12 мая 2010

უაღრესად პირადი პოსტი # 2





მე, ისევე როგორც პარანოიით შეპყრობილი ნებისმიერ ადამიანს , მგონია რომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე აუცილებლად მოგყვება უკან ვიღაც, ასე ვთქვათ სტატისტიკის დეპარატამენტიდან და ჩვენს მიერ განხორცილებული ქმედებათა ზუსტ სტატისტიკას აწარმოებს.
და , ერთხელაც როდესაც შენ მისკენ შეტრიალდები, ის ცარიელი თვალებითა და გამომშრალი ხმით (როგორც სჩვევიათ მუდამ ციფრებში ჩაფლულ ადამიანებს) გეტყვის:

მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე ( რომელიც გაგრძელდა 30256 დღე და 30255 ღამე ) თქვენ
  • გაიარეთ 4598625 კმ, მათ შორის 56985 ფეხით
  • მიიღეთ 896536 გადაწყვეტილება, მათ შორის 56986 არასწორი
  • გქონდათ 487 შანსი ცხოვრების რადიკალურად შეცვლის აქედან მხოლოდ 56 იქნა გამოყენებული
  • მიიღეთ 5129 რჩევა აქედან მხოლოდ 956 იქნა გათვალისწინებული...
  • გული ატკინეთ 458-ჯერ, გული გატკინეს 356-ჯერ
  • ცხოვრება მოგბეზრდათ 128-ჯერ
  • გიყვარდათ 56-ჯერ მათ შორის 24-ჯერ ცალმხრივად
და ა.შ.

საქართველოში მხოლოდ ორი რეჟიმი არსებობს მიტინგებისა და არჩევნების- ან მიტინგებს ვატარებთ ან არჩევნებისთვის ვემზადებით
მეც თითქოს მხოლოდ ორი რეჟიმი მაქვს გამოცდებისთვის მზადება და გამოცდები
Image and video hosting by TinyPic

მოგზაურივით ვარ...
დაღლილი საკუთარ ბარგზე რომ ჩამოჯდება და გზას გაყურებს
არ იცის კიდევ რამდენი აქვს გასავლელი
დაიღალა მაგრამ უკან დაბრუნება არ უნდა... უაზრობად მიაჩნია..
წინ წასვლაც თითქოს უკვე აღარ უნდა იმიტომ რომ დაიღალა და კიდევ იმიტომ რომ არ იცის კიდევ რამდენ ხანს...



გაზაფხულზე განსაკუთრებით რთულდება საქმე რადგან ამ დროს ლექსის ერთი სტრქიონი მახსენდება განსაკუთრებით მძაფრად:

"რა საჭიროა გადავაკვდე ურჩ მოკამათეს
მჭამოს ათასმა თეორიამ და დებულებამ
როცა მზე ჩემთვის მხოლოდ ერთ წამით ანათებს

და სხვა სიცოცხლე მიწის გარეთ არ მეგულება"




P.s. დიდი სიამოვნებით მივიღებდი ნებისმიერ ინფორმაციას ჩემი სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოსგან გარდა ერთისა- თუ რამდენი გამოცდა ჩავაბარე დღემდე... :)
რადგან ვფიქრობ ინფორმაცია შემაშფოთებელი იქნება...

3 комментария:

  1. ''მოგზაურივით ვარ...
    დაღლილი საკუთარ ბარგზე რომ ჩამოჯდება და გზას გაყურებს
    არ იცის კიდევ რამდენი აქვს გასავლელი
    დაიღალა მაგრამ უკან დაბრუნება არ უნდა... უაზრობად მიაჩნია..
    წინ წასვლაც თითქოს უკვე აღარ უნდა იმიტომ რომ დაიღალა და კიდევ იმიტომ რომ არ იცის კიდევ რამდენ ხანს...''

    ყველა ეგრეა, ყველა მგზავრია... ლოდინს კიდე, წინ სიარული ჯობია:)

    ОтветитьУдалить
  2. პარანოია?
    მაშ, მეც პარანოიკი ვყოფილვარ :D სულ მგონია, რომ "ვიღაცა" მაკვირდება, სადაც არ უნდა ვიყო, ჩემს ოთახში როცა ვზივარ და წიგნს ვკითხულობ წამოწოლილი.
    მართლა გვიყურებს "ვიღაცა" და ზოგს ვინ ჰგონია და ზოგს - ვინ, if you know what I mean.

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)