"მალე ადამიანები უარს იტყვიან ურთიერთობაზე და მხოლოდ ვირტუალური ურთიერთობით შემოიფარგლებიან"
ეს ფრაზა ერთ-ერთ ყვითელი ჟურნალის ბოლო ფურცელზე ამოვიკითხე.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ჟურნალი როგორც წესი რაღაც სასწაულს პროგნოზირებს მაგ: ცეცხლის წვიმა, დედამიწის ამობრუნება, მთვარის მელანქოლია...
საბუთებად კი ისეთი არგუმენტები მოჰყავს, როგორიცაა - ქაბულელ ყადს დაჰსიზმრებია, მესოპოტამიელ გლახაკს წელიწადის მე-13 პარასკევს ჰჩვენებია, ან ინდონეზიელი ექსტრასენსის გრძნეულ, ცალთვალა თუთიყუშს უწინასწარმეტყველებია, რომ...
თუმცა, არც ბრძენი ყოფილა აროდეს მიუმცდარი და არც შლეგი რომელსაც თუნდაც ერთხელ არ დასცდენოდეს სიბრძნეო"
ამის გათვალისწინებით კი შესაძლებელია რომ ზ/ა წინადადება სიმართლეც იყოს და შესაბამისად არც ქვემოთ მოყვანილი ფოტო ჩანდეს ასე სასაცილოდ

მოკლედ დღევანდელი საუბრის თემაა- "რამდენად ძლიერად შემოიჭრა კომპიუტერი ჩვენს ცხოვრებაში"
პირადი ანომალიები:
- -2 წლის წინ სახლში ვერაფრით ვპოულობ ჩემს საყვარელ ბერეტს უცებ სახე მინათდება მივდივარ კომპიუტერთან და გუგლში ვწერ ბერეტ-ს, რას მთავარია აბსოლუტურად დარწმუნებული იმაში რომ ის დამეხმარებოდა.

- სულ ახლახანს საკმაოდ დიდ წიგნში რაღაც ფრაზის მოძებნა მინდოდა და shift+F სად აქვს ამ წიგნს მეთქი ვეძებდი
- კლავიატურას იმდენად შევეჩვიე, რომ მესიჯის წერის დროს ვჩიოდი enter ღილაკი სად გაუქრა ჩემს მობილურს მეთქი?
- რასაკვირველია ვიცი რომ facebook-ს არანაირად არ ძალუძს გამოთვალოს რამდენად წარმატებული დღე მქონდა თუმცა სახლში მისული რატომღაც ყოველთვის ვაკეთებ ამ თამაშს და ზოგჯერ ნერვებიც მეშლება რომ 94 %-ზე ნაკლებს არასდროს წერს.
- ინტერნეტით გაცნობილ ადამიანების მიმართ რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. პირველად გამოვუტყდები ჩემს თავს და ვიტყვი რომ ზოგჯერ მათ უფრო მეტად ვენდობი, იდრე დიდი ხნის ნაცნობებს-
- რაიმე რომ ხდება მომენტალურად იმაზე ვფიქრობ როგორ დაიწერება ამაზე ბლოგებზე...
- მგონია რომ ინტერნეტის გარეშე საოცარ ინფორმაციულ ვაკუუმში ვიქნებოდი. მაგ: რომ არ არსებობდეს სხვადასხვა ორგანიზაციების ვებ-გვერდები, ნებისმიერი ინფორმაციის გასაგებად უშუალოდ უნდა მივსულიყავი იქ, ან ტელეფონზე მერეკა ყველა კითხვაზე.
მის უარყოფით მხარეებზე ლაპარაკიც სისულელეა - უბრალოდ გაჩვენებთ რამდენიმე დემოტივატორს






ნუ ეს ყველაზე ცნობილი =)

.............
არ დაიგრუზოთ
გაიღიმეთ =)
ადამიანები, რომლებმაც ეს შექმნეს
ისინიც მთელი დღე კომპიუტერთან სხედან
დემოტივატორებისა რა მოგახსენო, მაგრამ ინტერნეტი რომ დღევანდელობის განუყოფელ ნაწილად იქცა ამას თქმაც აღარ უნდა :)
ОтветитьУдалитьეგ კი არა, ვიღაც წერდა ფორუმზე, წიგნს ვკითხულობდი, საათის გაგება მომინდა და წიგნს მარჯვენა ქვედა კუთხეში შევხედეო.. :D
ОтветитьУдалитьიყო პერიოდი, როდესაც კომპის გარეშე ერთ წუთს ვერ ვძლებდი..
ახლა ასე არ ვარ..
რომ არ ვხედავდე, არ მომენატრება..
რამოდენიმე დღის უკან თაბახზე რახაც დავწერე და ვიგრძენი რომ კალმით წერა მომნატრებია...
ОтветитьУдалитьპადი უნდა ვიყიდო :))))
არაა.. ურთიერთობებზე უარის თქმა მემგონი ადამიანობაზე უარის თქმა იქნება. როგორც მატრიცაში ამბობენ ინსტინქტები და სისუსტეები განგვასხვავებენ მანქანებისაგან. :) იმის თქმა მინდა, რომ დღეს უნდა დამეწერა პოსტი ამაზე და მერე გადავიფიქრე, რომ როცა გავიღვიძე და საქმე არა მქონდა რა, ვიფიქრე რისი გაკეთება შეიძლება თქო და ისევ კომპიუტერს მივუჯექი. :(
ОтветитьУдалитьხოდა მე მიყვარს ჩემი კომპიუტერი :X ^_^
ОтветитьУдалитьძალიან ბევრი დამთხვევა აღმოვაჩინე ამ პოსტის წაკითხვისას. როგორც ყველა თქვენგანის,ისე ჩემს ცხოვრებაშიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ თავხედურად შემოიჭრა ეს ”ეშმაკის მანქანა” და საპატიო ადგილიც კი დაიკავა მასში =)) ხანდახან ვფიქრობ რომ ადამიანების ცხოვრება ბევრად მოსაწყენი იყო კომპიუტერის და ინტერნეტის გარეშეთქო.
ОтветитьУдалитьრაც შეეხება უარყოფით აზრს კომპის შესახებ, ვფიქრობ რომ ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობას ვერასოდეს ჩაანაცვლებს კომპიუტერი-ადამიანის ურთიერთობა :)
სკვინჩა
ОтветитьУдалитьმე ზოგჯერ ვფიქობ ნეტა რას აკეთებდნენ ადამიანები როდესაც არ იყო კომპიუტერი მეთქი :D
vasasi
ისე მაგაზე გამახსენდა
საერთოდ როდესაც წიგნს ვკითხულობ ძალიან ვიცი მასში ჩაბმა ასე ვთქვათ
ერთხელაც ვკითხულობდი ერთ დეტექტივს
კაცი მიდის ციხეში მეგობრის მოსანახულებლად და ეუბნებიან რომ ნახევარი საათი მოიცადეთ და მერე შეგიშვებთო
და იმდენად ვიყავი შესული როლში, რომ წიგნი გვერდით გადავდე და დავიწყე ლოდინი როდის გავიდოდა ნახევარი საათი ის კაცი ციხეში რომ შეეშვათ :D
clown
მეც ძალიან მიყვარს ჩემი კომპიუტერი , იქ ხომ ჩემი მეგობრები ცხოვრობენ :D
იმდენად შემოიჭრა რომ
ОтветитьУдалить1. პაციენტები დიაგნოზის სისწორეს კომპიუტრში ინტენეტით ამოწმებენ და მერე ექიმებს ”ადანაშაულებენ” არასწორ მკურნალობაში
2. მედიცინის მუშაკები პაციენტის ჟურნალს კომპიუტერზე აწარმოებენ. სააბადმყოფოში და ”ველზე” პორტატიული კომპიუტერის მეშვეობით.
3. რეაბილიტაციის დროს ძალიან ბევრი ფქნციის ამუშავება სწორედ კმპიუტერების დახმარებით ხდება. სპეციალური სავარჯიშოები აქვთ.
ეს სულ მცირედი, ჩემი სფეროდან და ამდენი რამდენია კიდე.
დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც.
სხვათაშორის ფრაზა" I love my computer because my friends live in it"
ОтветитьУдалитьსულაც არ არის სასაცილო და სულ უფრო რეალურ მნიშვნელობას იძენს
უბრალოდ უკვე იმდენი ადამიანი არსებობს რომელთან ურთიერთობა მხოლოდ კომპიუტერით გაქვს, რომ სრულიად თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ ჩემი მეგომრები კომპიუტერში ცხოვრობენ და თუ არ იქნება კომპიუტერი არ იქნებიან ეს მეგობრებიც.
ამის წაკითხვის შემდეგ ალბათ ბევრი ჩათვლის, რომ მე უკვე ძალიან სერიოზულად ვარ შემჯდარი ამ ნარკოტიკზე, მაგრამ კარგად რომ დაფიქრდეთ თქვენც ზუსტად ასე ხართ.
ჰოდა კიდე ის მინდოდა მეთქვა რომ არაფრისგან არ ღირს ტრაგედიის შექმნა
ОтветитьУдалитьმივიღოთ მსოფლიო ისეთი როგორიც არის
ეს ასეა და მორჩა
dexter
ОтветитьУдалитьარ გეჩვენება რომ შენი ბოლო პოსტი ეწინააღმდეგება პირველს?
თუ ამბობ რომ კომპიუტერი ნარკოტიკია
და მერე ამბობ რომ ამას უნდა შევეგუოთ
ე.ი. უნდა შევეგუოთ ნარკომანიას
ანუ გააზრებული გვაქვს რომ ნარკოტიკი ანგრევს ჩვენს ცხოვრებას
მაგრამ ვეგუებით იმიტომ რომ ეს ასეა და მორჩა
ვიცით რომ ქუჩაში ნაგვის დაყრა ცუდია, მაგრამ ეს ასეა ,ამასთან ვერაფერს გავაწყობთ, ამიტომ ვეგუებით?
არ დექსტერ ასე ვერ გავფრინდებით, ყოველ შემთხვევაში შორს
თუ ვაღიარებთ რომ კომპიუტერი ნარკოტიკია, მაშინ უნდა ვებრძოლოთ და არა შევეგუოთ
lenon
ОтветитьУдалитьდა არ გეჩვენება რომ ზედმეტად შორს მიდიხარ როდესაც კომპიუტერს და ნარკოტიკს ერთმანეთს ადარებ ? კომპიუტერი ნარკოტიკია იმ გაგებით რომ იწვევს შეჩვევას მაგრამ ნარკოტიკს არ აქვს დადებითი თვისებები ის დადებითი თვისებები რომელიც მას ვითომ გააჩნია ილუზიაა და არ გრძელდება დიდხანს. კომპიუტერს კი მხოლოდ უარყოფითი რომ მოჰქონდეს დიდი ხანია შევეშვებოდი ისევე როგორც შევეშვი სიგარეტს, როდესაც აღმოვაჩინე რომ არაფერი სასიკეთო მას არ მოაქვს :)
ჰოდა ხომ შეიძლება რომ ნარკოტიკივით ის დადებითი თვისებები რომელიც ჩვენი აზრით კომპიუტერს აქვს მხოლოდ მოჩვენებითია
ОтветитьУдалитьანუ ის კარგი რომელიც მას მოაქვს მხოლოდ ილუზია იყოს
:P
რაც შეეხება სიგარეტს
ყველაფერს შეიძლება მოვუძებნოთ დადებითი და უარყოფითი თვისებები
არ არსებობს იდეალურად კარგი და იდეალურად ცუდი რამეები
მაგ: სიგარეტი ხსნის სტრესს, სიგარეტის მოწევის პროცესში ვისვენებ და უფრო საინტერესო აზრები მომდის თავში, ასევე არის კარგი საშუალება უხერხული სიტუაციიდან გამოსძვრომად, თუ არ იცი რა აკეთო ეწევი სიგარეტს და ა.შ.
რა თქმა უდნა კომპიუტერს და ინტერნეტს აქვს უამრავი ცუდი თვისება, ცუდია ჯანმრთელობისთვისაც, მაგრამ ეს უკვე ჩვენი ცხოვრების ნაწილია და შეცვლის არანაირი სურვილი არ მაქვს, რადგან შემიძლია გამოვიყენო მისი დადებითიც და უარყოფითიც :)
ОтветитьУдалитьYes, I love my computer because my friends live in it!
ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი მეგობრები უმაგისოდ არ იარსებებდნენ, ისინი რა თქმა უნდა იქნებოდნენ, მაგრამ ბევრთან უფრო იშვიათად მექნებოდა ურთიერთობა და ასე კარგად არ გვეცოდინებოდა ერთმანეთის ამბები. ანუ, გვეხმარება ეს ყველაფერი იმაში, რომ არაძალიანახლო მეგობრებმაც შევინარჩუნოთ ერთმანეთი წლების მანძილზე, თითქოს ეს წლები არც გასულა :)