
"ვისაც არ ახსოვს თავისი წარსული განწირულია იმისთვის რომ თავიდან გაიმეოროს ის!"
და სულ რამდენიმე საათის წინ საკუთარი ისტორიის საფუძვლიანად დამვიწყებელი ერი შეიძლება ითქვას სამართლიანადაც გაიწირა
თან იმდენად ძლიერად რომ დაზუსტებით არ ვიცი ხვალ ჯიბის ფულის მოხსნას მაინც თუ შევძლებ ბანკომატიდან.
ვერ გეტყვით პროფესია მართლა ასე ძირფესვიანად ცვლის ადამიანს თუ პანიკიორი არც არასდროს ვყოფილვარ
ფაქტია რომ როდესაც ჩემი მეზობლები საშვილიშვილოდ დატვირთული ჩემოდნებით კიბეებზე ჩარბოდნენ მე მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში როგორ დამესრულებინა სარჩელის წერა რომელიც საკმაოდ პატივსადები მიზეზით შემაწყვეტინეს: "რა დროს სარჩელია პრეზიდენტი მოგვიკლეს!"
დიდ ბოდიშს მოვითხოვ იმ ადამიანების წინაშე ვინც ბანკომატებთან რიგში იდექით
თუმცა სულ რამდენიმე წუთით შევავლე თვალი იმედს ( იმედიღა თუ შიეძლება ეწოდოს მას ამის შემდეგ)
და ერთი შეხედვითაც იგრძნობოდა რომ საქმე უნიჭოდ დაგეგმილ სპექტაკლთან გვქონდა.
- რატომ ვივიწყებთ წარსულს, რატომ არ გვახსოვს ის კადრები რომელიც აგვისტოში ვიხილეთ და შემდეგ ათასჯერ გადავღეჭეთ?
- კადრები თითქოს ვიღაცეები იქ ავტომატებით დარბოდნენ შეუძლებელი იყო აწმყო ყოფილიყო, რადგან სიუჟეტში მოკლე სახელოანი მაიკებით მოძრაობდა ხალხი, გარეთ კი ჯერ კიდევ ცივა
- როდის იყო პრეზიდენტი და სხვა მოხელეები განცხადებას წერილობიოთი ფორმით აკეთებდნენ? მე ამგვარი რამ არ მახსოვს თქვენ? ისე სიმართლე რომ გითხრათ მე არც სამოქალაქო ომი მახსოვს, თუმცა იმედი რისთვის არსებობს? გვანახებს. თან მთელი სიმძაფრით.
- მანანა მანჯგალაძის ხმა მაინც რატომ არ ისმოდა? (ალბათ მიწისქვეშა გვირაბში სრული უიმედობაა.)
- იმედზე ქვეყანა ინგრევა რუსთავზე კი ლუსია ისევ ალეხანდროს ეფიცება უღალატო სიყვარულს.
სულ ეს არის რაც მე იმ 2 წუთში დავინახე და დანარჩენი თქვენ უკეთ გეცოდინებათ.
არ ვიცი რამდენად კარგად ვარ მე გათვითცნობიერებული სამხედრო საკითხებში ყოველ შემთხვევაში ისე არ ხდება რომ შენთვის მშვიდად დონა ბარბარიტასთვის მოცქირალმა რეკლამაზე ფანჯრიდან გაიხედო და უკვე თბილისთან მდგომ ტანკებიდან რუსები გიქნევდნენ ხელს.



სული მემტვრევა
იმაზე კი არა რომ იმედმა უკადრებელზე უკადრებელი იკადრა და ლამის გენოციდი მოუწყო ქართველ ერს, არამედ იმაზე რომ ქართველმა ხალხმა ეს ჭამა, თანაც საკმაოდ გემრიელად და ახლა გაბითურებული, კიდეც ერთი თავსმოხვეულ ომგადატანილი, საკუთარივე ტელევიზიის მიერ თავლაფდასხმული გაოცებული დგას და მორიგი საპირველაპრილო ხუმრობის მომლოდინეს ჯერ კიდევ არ სჯერა რომ დაიჯერა.
თუმცა ეს ჯერ კიდევ არა არის ყველაფერი
უარესის ღირსი ვყოფილვართ თუ ამას გადავყლაპავთ.
P.s. მედიის თავისუფლების უკანასკნელი დამცველი ვარ, თუმცა თუ ვინმე ყოველივე ამის შემდგე იმედის დახურვას მოითხოვს, პირველი მხარდამჭერი-მომიტინგე და ქვის მსროლელი გავხდები.
ომი დაგვავიწყდა და გვახსნებენ?
სახლში რომ მოვედი და სიუჟეტი რომ ვნახე , გული ამერია ამ სანახაობაზე: ზაფხულის კადრები რომ შეტენეს უნიჭოდ!
ОтветитьУдалитьაი, უსაზიზღრესი რამე ქნეს და დიდი იმედი მაქვს, რომ იმედს დედას უტირებენ!
ისეთი შესავალი გაუკეთეს, აყტვავებულ ბუნებას და საზაფხულო ტანსაცმელს ყურადღებას აღარავინ მიაქცევდა :|
ОтветитьУдалитьხალხს ისევ განუახლეს 2008 წლის ტკივილი :|
საღოლ ჰექსე. აი მეც მაგას ვამბობ, ალბათ პროფესია ცვლის ადამიანს და მთელი დღეა მაგას გავიძახი, რომ ღმერთმა თავი ბალიშზე დასადებად არ მოგვცა. რამდენი ვუმტკიცე მამაჩემს რომ ეს აგვისტოს კადრებია თქო მარა ვინ მოგისმინა. მშობლები ხომ მუდამ მართლები არიან. დიახ, ქართველმა ერმა ჭამა და მე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ეროვნული ჩმორიზმი არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც გუშინ. ამის მამაც პლაკალა, გადართე რა ეს დედა ნახსენები სხვა არხზე. იგივე რუსთავზე. მე მაშინვე გადავრთე და რომ ვნახე სერიალია, ესე იგი არაფერია თქო. თან კაცო გორის კადრები იყო, ამწვანებული ბალახი.. ცუდად გამომივა მარა ვინც ცუდად გახვდა, ღირსიც იყო. ვერ ვიტან პანიკიორებს რა!
ОтветитьУдалитьის კი არ არის მთავარი რომ იმედმა რაღაც უდიდესად დიდი ღლეობა გააკეთა
ОтветитьУдалитьარამედ ის რომ 90% მზად იყო უბრძოლელად დაეთმო თბილისი
ხალხმა დედაქალაქის დაცვაზე კი არ იფიქრა ჩემოდნების ლაგაება დაიწყო და ბანკომატიდან ფულის გამოტანა
ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ
ო დაიწყება ახლა უბრძოლველად დათმობილი თბილისი და მძინარე ცხინვალი
ОтветитьУдалитьლევან რა მაინტერესებს იცი
შენ რა გააკეთე ყოველივე ამის შემდგე
იარაღით თბილისის მისადგომებთან გავარდი თუ მკლავზე შავლენტშემოხვეული მიშას დაადექი თავზე
?
მე ჩემო ძვირფასო მეგობარო ჰექსესავით საღი აზროვნების უნარი აღმომაჩნდა და მივხვდი რომ აღნიშნული უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი იყო და მეტი არაფერი
ОтветитьУдалитьთუმცა ნახევარი საათის შემდეგ მაღაზიაში სიგარეტის საყიოდლად რომ ჩავედი
გაოცება ვერ დავმალე როცა აღმოვაჩინე რომ სიგრატის დეფიციტი იყო ისვევ როგორც პირველადი მოხმარების საგნებისა.
ეზოში მორბენალ მეზობლებსა და " ოე ომი იწყება, დროზე დავახვიეთ აქედან-"ის ყვრილზე უკვე აღარაფერს ვამბობ
გუშინდელს აქეთ ვფიქრობ ნუთუ ასე შერჩება იმედს ეს ყველაფერი
ОтветитьУдалитьმართლაც მეტის ღირსები ვიქნებით თუ ასე სუფთად შევარჩინეთ.
როგორც მინიმუმ ლიცენზია უნდა ჩამოერთვას
საზოგადოებაში პანიკის დათესვისთვის
ეს არც ერთ ნორმაში არ ჯდება
თავისუფეალი მედია ცემთვის ყველაფერი
ОтветитьУдалитьზედმეტად განვიცადე 2007 წელს იმედსი სევარდნის ამბავი
ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჩემს სახლში შემოვარდნილიყო სპეცრაზმი
გუშინდელის შემდეგ კი ვფქირობდი რომ როგორც ჩანს კარგად ვერ შევარდნილან, თორემ ასეთ რამეს ვეღარ გაბედავდნენ.
იმდენი შეგნება უნდა გქონდეს რომ 2007 წელს ხალხი გვერდით დაუდგათ
და ამაზე ხალხს 2010 წელს არ უნდა გაუხეთქო გული,.
ძალიან ვარ გაბრაზებული
მომიტევეთ
lenon
ОтветитьУдалитьრა მოხდა ეხლა
ხალხმა ისე განიცადა გადატანილი ომი რომ სიგარეტზე მოტხოვნილება ბუნებრივია გაიზარდა
:D
არ არის ეს ხალხი მეომარი
მოგონილია ეს ამბავი
ან მოგონილია ან ზედმეტად განვიცადეთ უკვე დეგრადაცია.
ომის კი არა პატარა სროლის შემთხვევაშიც ეს ხალხი თავქუდმოგლეჯილი რომ გაიქცეოდა უკან მოუხედავად ეს ისედაც კარგად ვიცოდით
2008 წელმაც აჩვენა ეს და ახალი ამბავი ნამდვილად არ იყო
ასე რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა
მოდუნდით
სადაც წავედი დღეს ყველა მაგაზე ქაქანებს
ზაიბალი რა მოკლედ
მოიცათ ხალხო
ОтветитьУдалитьრა გგონიათ იმედს ვინმე დასჯის მართლა
არ დაიჯეროთ
იმედი ასე თვითნებურად ვერ იმოქმედებდა
ამხელა გამბედაობა საიდან მითუმეტეს რომ 2007 წელი ჯერ კიდევ უნდა ახსოვდეთ
ეს სპექტაკლი დადგმული იყო ხელისუფლების უშუალო დაკვეთით
თუ არ მეთანხმებით თქვენი ნებაა
მაგრამ ეს იყო ნათელი და მკაფიო მესიჯი
აი რა მოგივათ თუ ბოლომდე არ ემსახურებით მიშა
მორჩა და გათავდა
ასე რომ იმედს არავინ დასჯის
მაგის იმედი არ გქონდეთ
ხო ყველა ამაზე ლაპარკობდა დღეს
ОтветитьУдалитьმაგრამ რეალურად იმაზე თუ როგორ გარბოდნენ და სად აპირებდნენ გაქცევას?
ამაზრზენია ეს ყველაფერი ცოტა არ იყოს
ეს ამბავი იმას ჰგავს
ОтветитьУдалитьმთელი წელი რომ განიხილავდნენ როგორ გაიქცა სააკაშვილი გორის დაბომბვის დროს და როგორ გადაეფარა მას ათი კაცი მისი დაცვიდან
ემი აზრით ამაზე სიცილის უფლება მხოლოდ იმას აქვს ვინც მკერდგაღეღილი შეხვდებოდა ბომბას.
გუშინდელმა გადაცემამ საზოგადოება სოკში ჩააგდო და ყველამ რეალურად იფიქრა გაქცევაზე
არაფერია აქ დასაძრახი
რას აპირებდით სხვები?
მშვიდად იჯდებოდით სახლსი და დაბობმბვას დაელოდებოდით
მითუმეტეს რომ სიტუაცია ისე იყო დახატული რომ წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა უკვე
მაპატიეთ მაგრამ არც ასეთი გმირობა მინდა და არც ასეთი პატრიოტიზმი
და იცით რა მაინერესებს?
ОтветитьУдалитьსად გარბოდნენ?
:D
ცუდად აბრუნბთ საკითხს
ОтветитьУдалитьჩემი აზრით აქ ის კი არ არის მთავარი
ვინ საით გარბოდა და როგორ პანიკაში ჩავარდა ქვეყანა
არამედ ე.წ. "ჟურნალიზმის"
არაპროფესიონალიზმი საქართველოში
თორემ ხალხს თუ ეტყვი წვეყანა ინგრევაო გაიქცევა აბა რას იზამს
არ ვიცი შეიძლება მე ვაზროვნებ სხვანაირად და გაუგებრად
ОтветитьУдалитьმაგრამ
სწორედ გამიგოს ყველამ და
შეიძლება ჩვენმა თაობამ თავი არ მოიკლას სოხუმისთვის
იმიტომ ჩვენ არ გვახსოვს სოხუმი.
მაგრამ თბილისს კი უნდა შევაკვდთ ყველა იმიტომ რომ თბილისი ჩვენია და თუ ჩვენ არ დავიცვავთ სხვა არავინ მოვა მის დასაცავად.
შვიდი თაობის თბილისელობით რომ გვიჭედავენ ყურებს ყოველდღე და პირველივე სროლაზე თავპირისმტვრევით გარბიან ეგაა საქმე?
სად გარბოდნენ და მოძმე ამერიკაში :D
ОтветитьУдалитьან რუსეთში
ეჰ გვატყუებდა თურმე ჩვენი რუსულის მასწავლბელი სკოლაში
ისწავლეთ რუსული რამე რომ იყოს რუსეთს შეაფარებთ თავს ახლოაო :D
lenon
ОтветитьУдалитьეეე
კარგად დაიწყე ლევან
და ეს კომანტარი რომ არა ღირსების ორდენი კავალერად მესახებოდი უკვე
გამოდის
ვისაც სოხუმში უგულავია იმან დაიბრუნოს სოხუმი?
არ გამოავ ეგრე
:) ზუსტად მე საკუთარ თავს გამართლებას ვერ ვუძებნი როგორ დავიჯერე ეს მარაზმი.
ОтветитьУдалитьმერე რა რომ ყველაფერს მძარფრად აღვიქვავ,
მერე რა რომ ომი თითქმის ყოველ მეორე ღამით მესიზმრება
მერე რა
მაინც არ უნდა დამეჯერებინა
შენ ისე იგებ ყველაფერს როგორც გინდა
ОтветитьУдалитьამგვარი დასკვნის გამოტანიოს საფუძველი მე არ მომიცია
უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ყველაფერი ურთიერთობისგან მოდის
არავინ მოიკლავს თავს იმის დასაცავად რაც მისი არ არის (პროფესიონალებს არ ვგულისხმობ )
იმისათვის რომ თავი გაწირო უნდა გიყვარდეს
რომ გიყვარდეს რამე უნდა გაკავშირებდეს მასთან
არა აქვს მნიშვნელობა სად გარბოდნენ
ОтветитьУдалить2008-ში რა იცოდენენ სად გარბოდნენ?
პანიკაა
და პანიკის დროს ხალხს ვერ მოსთხოვ რაციონალური აზროვნების უნარს
თუ შენ სახლს ბომბა ეცემა უნდა გაიქცე აი სად გაიქცევი ეს უკვე გზაში უნდა მოიფიქრო
უამრავი პოსტი წავიკითხე ამასთან დაკავშირებით და ყველას მთავარი აქცენტი იყო "ოჰ ეს ქართველები რა პანიკიორი ხალხი ვართ"
ხალხი ყველაგნ ერთნაირია
და დარწმუნებული ვარ რომ აღნიშნული გადაცემა ზუსტად იგივე რეაქციას გამოიწვევდა ამერიკაში გერმანიაში ან საფრანგეთში
ხალხი ყველგან ერთნაირად ვარდება პანიკაში და ერთნაირად ცდილობს თავის გადარჩენას
აქ ეროვნულობა არაფერ შუაშია
განსხნავება კი ისაა რომ იგივე გერმანიაში ხალხი ამ ყველაფერს ასე იოლად არ შეარჩენდა და ტელევიზიას როგორც მინიმუმ ლიცენზიას მაინც ჩამოართმევდნენ.
ფულად ჯარიმებზე რომ არაფერი ვთქვათ
აი ესაა მთავარი განსხვავება ამ ორ ხალხს შორის სამოქალაქო განათლების მაღლი დონე და ღირსების შეგრძნება
don
ОтветитьУдалитьარა, არ გვატყუებდნენ
მტრის ენა გაცილებით უფრო კარგად უნდა იცოდე ვიდრე
მოყვრის
მოკლედ რა რაც არ უნდა პატრიორული ლოზუნგები ვაფრქვიოთ
ОтветитьУдалитьრეალობა არ იცვლება
დაგვტესტეს
და პასუხი ისეთი იყო როგორსაც ველოდით
ეროვნული ჩმორიზმი არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი (ვეთანხმები წინა გამომსველს)
მე პირადად ასეთ პასუხში ეჭვი არც არასდროს მეპარებოდა
აი ვინც ეჭვობდა კი საბოლოოს დარწმუნდება
სულ ესაა მთელი ფილოსოფია
alexander
ОтветитьУдалитьმე არ მჯერა რომ ხალხი სხვაგანაც ასე დაპანიკდებოდა
ისინი სულ მინიმუმ საინფორმაციოს მაინც უყურებდნენ ბოლომდე
ხალხი იმან ცააგდო პანიკაში რომ ბოლომდე არ მოუსმინეს
სულ ოდნავ მაინც რომ დაეგდოთ ყური ტელევიზორისთვის მიხვდებოდნენ რომ არაფერი იყო იქ საპანიკო
dexter
ОтветитьУдалитьმერე მოგწონს შედეგი?
ozy
ОтветитьУдалитьბოლომდე რომ მოესმინათ რა თქმა უნდა მიხვდებოდნენ რომ არასად არ უნდა გაქცეულიყვნენ მაგრამ
როდესაც გეუბნებიან შენს სახლს ბომბა ეცემაო რთულია იჯდე და ბოლომდე დაელოდო პროგრამის დასასრულს.
პანიკის დროს ყველა ერთნაირად იქცევა
ალექსანდერს აბსოულუტურად ვეთანხმები
ОтветитьУдалитьკარგი რა ლევან რა
ОтветитьУдалитьის რომ მე რაღაც არ მომწონს ეს რეალობას არ ცვლის
შეიძლება მე არ მომწონს რომ ამჯერად საქართველოში ვარ, შეიძლება არ მომწონს ჩემი სამსახური არ მომწონს ჩემი მანქანა მაგრამ ამით რა იცვლება მითხარი?
ისევ საქართველოში ვცხოვრობ, ისევ იგივე სამსახურში ვმუშაობ და დავდივარ ისევ იმ მანქანით
ასე რომ რეალისტი უნდა იყო ადამიანი
ხშირად გამოუსწორებელიც კი
xissunianisaxli
ОтветитьУдалитьიცი რა მოხდა
თითქოს ჩვენ ვიხდით ბოდიშს იმის გამო რომ დავიჯერეთ
არადა ყველა ლოგიკით აქეთ აქვთ ბოდიში მოსახდელი
ასეთი რამის დაჯერება რომ გვაიძულეს