ამბავი მოსმენილი თბილისის ყველაზე მიყრუებული უბნის, ყველაზე მაღალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე ....
" მე, სასწრაფოს ექიმი ვიყავი... ჩემი ქმარი გამოძახებაზე გავიცანი გულის შეტევა ჰქონდა რამდენჯერმე. მამა-შვილი ერთად ცხოვრობდნენ - ქართველები. დედა რამდენიმე წლის წინ დაეკარგათ.
იმდენ გამოძახებაზე მივედი მათთან , ბოლოს ამ გოგომ მითხრა დარჩი ჩვენთანო
მე ვუთხარი:" შვილო მე სომეხი ვარ , აბა ქართველებს ეს სომეხი ქალი რათ გინდივართ მეთქი?!"
-"არა შენო.. დედას ჰგავხარო -" ასე მითხრა
ასე გავხდი ამ გოგოს დედინაცვალი...
ხო შეიძლება მე დედინაცვალი ვიყავი, აბა დედას რას შევუცვლიდი, მაგრამ ის კი ჩემთვის შვილი იყო... გერი არასდროს დამიძახნია მისთვის... ბევრი კი ვერაფერი გავუკეთე როგორც ყველა მშობელმა თავის შვილს. ჩემი გაზრდა და ჭკუის დარიგება რათ უნდოდა აბა 19 წლის იყო უკვე-გაზრდილიც და დარიგებულიც, დამოუკიდებელიც როგორც ყველა მშობელ მოკლებული შვილი...
დიღომში ვცხოვრობდი მე...ქმარი რომ გარდამეცვალა, იქ გავყიდე სახლი და აი აქ გადმოვედი.. ჩემს შვილს დასჭირდა და მაგიტომ აბა რათ მინდოდა... ოხრად დარჩეს ყველაფერი თუ ადამიანს არ გამოადგება..
ნივთები უნდა ემსახურებდონენ ადამიანს და არა პირიქით.
კი მოგაბეზრეთ თავი ჩემი უინტერესო ისტორიითა და შეგაწუხეთ ჩემი დამტვრეული ქართულით. კი ვცდილობ გამართული ქართული ვისწავლო მაგრამ აწი მე რომ ქართულს ვისწავლი....."
ყველას აქვს თავისი სევდიანი ისტორია, ერთი მაინც.
ОтветитьУдалитьძალიან მომენატრა შენი ასე მოყოლილი ისტორიები.
ОтветитьУдалитьdexter,
ОтветитьУдалитьვაი შენ სად ხარ საერთოდ?