06 апреля 2010

მიმართვა რადიო-სადგურის მფლობელებისადმი :)

Image and video hosting by TinyPic
თავს არ ვუტყდები რომ Jobs.ge-ზე ვაკანსიების თვალიერების რეჟიმიდან ტრენინგების თვალიერების რეჟიმზე გადავერთე. ახლა უკვე თითქმის ყველა ტრენინგი და სტაჟირება მაინტერესებს რაც კი აქამდე დაგეგმილა და დაიგეგმება. და ჩემი cv-იც ძველი ჩინოვნიკის ჯიბესავით იტენება ტრენინგებით, სტაჟირებებით, სერთიფიკატებით, თუმცა ჰოი, საოცრებავ (!) და დამსაქმებელნი მას რატომღაც ისევე ეჭვის თავლით უყურებენ, როგორც ზემოთ ნახსენებ ძველ ჩინოვნიკს.

მარტს სჩვევიაო ახირება უაზრო.

და ბოლო 2 თვეა რადიოში მუშაობა მომინდა. ხო აი ისევე არალოგიკურად და უეცრად მომინდა, როგორც შუაღამისას გამოღვიძებულ ორსულ ქალს ატმის კომპოტი, ან შუა ზამთარში დედაბერს - მარწყვი.
ვაცნობიერებ, რომ არც შესაბამისი განათლება გამაჩნია და არც ბიძა – საკუთარი რადიოსადგურით, მაგრამ რადიოში მუშაობა მაინც მინდა. სურვილს არავის ვუმხელ და მხოლოდ ქვეცნობიერის დონეზე დავატარებ უსარგებლო, მაგრამ საგვარეულო ჩემოდანივით.
1 თვის შემდეგ სოფი მწერს facebook-ზე …
"წუხელ დამესიზმრა, ვითომ რადიოს ვუსმენდი ავტობუსში და უცებ წამყვანი აცხადებს, ნინო ბექაური ვარო :ლოლ: მეთქი, ყოჩაღ ჰექსე! რას არ ნახავს ადამიანი."


არ ვიცი რა ჰქვია ამას, მაგრამ რადგან როგორც სურვილი, ასევე სიზმარი, ორივე ქვეცნობიერია შეიძლება ითქვას რომ სოფის და ჩემმა ქვეცნობიერებმა ზედმეტად კარგად გაუგეს ერთმანეთს.

ამის შემდეგ ვაწყდები თემას ფორუმზერა არის საჭირო რადიოში მუშაობის დასაწყებად?“, სადაც

Charles IX წერს:
1. უნდა იცოდეს ქართული
2. უნდა მეტყველებდეს ნორმალურად და გამართულად
3. ზოგადი განათლება - მინიმუმ "სამი მუშკეტერი" უნდა ჰქონდეს წაკითხული
4. ჟურნალისტური "ხვატკა"
5. ინტელექტი (საშუალო მაინც)

ვსაუბრობ ე.წ. მოლაპარაკე რადიოს და არა ეთერში ჩართული მაგნიტოფონის შესახებ.
ანუ ეს ყველაფერი არ ეხება თბილისში არსებული რადიოების 90%-ს.
იქ საკმარისია:

1. უძვლო ენა
2. ჰევი მეტალის ოპერისგან გარჩევის უნარი
3. განათლება "სამი გოჭის" დონეზე
4. ცნობილ გამოთქმაში "ტაქსის შოფერი რა პრატივნი როჟაა" თუნდაც ერთი სიტყვის ქართული შესატყვისით შეცვლის უნარი...




ნუ ეს რა თქმა უნდა ნახევრად ხუმრობით, მაგრამ როგორც მთლიანი თემის დეტალურად წაკითხვის შედეგად გაირკვა რადიოში სამუშაოდ საჭიროა:
  • გამართული მეტყველება,
  • ინტელექტი,
  • კომუნიკაბელურობა.
ყოველივე ამის შემდეგ აღარ ვწუხვარ, რომ არ მაქვს სპეციალური განათლება, თუმცა ვწუხვარ, რომ არ მყავს ბიძა საკუთარი რადიოსადგურით.

სწორედ ამიტომ მსურს, რომ ჩემმა ქვეცნობიერმა რომელიმე რადიოსადგურის მფლობელის ქვეცნობიერშიც შეაღწიოს (რადგან ეს ასე კარგად ეხერხება) და უთხრას რომ ჩემგან არც თუ ისე ცუდი რადიოწამყვანი დადგებოდა.
Image and video hosting by TinyPic

18 комментариев:

  1. ბავშვობაში არაერთხელ მიოცნებია.
    პრინციპში ახლაც მინდა, მაგრამ მეც არ მყავს არავინ რადიოსადგურებში. :)

    ОтветитьУдалить
  2. მე მიყვარდა ძალიან რადიო და გაჭედილი მქონდა წამყვანობაზე..

    ახლა დიდად აღარ მიზიდავს..

    ОтветитьУдалить
  3. ჰეჰ კაი პოსტი იყო :)

    რადიო ჩემი ტკივილია, იმის მიუხედავად რომ გაზეთი მიყვარს ძალიან.

    ერთი მოკრძალებული რჩევა, მოამზადე პაწაწუნა რადიო გადაცემის პროექტი და დაიარე რადიოები. ჩემი მეგობარი მოიქცა ასე და წარმოიდგინე, აიყვანეს. შანსი ყველას აქვს. თუ შეგიძლია კარგად ლაქლაქი (პრინციპში ამის სწავლაც შეიძლება სახლში), ხარ გადამდებად ხალისიანი და (რომ წერ და აზროვნებ ცხადია) გაქვს იმპროვიზაციის უნარი - მიდი, სინჯე.
    მთალად გადასარევ აზრს გეტყვი, თუ შენ არ მოგსვლია ჯერ. შენს ბლოგზე გააკეთე პატარა რადიოსადგური, პაწაწუნა ჩანაწერები, ნახე აბა როგორ გამოგივა. თუ ყველაფერი კარგად გამოვა ეგრევე დაატყდი თავს რადიოსადგურებს. "თავისუფლებამ" შეიძლება არ აგიყვანოს უცებ (პრნციპში რატომას არა), მაგრამ ოხრადაა რადიოები და კრეატული ხალხის ყველგან სჭირდებათ.

    ОтветитьУдалить
  4. ნან
    ძალიან კარგი იდეებია, მადლობთ
    ისე ვიდეო -პოსტის ჩაწერა კი მინდა ხოლმე ზოგჯერ, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო არ ხერხდება :)
    ადრე ჩემს ნაწერებს დიქტოფონზე ვიწერდი ხოლმე და მერე ვუსმნედი :)
    შეიძლება მაგ ტრადიციის გაგრძელება
    ზოგიერთი მათგანის აქ დადებაც კი ...

    ОтветитьУдалить
  5. :) მშვენიერი პოსტია. არაერთი გოგონა მოსულა ჩემთან ანალოგიური კითხვით. სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში მათი სურვილი სურვილადვე რჩებოდა.
    ნანას იდეა კარგია. შეისწავლე ხმის სამონტაჟო პროგრამა, გააკეთე პატარა სიუჟეტები თავისი მუს.გაფორმებით და "ხმებით"(რესპოდენტებით). დადე საიტზე და მალე შენ თავად მიხვდები შენია ეგ საქმე თუ უბრალო გატაცება იყო.
    ნან- კრიატივი და ნიჭი ყველგან არ ფასობს. ხშირად მამიკოს ფული, ან წონიანი ბიძა სწონის.

    ისე კი ეგ ყველაზე რომანტიული განზომილებაა ჟურნალისტიკის სამყაროში. ნარკოტიკია

    ОтветитьУдалить
  6. დიდი მადლობა ხალხო
    ასე რომ დაინტერესდით და გადაწყვიტეთ ჩემი დახმარება

    david
    სამონტაჟო პროგრამების შესწავლა კარგი იდეაა ნამდვილად
    სერიოზულად მოვეკიდები ამ საქმეს, მოვძებნი რამე პროგრამას და დავიწყებ თვითშესწავლას.
    თუ რადიოს წამყვანი ვერ გამოვალ წაყვანას მაინც ვისწავლი :)

    თავის დროზე წერაც ასე დავიწყე
    და მგონი არ არის ცუდი შედეგი ხომ? :D :)))

    ОтветитьУдалить
  7. ეუF
    ე.ი. წინა პოსტში დაასკვნა რომ ზედმეტად რომატიული ხმა აქვს
    მომდევნო პოსტში დაასკვნა რომ შესაბამისად კარგი რადიოწამყვანი იქნებოდა
    საინტერესოა რა იქნება შემდგომ პოსტში მეგობრებო
    :D


    რადიოში რა გინდა ჰექს?
    ბავშვობიდან მეგონა რომ იქ ზედმეტად ულამაზო ხალხი მუშაობდა
    საკუთარ გარეგნობას ამგვარი ფორმით რომ მალავდა
    :D

    ОтветитьУдалить
  8. @dexter - რა სიბოროტეა :D

    ОтветитьУдалить
  9. შეიძლება კონკრეტულ თემასთან არავითარ კავშირში არ არის
    მაგრამ ძალიან მაგარ შედარებებს აკეთებ ხოლმე
    და წერის სტილი გაქვს რაღაცნაირად განსხვავებული

    ОтветитьУдалить
  10. dexter

    :D :D shen magit imshvideb xolme tavs?

    ОтветитьУдалить
  11. მეზიზღება რადიო :( იმიტომ, რომ ერთხელ ვცადე იქ მემუშავა და მაშინაც ზუსტად ეგ პრობლემა გაჩნდა, "ბიძა" რომ არ მყავდა, გამომიშვეს და უფროსის ახლობელი გოგო მიიყვანეს.

    ბავშვობიდან მინდოდა რადიოში მუშაობა, თანაც ღამით, მყუდროდ ზიხარ, წინ ცხელი ჩაით/ყავით სავსე მწვანე ფინჯანი გიდგას და დაბალ ხმაზე საუბრობ... ჯერჯერობით ოცნებად რჩება, სანამ საკუთარ რადიოს გავხსნიდე :)

    აი, დილის წამყვანები მეზიზღებიან და კიდევ ძალიან მხიარული გოგო-ბიჭები, ბოლო ხმაზე რომ კივიან და ვითომ გვამხიარულებენ :| უჟას!

    ჰოდა, ნინო-ჰექსე, მგონია, რომ აუცილებლად იმუშავებ რადიოში... თუ ბიძა არ გამოგიჩნდა, ბოლოს და ბოლოს, მე გავხსნი და აუცილებლად მოგიწვევ :)

    ОтветитьУдалить
  12. სოფი :(
    ისე რაც მე შენი ვიდეო -პოსტები მაქვს ნანახი რადიოში კი არა დილის წამყვანად უნდა მუშაობდე იმდენად ნათელი სახე გაქვს და იმდენად ბუნებრივად მხიარული ხარ რომ... ზუსტად ამ ფორმატში ჯდები..
    ის კი არა აქეთ რომ ეძინებათ და შენ გეხვეწებიან გაიღვიძეთ უკვე გათენდაო :D

    ჰოდა არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ სიტყვაზე გიჭერ იცოდე ;დ



    dexter
    ე.ი. შენ მცდარი წარმოდგენები ბავშვობიდან გქონია :D

    ОтветитьУдалить
  13. kate
    hexe

    ხო ნუ აი ვფიქრობდი რატომ უნდა დამალოს ადამიანმა ლამაზი სხეული რადიოში მეთქი
    თან ჩემი დაკვირვებით
    ადამინებს რომლებსაც ტელეფონში, რადიოში სასიამოვნო ხმა აქვთ
    რეალურად, გნებავთ ფიზიკურად არც ისე კარგი ტიპები არიან
    გამონაკლისები რა თქმა უნდა არიან
    თუმცა გამონაკლისი მხოლოდ ადასტურებს წესს

    ОтветитьУдалить
  14. i.a.

    ხო :D
    რადიოში მინდოდა მუშაობის დაწყება
    და არ მიმიღეს
    ზედმეტად სიმპატიური ხარ საამისოდო :D

    ОтветитьУдалить
  15. მდიდარი ბიძის ინსტიტუტს რაც შეეხება
    რა თქმა უნდა როდესაც გყავს ბიზა საკუთარი რადიოსადგურით ბევრად უფრო იოლია ყველაფერითითის განძევაც არ დაგჭირდება ისე მოგსვამენ ღია ეთერში
    არც შენი დიპლომით დაინტერესდება ვინმე და არც სამუშაო სტაჟით.

    თუმცა ის ფაქტი რომ თუ ფულიანი ბიძა არ გყვას ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევ სისულელეა და ჩემი აზრით წარუმატებელი ადამიანების მოგონილია.

    უბრალოდ გაცილებით დიდი შრომა გჭირდება, ვიდე მაშინ როცა ვინმე ფულიანი ტიპი გიმაგრებს ზურგს საკუთარი რაიოსადგურით.

    ძალიან რთულია ყველაფერს თავად მიაღწიო, თუმცა შესაძლებელია.
    უბრალოდ ხშირად ხდება ხოლმე როცა ეს შრომა გვეზარება, ან თავიდან ზედმეტად ენთუზიაზმით ვართ არვსილები, შემდგე კი სადღაც შუა გზაში ხელს ვიქნევთ და ყველაფერს ვტოვებთ იმედგაცრუბულები ყველაფერზე და რატომღაც გვავიწყდება რომ ერთ დღეში რომი არ აშნებეულა.

    მოკლედ ზედმეტად ბევრს მივედ-მოვედე
    მხოლოდ იმის თქმა მინდოდა რომ ყველაფრის მიღწევა შეიძლება, მთავარი მხოლოდ მონდომებაა..

    ბლოგის ავტორი დიდ სიმპატიებს იწვევს ჩემში და ვუსურვებ უფრო დიდ ჟურნალისტიკაში გადაბარგებულიყოს ვიდრე რადიოს წამყვანობაა :))

    ОтветитьУдалить
  16. არც პრაქტიკის მიღებაა ცუდი
    უფრო სწორედ მშვენიერია.
    ბოლოს იამაყებ რომ ამდენ ადგილას გაქვს სტაჟირება გავლილი :)

    ОтветитьУдалить
  17. ჰა ნინ, რას აპირებ???

    ОтветитьУдалить
  18. kate
    ჯერ არაფერს :)

    lee
    რა თქმა უნდა მხოლოდ მდიდარ ბიძით რომ იყოს ყველაფერი არაფერს აღარ ექნებოდა მაშინ აზრი :)

    lenon
    wo bis? :D :D :D

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)