19 марта 2010

ესტუმრე ჯადოქრის თუთიყუშს =)

მე ველი სტუმარს, რომელიც მოვა...
მე იმედისთვის ყოველთვის ვტოვებ პატარა ადგილს
და ბევრი დრო მაქვს...

იმდენად ბევრი, რომ თავი მტკივა და გული მიცემს.....
მაგრამ ის მოვა......




Image and video hosting by TinyPic




გასტ-პოსტის იდეა პირველად ვის გაუჩნდა არ მახსოვს
ის კი მახოსვს რაოდენ არ მომეწონა ასეთი წამოწყება.
ზოგადად ძალიან მიყვარს სიახლეები, მაგრამ როცა საქმე ზედმეტად პირად ამბებს შეეხება გამოუსწორებელი კონსერვატორი ვხდები.
აი მაგალითად არ მესმის რატომ უნდა ჰქონდეს სხვას შენი მესენჯერის, ფორუმის, მობილურის პაროლი, სახლის, მანქანის გასაღები და ა.შ.
ბლოგი ხომ საერთოდ უახლოესად შენია...
ამიტომ როცა სხვის ბლოგებზე გასტ-პოსტებს ვხვდებოდი, ისეთი შთაბეჭდილება მქონდა თითქოს ვინმესთან სტუმრად მისულს კარში უცხო ადამიანი მეგებებოდა და თავი ისე ეჭირა, თითქოს სახლის ძირძველი ბინადარი ყოფილიყოს...
მაგრამ მერე მივხვდი, რომ ასეთი ფიქრით იმ ბუზღუნა და და უხასიათო მეზობელს ვემსგავსებოდი, თავისი სახლის ყველა ჭუჭრუტანას საგულდაგულოდ რომ ქოლავს და მერე თითისწვერებზე შემდგარი ჩუმად იჭვრიტება ფანჯრიდან, - მეზობლებთან უეცრად ატეხილი ხმაურის მიზეზის გასაგებად.

ამიტომ გადავწყვიტე ჩემთანაც მოვიდნენ სტუმრები. :)


არიან სტუმრები მოწვეულნი და არიან შემთხვევით მოსულნი.

ალბათ სწორედ ასეთებს ჰქვიათ ღვთის საჩუქარი.
და მგონი... სტუმრებს ჩვენ არ უნდა ვირჩევდეთ
ისინი თავად უნდა მოდიდოდნენ ჩვენთან.

ამიტომ ჩემი ბლოგის პირველი სტუმარიც ის იქნება ვინც პირველი ჩამორეკავს ზარს .... არ გამოდის
მაშინ
ვინც პირველ კომენტარს დაწერს ამ პოსტზე და სურვილს გამოთქვამს ბლოგის სტუმრობის :)

ესეც ჩემი მე-200 პოსტი
201-ში კი უკვე ჩემი სტუმარი გეტყვით გამარჯობას :)


მოკლედ ველოდები ჩემს გულით მოწვეულს და შემთხვევით მოსულ სტუმარს
სანამ ყავა გაცივდებოდეს .... :)



Image and video hosting by TinyPic

ან შოკოლადი დაიწყდებდეს დნობას ...

Image and video hosting by TinyPic

Welcome !!!

19 комментариев:

  1. პირველი ვარ.. მარა არ ვიცი რაზე დავწერო. :) თამაშებზე გაწყობს? :)

    ОтветитьУдалить
  2. ვაიმე, შოკოლადი მომინდა...

    კი არა, გილოცავ მეორასე პოსტს.. :)

    ОтветитьУдалить
  3. მართალი ხარ.
    მე მაგალითად გუშინ ნატალიას დავუწერე გესტპოსტი.
    მანამდე კიკიტოს დავუწერე, მანამდე ქრისტინას.
    კარგია ვიღაც რომ კარს გიღებს. სტუმარი მართლა ღვთისაა.

    ОтветитьУдалить
  4. გურამი
    თემასაც სტუმარი ირჩევს
    შენი მეილი მომწერე და მოგიწვევ
    :)

    ОтветитьУдалить
  5. ეგ იდეა კაია ნინ
    მაგრამ დექსტერს როგორ დაასწრო ვინმემ ეგ მიკვირს მე :)

    ОтветитьУдалить
  6. დექსტერი ვერ დაწერდა მაინც
    არ არის ბლოგერი

    ОтветитьУдалить
  7. lenon

    არ ვიცი რამდენად კარგად ვარ გარკვეული ტექნიკურ მხარეში
    მაგრამ მგონი არაბლოგერიც შეიძლება იყო სტუმარი

    ОтветитьУдалить
  8. მე მეგონა ხედავდი შენ მეილებს. აი, კომენტარს რომ წერ, მეილს ხომ გთხოვს და.. :)

    bicocxali@mail.ru ვარ. :)

    ОтветитьУдалить
  9. gurami

    ar ver vxedav :) mowveva gamogigzaven meilze
    tu ar mova momwere :)

    welcome :)

    ОтветитьУдалить
  10. lenon
    i.a.

    მზაკვრული გეგმა იქნა მეგობრებო შემუშავებული
    პოსტი გამოიქვეყნდა 19 მარტს
    როდესაც საზოგადოების პატრიოტი ნაწილი ქვეყნიდან იყო გასული რაგბის საყურებლად


    ისე წერა ჩემი სტილი არ არის
    სხვისი დაწერილის კრიტიკა ჯობია :P

    ОтветитьУдалить
  11. We're sorry, but we were unable to complete your request.

    :user:

    ОтветитьУдалить
  12. gurami

    sheuzlebelia.
    xelaxla gamovgzavne mowveva :)
    meilze linki mova
    linkze gadadi da sheni blogis paroli sheiyvane password-is grafazshi

    ОтветитьУдалить
  13. dexter
    პატრიოტთა ფულიანი ნაწილი დექსტერ
    ჭეშმარიტ პატრიოტებს სპორტის სასახლეც ეყოთ :D

    ОтветитьУдалить
  14. hexe - რაღაც არ გამოდის, არ ვევასები ეტყობა. :) ამიტომ ჩემს მეილზე მომწერე რომ შენ ხარ და ვორდის დოკუმენტს და სურათებს გამოგიგზავნი და შენ განათავსე ბლოგზე და დაწერე რომ მე ვქენი. :)

    ОтветитьУдалить
  15. guram
    :)))

    kargi :)
    hexe@europe.com -ze momwere :)))
    da me davdeb :)

    ОтветитьУдалить
  16. ნუ გამოიმიყვანთ ახლა გაზულუქებულ ჩინოვნიკად მეგობრებო
    კსტაწი ჰექს რა არის ეს რა სურათია :drug:

    ОтветитьУдалить
  17. dexter
    ეგ ცნობილი ნახატია
    woman and parrot :P

    ОтветитьУдалить
  18. hexe
    აუ შენ და ლენონს რაღაც გჭირთ
    ვერაფერი ვერ გამიკრიტიკებაი ისე
    ხელოვნების ნიმუშიაო პირში რომ არ მეცეთ ისე
    მაცალეთ რა
    ტოჟე მნე ინწელექტუალი :D

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)