მე ველი სტუმარს, რომელიც მოვა...
მე იმედისთვის ყოველთვის ვტოვებ პატარა ადგილს
და ბევრი დრო მაქვს...
იმდენად ბევრი, რომ თავი მტკივა და გული მიცემს.....
მაგრამ ის მოვა......
მე იმედისთვის ყოველთვის ვტოვებ პატარა ადგილს
და ბევრი დრო მაქვს...
იმდენად ბევრი, რომ თავი მტკივა და გული მიცემს.....
მაგრამ ის მოვა......

გასტ-პოსტის იდეა პირველად ვის გაუჩნდა არ მახსოვს
ის კი მახოსვს რაოდენ არ მომეწონა ასეთი წამოწყება.ზოგადად ძალიან მიყვარს სიახლეები, მაგრამ როცა საქმე ზედმეტად პირად ამბებს შეეხება გამოუსწორებელი კონსერვატორი ვხდები.
აი მაგალითად არ მესმის რატომ უნდა ჰქონდეს სხვას შენი მესენჯერის, ფორუმის, მობილურის პაროლი, სახლის, მანქანის გასაღები და ა.შ.
ბლოგი ხომ საერთოდ უახლოესად შენია...
ამიტომ როცა სხვის ბლოგებზე გასტ-პოსტებს ვხვდებოდი, ისეთი შთაბეჭდილება მქონდა თითქოს ვინმესთან სტუმრად მისულს კარში უცხო ადამიანი მეგებებოდა და თავი ისე ეჭირა, თითქოს სახლის ძირძველი ბინადარი ყოფილიყოს...
მაგრამ მერე მივხვდი, რომ ასეთი ფიქრით იმ ბუზღუნა და და უხასიათო მეზობელს ვემსგავსებოდი, თავისი სახლის ყველა ჭუჭრუტანას საგულდაგულოდ რომ ქოლავს და მერე თითისწვერებზე შემდგარი ჩუმად იჭვრიტება ფანჯრიდან, - მეზობლებთან უეცრად ატეხილი ხმაურის მიზეზის გასაგებად.
ამიტომ გადავწყვიტე ჩემთანაც მოვიდნენ სტუმრები. :)
ამიტომ გადავწყვიტე ჩემთანაც მოვიდნენ სტუმრები. :)
არიან სტუმრები მოწვეულნი და არიან შემთხვევით მოსულნი.
ალბათ სწორედ ასეთებს ჰქვიათ ღვთის საჩუქარი.
და მგონი... სტუმრებს ჩვენ არ უნდა ვირჩევდეთ
ისინი თავად უნდა მოდიდოდნენ ჩვენთან.
ამიტომ ჩემი ბლოგის პირველი სტუმარიც ის იქნება ვინც პირველი ჩამორეკავს ზარს .... არ გამოდის
მაშინ
ვინც პირველ კომენტარს დაწერს ამ პოსტზე და სურვილს გამოთქვამს ბლოგის სტუმრობის :)
ესეც ჩემი მე-200 პოსტი
201-ში კი უკვე ჩემი სტუმარი გეტყვით გამარჯობას :)
მოკლედ ველოდები ჩემს გულით მოწვეულს და შემთხვევით მოსულ სტუმარს
სანამ ყავა გაცივდებოდეს .... :)

ან შოკოლადი დაიწყდებდეს დნობას ...

Welcome !!!
პირველი ვარ.. მარა არ ვიცი რაზე დავწერო. :) თამაშებზე გაწყობს? :)
ОтветитьУдалитьვაიმე, შოკოლადი მომინდა...
ОтветитьУдалитьკი არა, გილოცავ მეორასე პოსტს.. :)
მართალი ხარ.
ОтветитьУдалитьმე მაგალითად გუშინ ნატალიას დავუწერე გესტპოსტი.
მანამდე კიკიტოს დავუწერე, მანამდე ქრისტინას.
კარგია ვიღაც რომ კარს გიღებს. სტუმარი მართლა ღვთისაა.
გურამი
ОтветитьУдалитьთემასაც სტუმარი ირჩევს
შენი მეილი მომწერე და მოგიწვევ
:)
ეგ იდეა კაია ნინ
ОтветитьУдалитьმაგრამ დექსტერს როგორ დაასწრო ვინმემ ეგ მიკვირს მე :)
დექსტერი ვერ დაწერდა მაინც
ОтветитьУдалитьარ არის ბლოგერი
lenon
ОтветитьУдалитьარ ვიცი რამდენად კარგად ვარ გარკვეული ტექნიკურ მხარეში
მაგრამ მგონი არაბლოგერიც შეიძლება იყო სტუმარი
მე მეგონა ხედავდი შენ მეილებს. აი, კომენტარს რომ წერ, მეილს ხომ გთხოვს და.. :)
ОтветитьУдалитьbicocxali@mail.ru ვარ. :)
gurami
ОтветитьУдалитьar ver vxedav :) mowveva gamogigzaven meilze
tu ar mova momwere :)
welcome :)
lenon
ОтветитьУдалитьi.a.
მზაკვრული გეგმა იქნა მეგობრებო შემუშავებული
პოსტი გამოიქვეყნდა 19 მარტს
როდესაც საზოგადოების პატრიოტი ნაწილი ქვეყნიდან იყო გასული რაგბის საყურებლად
ისე წერა ჩემი სტილი არ არის
სხვისი დაწერილის კრიტიკა ჯობია :P
We're sorry, but we were unable to complete your request.
ОтветитьУдалить:user:
gurami
ОтветитьУдалитьsheuzlebelia.
xelaxla gamovgzavne mowveva :)
meilze linki mova
linkze gadadi da sheni blogis paroli sheiyvane password-is grafazshi
dexter
ОтветитьУдалитьპატრიოტთა ფულიანი ნაწილი დექსტერ
ჭეშმარიტ პატრიოტებს სპორტის სასახლეც ეყოთ :D
hexe - რაღაც არ გამოდის, არ ვევასები ეტყობა. :) ამიტომ ჩემს მეილზე მომწერე რომ შენ ხარ და ვორდის დოკუმენტს და სურათებს გამოგიგზავნი და შენ განათავსე ბლოგზე და დაწერე რომ მე ვქენი. :)
ОтветитьУдалитьguram
ОтветитьУдалить:)))
kargi :)
hexe@europe.com -ze momwere :)))
da me davdeb :)
ნუ გამოიმიყვანთ ახლა გაზულუქებულ ჩინოვნიკად მეგობრებო
ОтветитьУдалитьკსტაწი ჰექს რა არის ეს რა სურათია :drug:
arada eg gogo zalian gavs ninos :)
ОтветитьУдалитьdexter
ОтветитьУдалитьეგ ცნობილი ნახატია
woman and parrot :P
hexe
ОтветитьУдалитьაუ შენ და ლენონს რაღაც გჭირთ
ვერაფერი ვერ გამიკრიტიკებაი ისე
ხელოვნების ნიმუშიაო პირში რომ არ მეცეთ ისე
მაცალეთ რა
ტოჟე მნე ინწელექტუალი :D