"-იმენად კარგი ადვოკატი იყო რომ ორსული ქალის მკვლელი სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლა
-კარგი კი არა, ეშმაკის ადვოკატი ყოფილა
-ეგ პრინციპში ერთი და იგივეა ..."

ალბათ თქვენც ხშირად მოგისმენიათ/წაგიკითხავთ როგორი გაოცებული"თვალებით"ეკითხებიან ჟურნალისტები( მათ შორის ყველაზე რეიტინგულნიც) ცნობილ ადვოკატებს: როგორია დამნაშავის დაცვა? არ გიჭირთ დამნაშავის გამართლება? ... და მე სრულიად ბუნებრივად მიკვირს როგორ ყოფნით მათ მოთმინება მშვიდად უპასუხონ ამ სრულიად არაპროფესიონალურ კითხვას.
(უცნაური მაგრამ მე არსად მომისმენია ვინმეს ექიმისთვის დაესვას მსგავსი კითხვა)
მიუხედავად იმისა რომ მე ჯერ არ ვარ ადვოკატი, მითუმეტეს ცნობილი და მაღალანაზღაურებადი და შესაბამისად ჯერ არ გავმხდარვარ ამ კითხვის ადრესატი
თუმცა ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთია:
ნებისმიერ ადვოკატს ამ კითხვაზე შესაძლოა მინიმუმ 3 პასუხი ჰქონდეს:
- როგორც ადამიანს;
- როგორც იურისტს;
- როგორც ადვოკატს.
2. როგორც იურისტს, მე უფრო კარგად უნდა მესმოდეს უდანაშაულობის პრეზუმფციის არსი და ვიცოდე რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე არავის შეიძლება ეწოდოს დამნაშავე. ანუ სანამ არ არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი ჩვენ არ ვიცავთ დამნაშავეს - მარტივია. :)
3. როგორც ადვოკატს კი, მე განსაკუთრებით კარგად უნდა მესმოდეს, რომ ადვოკატი რომელიც არ იცავს დამნაშავეს ბოლოს კვდება შიმშილით, რადგან მოსაზრება იმის შესახებ რომ განსასჯელის სკამზე მხოლოდ უდანაშაულოები ხვდებიან - მითია.
P.S. უძველეს პროფესიაში რა თქმა უნდა ვექილობა ვიგულისხმე და დარწმუნებული ვარ არც თქვენ გიფიქრიათ რამე სხვა და რადგან მას შევეხეთ მინდა გაგიზიაროთ პოსტი ადვოკატებზე, რომელიც მე პირადად ძალიან მომეწონა - პოსტი ძირითადად სამოქალაქოს ადვოკატებს ეხებათ და დაწერილია იმ ადამიანის მიერ რომელსაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვს მათთან რაც მის ღირებულებას ერთიორად ზრდის
P.p.s. მოკლედ გადაიკითხეთ - გადასინჯეთ და მოიფიქრეთ გსურთ თუ არა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარება.
საბუთების მიღება კვირის ბოლომდეა. :)
ჰო...
ОтветитьУдалитьაი პირდაპირ გულიდან ამოიღე სათქმელი!
მომეწონა :)))
მეც იურისტი ვარ, თუმცა არა ადვოკატი, მაგრამ, რასაკვირველია მეც ბევრჯერ მიფიქრია ამ საკითხზე :))
ОтветитьУдалитьდავიწყოთ იქედან, რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაც მიზეზი/მოტივაცია დანაშაულის ჩადენისას, რაც შეიძლება გულწრფელად და წარმატებით გამოიყენო არგუმენტად იმისთვის რომ ეს დამნაშავე ნაწილობრივ მაინც გაამართლო. ეს შინაგან მორალთან წინააღმდეგობაში რომ არ მოხვიდე.
მეორე ფაქტორი - რასაკვირველია პროფესიული "ჟილკაა" და თვითგადარჩენის (ჰონორარის გამომუშავების) ინსტინქტი, რაც გააჩნიათ არა მხოლოდ ადვოკატებს, არამედ ნებისმიერ სხვა პროფესიის ადამიანებს.
როცა ექიმი უნიშნავს ძვირიან წამალს (%ის მიღების პერსპექტივით), როცა ჟურნალისტი იგონებს სესაციას და ბევრი ადამიანის ინტერესებს "იკიდებს" - მაშინ არ უჩნდება ბევრს ასეთი კითხვა და მარტო ადვოკატების საქციელის უკვირთ :)
თუმცა, მეორეს მხრივ, მე ვერ წარმომიდგენია, რა თანხის ფასად შეიძლება დაიცვას ადვოკატმა ადამიანი, თუ ცოტათი მაინც არ სჯერა მისი სიმართლის. ჩემი აზრით, ადვოკატი არ უნდა განიცდიდეს შინაგან წინააღმდეგობას და თვითონ უნდა იყოს დაწრმუნებული თავისი პოზიციის სიმტკიცეში, თავდაუჯერებელი ადვოკატი ვერანაირი ფულის გამო ვერ შეძლებს საქმის მოგებას ;)
ძალიან კარგი პოსტია, ნამდვილი პროფესიონალი იურისტის დაწერილი! გეთანხმები, ადვოკატი არ უნდა იყოს "პრანჭია", თუმცა არის რამდენიმე დანაშაული (უფრო ზუსტად 3), რომელსაც, მე პირადად, არავითარ შემთხვევაში მოვკიდებდი ხელს, საკუთარი მორალური შეხედულებების გამო. ამიტომაც, ალბათ, კარგია, რომ არ ვარ ადვოკატი! :)
ОтветитьУдалитьzurriuss
ОтветитьУдалитьმადლოაბ მიხარია შენი კომენტარები :)
katiee
სწორედ ამიტომ ვახსენე ექიმის პროფესია
არ აქვს მნიშვნელობა პაციენტი რომლის გადარჩენასაც ექიმი ცდილობს ვინ იყო მანამდე და რას აკეთებდა
ექიმმა ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ ეს ადამიანი გადაარჩინოს, სხვანაირი ქმედება არაპროფესიონალიზმად, ამორალურად და ჰიპოკრატეს ფიცის დარღვევად ჩაითვლება მისთვის რადგან ის ექიმია, ეს მისი პროფესიაა და მორჩა
და რატომღაც ამ კუთხით არავინ არ საუბრობს ადვოკატის პროფესიაზე,...
მახოსვს გრიგოლია ლამის ყელში წვდა გირგვლიანის მკვევლელების ადვოკატს როგორ თუ მკვლელებს იცავთო :D
unaamagra
წავიკითხე სენს ბლოგზე ეს სამი დანაშაული და მესმის..
:)