"გინდა გახდე პოპულარული? მაშინ დაწერე, დახატე, გადაიღე, თქვი ან გააკეთე ისეთი რამ რაც აღაშფოთებს მართლმადიდებელთა კავშირს " - ჩემეული დასკვნა

წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის ერეკლე დეისაძე.
არასდროს მსმენია ასეთი მწერლის, პოეტის, კრიტიკოსის თუ სხვა ლიტერატურული მოღვაწის შესახებ. როგორც შემდეგში შევიტყვე დებიუტანტი ყოფილა. რომელმაც გადაწყვიტა პოპულარობა ერთ დღეში მოეპოვებინა და დაწერა წიგნი, შემდეგ ამ წიგნის პრეზენტაცია ილიას უნივერსიტეტში გამართა, სწორედ იმ უნივერსიტეტში რომლის ანტიმართლამდიდებლური ხასიათის შესახებ იმდენი ჭორ-მართალია ერთმანეთში არეული რომ მის გარკვევას ცხრა მკითხავი ვერ აუვა 9 დღეში.
მერე სმმ-ს მიერ ატეხილი წივილ-კივილი,
კავკასია,
აქუბარდიას ნაცემი სახე,
მისი ცოლის განწირული კივილი...
და მორჩა
ეს საკმარისია იმისთვის რომ ჩემმა მეზობელმა ვინმე ციციცნომ გაიღოს უკანასკნელი 6 ლარი მისი უკანასკნელი ხელფასიდან, - იყიდოს წიგნი, მერე კარზე მომიკაკუნოს და ევროპასავით შეშფოთებულმა მითხრას - "ეს ნახე? ამის დამწერი არ უნდა გადასცე ანათემას? "
არადა წიგნი იმდენად იდიოტურია, გნებავთ სირულია, რომ კაციშვილი მისი წამკითხავი არ იყო.
და თუ ვიკითხვათ - მაშ ვინ გაუკეთა დეისაძეს ამხელა პიარი, ვინ წაართვა უკანასკნელი 6 ლარი ჩემს მეზობელ ციცინოს და ვინ გააპიარა ეს სირობა პასუხი ცვალსახა იქნება რა თქმა უნდა სმმ-მ. და ეს ყოველთვის ასეა...
მაგალითად ვინ უყურებდა "დავინჩის კოდს" რომ არა ჯვრებით და ხატებით მასობრივი მსვლელობა.
"ჯეო-ბარიც" ვერ იქნებოდა ამდენად პოპულარული რომ არა რამდენიმე დღიანი აქციები რ2-ს შენობასთან "ქართული თვითმყოფადობის გადასარჩენად"
ანდაც ვის ახსოვდა თეა თუთბერიძე, რომ არა მისი ნაჯღაბნი კარიკატურები და ამას მოყოლებული სართულიანი გინება ქრისტეს სახელით.
მოკლედ ეს ბიჭი, რომელიც სულ რაღაც 20-იოდე წლის უნდა იყოს, პიარხელოვნებაში მოროშკინაზე უფრო კარგად ყოფილა დახელოვნებული, მან შეძლო და საკუთარი უნიჭობის გნებავთ სირობის გასაპიარებლად ძუძუებზე გაცილებით მეტი გამოიყენა.
დღეს ერეკლე დეისაძის წიგნის პოლურარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მამას და იდეურ ბელად ფაშისტ დეკანოზ დავით ისაკაძეს დამშვენებული ჯვარი გადასცა.
ОтветитьУдалитьგაბო - ხუმრობ?
ОтветитьУдалить:0
არ ხუმრობს...გადასცა
ОтветитьУдалитьწერის სტილი გაქვს გადასარევი
ОтветитьУдалитьვერასდროს ვიგებ თავად სენ რომელი პოზიცია გიჭირავს :D
დეისაძის ერთი მოთხრობა მაქვს წაკითხული, "შოკოლადის" ლიტერატურაში დაიბეჭდა.
ОтветитьУдалитьმგონი ამ კრებულშიც შედის. ვერ ვიტყვი რომ არ მომეწონა, დებილობაა ან პირიქით, შედევრია.
ჩვეულებრივად წერს, არც თუ ურიგოდ, უბრალოდ მე არ მიყვარს როცა გენიტალიების ხსენება თვითმიზანია, მაგრამ არც განსაკუთრებით მაღიზიანებს უკვე. ადრე ვბრაზობდი, ახლა აღარ. ეგეც თავისებური პროტესტია, ან მარკეტინგული ხერხი ან ორივე ერთად. და ეს დანაშაული არ არის. ზოგადად ცუდი, ან საშუალო ლიტერატურის წერა არ არის დანაშაული.
როგორც ვიცი ეგ ბიჭი მღერის კიდეც. პატრიარქზე ჰქონდა რაღაც სიმღერაო. ვეძებე და ვერ ვიპოვე, მერე მომიყვნენ ეს სიმღერა :D
ნებისმიერი აკრძალვა იწვევს პროტესტს და ინტერესს.
@gabo
ОтветитьУдалитьვაი არ მჯერა :|
ეს დეისაძეც კაი სირიკო ვიღაცაა :|
ეჰ.. მმკ-ს გამოსვლამდეც მაინტერესებდა ეგ წინგნი პრეზენტაციის ნახვისთანავე. :) ისე ძალიან ბევრმა დადო ბლოგზე მისი განხილვა და მე თავს შევიკავებ სანამ ჩემთვითონ არ წავიკითხავ. იმიტომ რომ მგონია, რომ კომედია რამე უნდა იყოს.
ОтветитьУдалитьar vici rac ar unda cudad gamomivide natqvami
ОтветитьУдалитьme mainc vfiqrob zedmetad meti mouvida deisazes
ki sheizleba martmadidebelta mozraobis protestic cota gadawarbebuli iyo radgna zaladoba ar iyo sawiro magram cota rtulia saubari mashin rodesac aset sheuracyofas miayeneben shen rwmenas
ase rom rom vtqva rom vamartleb mat agresias ar viqnebi mtlad gulaxdili magram 100%-it mesmis mati.,.
კარგით რა
ОтветитьУдалитьშუაზე გაიხეს ლამის ზოგიერთი ლიბერალი
რატომ აგინებთ ცისფერებს ისინიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიანო. ეს მათი შეურაცყოფაა და დაუშვებელიაო
და თურმე დასაშვებია სიწმინდეების გინება?
ჩემთვის ეს სიწმინდეები გაცილებით უფრო მნისვნელოვანია ვიდრე ვინმეს სექსუალური ორიენტაცია და რატომ უნდა ავიტანო მათი შეურაცყოფა მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაც თავგასულ ახალგაზრდას მოულოდნელად პოპულარობა მოუნდა.
kote
ОтветитьУдалитьსტილი, როგორც სტილი ::D
პოსტის სათაურს ვაღიარებ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესოდ :) :P
ჰექსე,
ОтветитьУдалитьკარგი რა, ჰექსე,
მოროშკინას როგორ ადარებ?
მოროშკინას წიგნში 11 ლარი გადავიხადე არ მინანია. ეტყობა რომ ჟურნალისტის დაწერილია და არა მწერლის, მაგრამ იცი რა კარგად იკითხება?
პლიუს, მკერდიც მშვენიერი აქვს :)
FUCK
ОтветитьУдалитьხომ ვამბობდიიიიიიიი
zurriuss
ОтветитьУдалитьრას ამბობდით ბატონო ზურა?
katiee
ვადარებ არა
მაგრამ საერთო აქვთ იმ მხრივ რომ ორივემ საშინლად გააპიარა თავისი წიგნი, ყიდვის შემდეგ კი აღმოჩნდა რომ თურმე არაფერი
მოროშკინას რაც შეეხება შესაძლოა მკერდი მართლა კარგი ჰქონდეს ვერ გეტყვი თუმცა მისი წიგნიდან უფრო მეტს მოველოდი იმის გათვალიისწინებით თუ როგორი პიარი კეთდებოდა - თუმცა საბოლოო ჯამში საშინლად არ მომეწონა არც წერის სტილი არც თხრობის მანერა და არც ისტორია
თუმცა ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა :)
ნან
არ მითქვამს ცუდად წერა დანაშაულია მეთქი
ასე რომ იყოს ორი ვარიანტი იქნებოდა - ან მწერლები ისწავლიდნენ წერას, ან ციხეები გაივსებოდა ვაი მწერლებით :დ
დანაშაულად უნიჭოობის გაპიარება უფრო მიმაჩნია.
კოტე
არ ვიცი ეს ალბათ იმიტომ ხდება რომ არასდრო მაქვს მკვეთრად გამოხატული პოზიცია
ყოველთვის ვცდილობ ორივე მხრიდან შევხედო სიტუაციას და ორივე მხარის გავიგო - იშვიათად გამონაკლის შემთხვევების გარდა >:)
სწორედ ამიტომ არ ვწერ დეისაძისნაირ „სირებზე“ :)) ისედაც ეყოფა ფუჭი პოპულარობა და ამდენი მითქმა-მოთქმა.
ОтветитьУдалитьჰექსე, მართალი ხარ წიგნი იდიოტურია!
"თუმცა მისი წიგნიდან უფრო მეტს მოველოდი იმის გათვალიისწინებით თუ როგორი პიარი კეთდებოდა - თუმცა საბოლოო ჯამში საშინლად არ მომეწონა არც წერის სტილი არც თხრობის მანერა და არც ისტორია"
ОтветитьУдалитьჰოო, მე ეტყობა იმდენად არაფერს მოველოდი, მშვენივრად გავერთე და მომეწონა კიდეც :)
და თქვენ თავად რომელ მხარეს მიეკუთვნებით ქალბატონო ჰექსე
ОтветитьУдалитьლიბერალებს თუ მართლმადიდებლებს?
მაკა ასათიანი
ОтветитьУдалитьმადლობა რომ მეთანხმები :)
katiee.ge
იცი რა არ მომეწონა
მოროშკინას წიგნი შევთანხმდეთ იმაზე რომ ბიოგრაფიულია, მემუარები, ასევე დაწერილია არაპროფესიონალის მიერ ასე ვთქვათ. ასეთ შემთხვევაში დამწერი ზედმეტად ფრთხილად უნდა იყო როცა ეს შენი პირველი წიგნია და სხვა გამოცდილება არ გქონია წიგნის დაწერის. მე მომეჩვენა რომ ჟანრები იყო არეულია, ბუნების აღწერები და შედარებები იყო ვფიქრობ ძალიან უაზროდ მოტანილი. მის ადგილზე მწერლობას არ დავიბრალებდი და უბრალოდ მოვყვებოდი ჩემს ამბავს ყოველგვარი ზედმეტი გაფორმების გარეშე. შესაძლოა მართლა საინტერესო ისტორიები აქვს მაგრამ მგონია რომ ეს წიგნში უინტერესოდ მოყვა :(
ბოდიში რომ ზედმეტად ფილოსოფიურად ვუდგები ამ საკითხს.
gat
:D
ველოდი ამ კითხვას
მინდა გითხრათ რომ მე იმდენად მერყევი ბყუნების ვარ რომ ვერც ერთ ორგანიზაციაში ვერ ვერთიანდები :user:
ვაიმე ხალხნო არ მოგწყინდათ ამ სირობის განხილვა?
ОтветитьУдалитьაღარ შემიძლია უკვე გაფუწებული რადიოსავით აქვს ყველას ეს ჩახვეული. :0
ვიღაც ღლაპმა დაწერა რაღაც სირობა
ამაზე ატეხეს ამბავი მართლმადიდებლობას ამოფარებულმა ფაშისტებმა, რისთვისაც მათი ლიდერი ორდენიტაც დაჯილდოვდა.
დეისაძე წავიდა/გაიქცა საქართველოდან ალბათ თავშესაფარსაც მოითხოვს როგორც დევნილი. და თუ ოდესმე განათდა ქართველთა გონება დაუბრუნდება საქართველოს როგორც გმირი და სიტყვის თავისუფლებას შეწირული მამულიშვილი.
მოკლედ ისაკაძეს ორდენი
დეისაძეს პოლიტიკური თავშესაფარი და გრიალი ევროპაში.
ყველამ ის მიიღო რაც სურდა და ასე თუ ისე კმაყოფილია.
ჩენ კი აქ დარჩენილებმა ისღა დაგვრჩენია
ენები ავილესოთ და კლავიატურის დათანგვამდე ვურახუნოთ და ვაცხოთ მაგარ-მაგარი პოსტები
სანამ არ მივხვდებით რომ მაგრად გვაჭამეს.
dexter
ОтветитьУдалитьvitom asaks ratom usvam xazs?
facebook-s rom uyureb 16 wlis bichis sheqmnilia tavis droze. :D
ნუ შეჭამეთ ერთი ტვინი
ОтветитьУдалитьამ ფეისბუქით
სიტყვა ვერარ დამიწერია ფეისბუქის შემქმნელი 16 წლის იყოოს რომ არ მოგაძახონ რა
და მერე რა
მოცარტმა 4 წლისამ დაწერა ოპერა
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველა 4 წლის ბავშვი წერს ოპერას და ვინც არ წერს არანორმალურია და უნდა გადააგდო.
გენიოსები ერთეულები არიან,...
და დეისაძემ თუ რაღაც სირობა დაწერა ეს არ ნშნავს იმას რომ ის გენიალურია მხოლოდ იმიტომ რომ 20 წლის არის და მის ასაკში მარკ ცუკერბერკს ფეისბუქი ჰქონდა უკვე შექმნილი.