08 мая 2010

ქუჩაში თუ შემოგხვდით....

პოსტი ეძღვნება ნატალია მია-ს
და ლაშა კვანტალიანს


რთულია, ცოტა უხერხულიც საკუთარ თავზე საუბარი...
მაგრამ მაინც ვიტყვი...

როგორ უნდა მიცნოთ თუ ქუჩაში მოულოდნელად შემოგხვდით

პირველი რაც თვალში მოგხვდებათ - ვარ დასაშვებზე ოდნავ მაღალი და დასაშვებზე უფრო გამხდარი... ბოლო დროს აღარ ვატარებ მაღალქუსლიანს, თუმცა თუ გამონაკლის შემთხვევაში მაინც მეცვა.. მაშინ აუცილებლად მოგხვდებით თვალში

გარეგნული მხარე
ვარცხნილობა - ვარცხნილობაზე ექსპერიმენტები ჩემი ჰობია, თუმცა ამ ბოლო დროს საამისო დრო აღარ მაქვს, ასე რომ ავირჩიე მარტივი გამოსავალი, უბრალოდ შეუაზე გაყოფილი და შეკრული თმა ისევე როგორც თავის დროზე ლიკა ქავჟარაძეს ჰქონდა

მაკიაჟი- არ მიყავრს მაკიაჟი, მითუმეტეს ზაფხულში, საერთოდ არაფერს ვისვამ,... ძალიან იშვიათ გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება მესვას თვალის ფანქარი.. და რადგანაც არ ვიტიტყნი ტონალურებს, რუმიანებს და მსგავს საზიზღრობებს, შესაძლოა თვალში მოგხვდეთ ოდნავ ფერმკრთალი სახეც....

ჩაცმის სტილი- არ შეესაბამება არც ერთ არსებულს
არ ვიცვამ სპორტულად
არც კლაისკურად
არც გამომწვევად
არც ვულგარულიად
ა(ღა)რც ავანგარდულად
თუმცა მაქვს პრეტენზია რომ ვუცვამ გემოვნებით,და ფერადად...
ხო აი ფერები ნამდვილად მოგხვდებათ თვალში მითუმეტეს ზამთარში...

ზაფხულში ეს იშვიათობაა თუმცა სხვა სეზონში 100-დან 70 შემთხვევაში მეხურება ქუდი
100 დან 99 შემთხვევაში მეკეთება საყურე
და ამ 99-დან 9 შემთხვევაში შესაძლოა მეკეთოს ცალი საყურე
თუ ეს შეამჩნიეთ ჯობია არ მითხრათ- გული დამწყდება დანაკლისი გამო...

აუცილებლად მეჭირება ჩანთა- ამ საკითხში ზალიან რადიკალური ვარ მომწონდა ძალიან დიდი ან ძალიან პატარა ჩანთები... აუცილებლად ფერადი.,..
100-დან 98 შემთხვევაში მეკეთება საათი
და 95 შემთხვევაში ყელსახვევი.... სუსტი ყელი მაქვს ასე რომ აგვისტოშიც კი შეიძლება გავიკეთეო....

პირადი თვისებები
ვარ საშინლად კომუნიკაბელური, ენერგიული, ძალიან მიყვარს ძალიან ბევრი ლაპარაკი და ამაქვს კარგი თუმცა ოდნავ სპეციფიკური იუმორის გრძნობა.

სხვა განმასხვავებელი ნიშნები
პირველ რიგში ხალი ლოყაზე..
მიუხედავად ჩანთის სიდიდისა ხელში შეიძლება მეჭიროს წიგნები ან მათი ქსეროქსები
დავდივარ ძალიან სწრაფად
სიარულის დროს ვუსმენ მუსიკას ან ვკითხულობ
ყოველთვის ვიღიმი მიუხედავად დაღლილობისა....


და თქვენ რა უნდა გააკეთოთ თუ ასე გარეგნობის ვინმნმე შენიშნეთ - უბრალოდ უნდა მოხვიდეთ და მითხრათ: გამარჯობა ჰექსე!
საიდუმლოდ გეტყვით რომ მაშინვე სიმპატიით ვეწყობი იმ ადამინებიბის მიმართ ვინც ასეე მომმართავს...
ასე რომ თქვენი ქუჩაში დანახვა, მერწმუნეთ ძალიან გამიხარდება...
უფრო მეტად გამიხარდება თუ მეტყვით რომ ჩემს ბლოგს კითხულობთ
და თუ იმასაც მეტყვით რომ მოგწონთ შეიძლება საერთოდ ვეღარ მომიშოროთ თავიდან... :დ

8 комментариев:

  1. მე გაგიხსენე ჩემს ბლოგზე :))) როგორ გაგიცანი როგორც ჰექსე :)))

    ОтветитьУдалить
  2. სწრაფი სიარული ეტყობა ბლოგერების სტილია..

    მეც უსწრაფესად დავდივარ და კიდევ რამდენიმე ბლოგზე შემომხვდა..

    ОтветитьУдалить
  3. გამარჯობა ჰექსე....შენს ბლოგს ვკითხულობ :)

    თხელი და ძალიან ლამაზი გოგო მომღიმარი თვალებით...

    მე თქვენი ბლოგი ძალიან მომწონს... :)

    ОтветитьУдалить
  4. აუ, მეც სწრაფად დავდივარ. :):) და ისა.. დასაშვებზე მაღალი რას ნიშნავს? დაბალსა და საყვარელს ჯობია მაღალი და საყვარელი გოგო. :)

    ОтветитьУдалить
  5. lalena
    წავიკითხე და ძალიან საყვრალად გაქვს ეგ მომენტი აღწერილი :)
    vasasi
    ჰო მეც ბევრგან შემომხვდა უკვე..
    არადა მეგონა მარტო მე დავდიოდი ეგრე სწრაფად :დ
    lasharela
    :))
    მადლობა :)

    გურამი
    არ ვიცი :დ
    მაგრამ ერთხელ მეგობარმა მითხრა გოგოსტის დასაშვებზე მაღალი ხარო და ეგ გამახსენდა :დ

    ОтветитьУдалить
  6. <<100 დან 99 შემთხვევაში მეკეთება საყურე
    , და ამ 99-დან 9 შემთხვევაში შესაძლოა მეკეთოს ცალი საყურე>>
    <>
    <>

    lol
    მეგონა მე დავწერე, ეტყობა იურისტებს რაღაც საერთო აქვთ :D

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)