსონაჟია. ნუ, ხანდახან პირიქით :) გააჩნია, ბოლოს რომელი წავიკითხე.

    ჰო, და კიდევ ამბობენ, შერლოკ ჰოლმსის მოკვლის გამო, დედამ კონან დოილი სახლში არ შეუშვაო :)

    ОтветитьУдалить
  18. სერიოზულ ტერორში ყოფილა ბატონი არტური.

    გააცოცხლებდა, აბარ რას იზამდა :))

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)